x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყოფილ ცოლსაც და საყვარელსაც უმდიდრესად აცხოვრებდა-ახალი გარემოებები რუსი ჩინოვნიკის გარშემო
imageრამდენიმე დღის წინ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია:დააკავეს სტავროპოლის მხარის სახელმწიფო ავტოინსპექციის მაღალჩინოსანი, ალექსეი საფონოვი რომლის სახლშიც აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ფული, მოოქროვილი კედლები და უნიტაზიც კი.


image

გამოძიების დადგინდა, რომ, 43 წლის ავტოინსპექციის შეფი ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ გასცემდნენ საშვებს მარცვლეულისა და ინერტული მასალების უკანონო გადაზიდვებზე. სულ ჯგუფის წევრებს 19 მილიონი რუბლი აქვთ ნაშოვნი ამ გზით., არაფორმალურად ყოველთვიურ საშვის ფასი ერთი მანქანიდან, რომელსაც უფლება ეძლეოდა გადაადგილებულიყო რეგიონში ბლოკ პოსტებზე შეჩერების გარეშე ღირდა 20, 000-დან 50, 000 რუბლამდე.


image


სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლითაა დაწყებული. ალექსეი საფონოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და დიდი ფულადი ჯარიმის დაკისრება ემუქრება, რომელიც აღებულ ქრთამს 70-ჯერ აღემატება (დაახლოებით 1.003 მლნ რუბლი). ამას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მეექვსე ნაწილი ითვალისწინებს.


მაგრამ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, საფონოვს ჰყავდა ყოფილი ცოლი და საყვარელი, რომლებთანაც ფულს წარმატებით აბანდებდა.მაგალითად გამოცემა life-მა გაარკვია, რომ მის საყვარელს არა მხოლოდ ოქროს სასახლე აქვს, არამედ რამდენიმე ბინა, ოფისი, ოთხ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და ავტოსადგომი.


საფონოვის ამჟამინდელი მეუღლე 36 წლის ელენა პსელია, თუმცა ქალი უარყოფს მის ცოლობას.ამბობს, რომ ის უბრალოდ მისი შვილების მამაა და საკუთარ თავს მის საყვარელს უწოდებს, რომელსაც დროდადრო ხვდებოდა მის ოქროს სასახლეში.

imageფოტოზე : ელენე პსელი(ცენტრში)


ქალის თქმით, პოლკოვნიკმა მხოლოდ საფენები და სათამაშოები იყიდა ბავშვებისთვის, ხოლო ის სიმდიდრე რაც გააჩნია, ვითომდა, მდიდარი მშობლების დახმარებით აქვს ნაშოვნი . საფონოვთან პსელს ორი საერთო შვილი ჰყავს და ახლა ქალბატონი რვა თვის ორსულადაა.


გარდა ოქროს სასახლისა, რომელმაც ყველა გააოცა, ქალი სტავროპოლში კიდევ ოთხ ბინას ფლობს. პირველი - როდოსის ქუჩაზე (სადაც ჯერ კიდევ პსელი არის რეგისტრირებული) - მან იყიდა ჯერ კიდევ 2011 წელს. ეს არის ბინა, რომლის ფართობია 65 კვადრატული მეტრია, ხოლო მისი ღირებულება დაახლოებით ორი მილიონი რუბლია . უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ის უკვე ხვდებოდა რეგიონის მთავარ ინსპექტორს - იმავე წელს დაიბადა მათი პირველი შვილი. პირველი შესყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პსელმა მოულოდნელად დაიწყო გამდიდრება . 2014 წელს მან შეიძინა ოთხი საოფისე ფართი.ქალი ამბობს, რომ ფულს შოულობს უძრავი ქონების გაქირავებით.


image

მეორე ბინა - 76 კვადრატული მეტრის ფართობით - მისი საკუთრება გახდა 2018 წელს. რომლის ღირებულება დაახლოებით 2, 5 მილიონი რუბლია. 2020 წელს პსელმა კიდევ ორი ​​ბინა იყიდა - 63 კვ.მ. (2, 2 მლნ რუბლი)და 178 კვ.მ. ელიტარულ სახლში ჟუკოვის ქუჩაზე, ღირებულება დაახლოებით 5, 5 მილიონი რუბლია, ხოლო საბაზრო ღირებულება 11 მილიონს აღწევს.



რაც შეეხება ყოფილი ცოლი, ირინა ამჟამად 40 წლისაა, საფონოვის ცოლს თუ მოსწონს BMW, მის ყოფილს ცოლს Mercedes-ი უყვარს.


დღეს ირინას ეკუთვნის GLE 350 ჯიპი, რომლის ფასი შვიდი მილიონიდან იწყება, ასევე E220 სედანი, რომლის ღირებულებაა ოთხი მილიონი რუბლია.

imageფოტოზე ირინა საფონოვა.

ის არის დიზაინერთა რეგიონალური ასოციაციის წევრი. ქალი დაშორდა პოლკოვნიკს სამი წლის წინ, სავარაუდოდ პსელთან ურთიერთობის გამო. შვიდი წლის განმავლობაში, 2011 წლიდან, საფონოვი რეალურად ცხოვრობდა ორ ოჯახში. განქორწინების მიუხედავად, საფონოვებს ქონება არ გაუყვიათ - მათ აქვთ ბინა და კერძო სახლი. ყოფილ მეუღლეებს ორი საერთო შვილი ჰყავთ.

ირინას კუთვნილებაშია 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და "სხვა სტრუქტურა" სტავროპოლში. ამ ორი ობიექტის ღირებულება ოდნავ აღემატება ერთ მილიონ რუბლს.


ამჟამად, გამომძიებლები იძიებენ საფონოვის ქალებში აქტივების წარმოშობას, ამოწმებენ მათ საბანკო ანგარიშებს და მათი ოჯახის წევრების ქონებას. თუ ქალები ვერ დაასაბუთებენ შემოსავლის წყაროს, ანუ რით შეიძინეს უძრავი ქონება, სახლები და მანქანები, ისინი შეიძლება სახელმწიფომ ჩამოართვას.

1
883
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
883
  
2021, 25 ივლისი, 3:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1