x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საკრედიტო ბარათის უპირატესობები
image

ყოველდღიურობაში მუდამ გვიწევს სხვადასხვა დიდი თუ პატარა დეტალისთვის ყურადღების დათმობა და შესაბამისი პრიორიტეტის მინიჭება. არჩევანის შესაძლებლობა ყველაფერზე გვაქვს და უკვე გემოვნების საკითხია გადაწყვეტილების მიღებისას რის მიხედვით იმოქმედებთ. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მიზანი ყველაფრის გამარტივება და კომფორტის მოწყობაა, რაც უმეტესად სხვადასხვა საქციელშიც აისახება. როგორც წესი, ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შევაფასოთ ნებისმიერი მცირე დეტალიც კი და ჩვენთვის რაც უფრო კომფორტულია, ის ავირჩიოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ ფინანსებს როგორ განვკარგავთ, რადგან საკუთრებისა და ფულის დაცვა უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ჯერ კიდევ ახლო წარსულში ადამიანები ფულის შესანახად ბალიშებს იყენებდნენ, ტექნოლოგიის განვითარებამ კი უფრო მეტად გაამარტივა ნებისმიერი ტრანზაქცია და უფრო დაცულიც გახადა, თუმცა, რა თქმა უნდა, საფრთხე ყოველთვის არსებობს. სტატიაში გესაუბრებით საკრედიტო ბარათზე და განვიხილავთ მის უპირატესობებს.

დღევანდელობაში იშვიათია ისეთი სამსახური, სადაც ხელფასს ხელზე აიღებთ. დღეს ეს პრაქტიკა ძირფესვიანად შეიცვალა და კომპანიები უკვე სრულად იყენებენ ელექტრუნულ გადარიცხვებს, რაც მეტად კომფორტულს და სანდოს ხდის ამ პროცესს. ეს მცირედი დეტალიც კი ცხოვრებას უფრო უმარტივებს როგორც დასაქმებულებს, ასევე დამსაქმებელსაც, თუმცა თანხის ჩარიცხვის შემდეგ უკვე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რას მოუხერხებთ, სად შეინახავთ და როგორ გაანაწილებთ ამ თანხას. არსებობს უამრავი ელექტრონული საფულე, სადაც შეგიძლიათ დანაზოგი შექმნათ ან მიმართოთ ძველ ხერხს, მოძებნოთ დიდი, ფუმფულა, კომფორტული ბალიში და იქ შეინახოთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.


საკრედიტო ბარათი ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად იქცევა ხოლმე ხეფასისა თუ ბონუსის ჩარიცხვისას. სწორედ ამ პატარა ნივთის მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ ფინანსები. მოსახმარად საკმაოდ კომფორტული და სანდოა, შეგიძლიათ ყოველთვის თან ატაროთ და მარტივად გამოიყენოთ. ბარათს უამრავი საკმაოდ კარგი პლიუსი აქვს - დაცვის მექანიზმიდან დაწყებული, სულ მცირედი კომფორტული დეტალებით დამთავრებული. საკრედიტო ბარათს ბანკები გასცემს, რის შემდეგაც მის უსაფრთოებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს და უზრუნველყოფს სხვადასხვა მექანიზმებით საქმის კურსში მუდამ იყოთ როგორ განკარგავთ ფინანსებს. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა უმარტივესაა შესაძლებელი, ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს, აუხსნათ სიტუაცია, მოითხოვოთ ბარათის მყისიერი დაბლოკვა და რამდენიმე დღეში კი ახალ ბარათს მიიღბთ.

საკრედიტო ბარათი დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე პირადული ნივთია, რომლის ინფორმაციასაც მხოლოდ თქვენ ფლობთ და მხოლოდ თვენი გადასაწყვეტია ამ ინფორმაციას ვის გაუზიარებთ, თუმცა რეკომენდირებულია ამის შესახებ მესამე პირს არ გააგებინოთ. ტექნოლოგიების განვითარებამ განავითარა ბარათების მოხმარების წესებიც და საშუალება მოგვცა კიდევ უფრო გამარტივებული გზით გვესარგებლა, რაც ნიშნავს, რომ მისი „ჩაშენება“ უკვე თქვენს სმარტფონშიცაა შესაძლებელი. თუკი ბარათის ტარება დისკომფორტს წარმოადგენს, ან სადმე დაგრჩებათ, ტელეფონი ხომ ის ნივთია, რომლის წაღებაც არასდროს არსად გვავიწყდება, ამიტომ ბარათისგან განსხვავებით, მუდამ თან გვაქვს. ამასთანავე, შეიძლება უბრალოდ დისკომფორტს წარმოადგენდეს დამატებით ბარათის ტარება, რომელიც უმეტესად საფულეში გვაქვს, ამიტომ ეს გადაწყვეტა ხშირად საფულის ტარების აუცილებლობასაც გამორიცხავს.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია მიროტაძე
ნათია მიროტაძე
60