x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკაში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
image

კორონავირუსით გამოწვეული ინფიცირების ზრდის ფონზე, შეერთებული შტატები განიხილავს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას და პირბადეების რეჟიმის დაბრუნებას, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ზომები, იტყობინება CNN.


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამჯამად ფიქრობს იმაზე, მიეწოდოს თუ არა ვაქცინის მესამე, დამატებითი დოზა რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას.

ამ ინიციატივას მარეგულირებელი ორგანოს მწვანე შუქი სჭირდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს დისკუსია პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, ასევე განიხილება სხვა რეკომენდაციების ხელახლა შემოღება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება პოლიტიკურად მოუხერხებელი აღმოჩნდეს, რადგან მრავალი შეზღუდვა და მოთხოვნა „საზეიმოდ მოიხსნა“.



აღინიშნა, რომ ბაიდენზე "ზეწოლა ხორციელდება"რათა გამოვიდეს წანადადებით მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შესახებ, ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკელების გარკვეული ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია. ხელისუფლება განიხილავს აგრეთვე საკითხს, მხარი დაუჭირონ იმ კომპანიებს, რომლებიც ვაქცინაციას ავალდებულებენ საკუთარ თანამშრომლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეებს შეუქმნიან მუშობის პროცესში.


ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია კორონავირუსით ავადობისა და სიკვდილიანობის მხრივ. გამოვლენილია ინფექციის 34 მილიონზე მეტი შემთხვევა, ხოლო ვირუსმა 610 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



0
43
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0