x
ქლაუდ სერვისების საჭიროება თანამედროვე კომპანიებში
ქლაუდ სერვისი

დღევანდელი ადამიანის ყოველდღიურობა სავსეა უამრავი ინფორმაციით, რომელსაც ის იღებს, ამუშავებს და გასცემს. კომპანიებში საქმე კიდევ უფრო მეტი ოდენობის ინფორმაციის დამუშავებასთან გვაქვს, რაც ბადებს საჭიროებას ეფექტურად იყოს დაცული და მარტივი იყოს მისი გადაცემა. ტექნოლოგიების ერაში ყოველდღე ახალი ინოვაციური ტექნოლოგია თუ მიდგომა ინერგება, რომლის პროდუქტიცაა ქლაუდ სერვისები და მათი ინტეგრირება კომპანიებში, რაც მოსახმარად საკმაოდ პრაქტიკული და მარტივია.

ქლაუდ ტექნოლოგია არის ერთგვარი ვირტუალური ბაზა, სადაც ინახება მონაცემები, პროგრამები და კომპანიის პირადი ინფორმაცია, რომელიც მდებარეობს არა კონკრეტულ კომპიუტერში, არამედ ვირტუალურ სერვერებზე, რომელზე წვდომისთვისაც აუცილებელია ინტერნეტის გამოყენება და რომელზე წვდომაც შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებს. ასეთი ტიპის სერვისით სარგებლობისთვის კომპანია გარკვეული ვადით ყიდულობს ამ სერვისს, რომელზე წვდომაც შესაძლებელია ინტენეტ ბრაუზერით ან შესაბამისი აპლიკაციით IT გუნდის ჩართულობის გარეშე.

ქლაუდ სისტემები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება თავისი სიმარტივისა და ნაკლები ხარჯიანობის გამო, რის შედეგადაც აღნიშნული სისტემის შემქმნელები ცდილობენ მაქსიმალურად დახვეწონ პროდუქტი და უფრო მეტად კომფორტული გახადონ. ასეთი ტიპის პროდუქტით სარგებლობა ძალიან ეფექტურია ისეთი კომპანიებისთვის, ვისაც საკუთარი IT გუნდი არ ჰყავს.


ასევე, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რაც ქლაუდ სისტემას გააჩნია არის მისი დაცულობა, რომელიც მოიცავს ტექნიკურ გამართულობასთან ერთად კიბერშეტევებისგან თავის დაცვას, კონფიდენციუალურობას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. თანამშრომლობის დაწყებისას ფორმდება ხელშეკრულება, სადაც მითითებულია ყველა ეს პირობა, რომლის უზრუნველყოფასაც პროვაიდერი კომპანია საკუტარ თავზე იღებს, შესაბამისად მაქსიმალურად მოტივირებულია მოგაწოდოთ ის სერვისი სრულად, რომელიც გათვალისწინებულია და დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია.

ქლაუდ სისტემები როგორც წესი შესაძლებელია მორგებული იყოს კონკრეტულ სფეროსა თუ საქმიანობას, რაც კიდევ მეტად ამარტივებს და კომფორტულს ხდის მის მოხმარებას. თუ კონკრეტული ტიპის სისტემით სარგებლობა გსურთ, სასურველია გაარკვიოთ წინასწარ დეტალები და მოიძიოთ რამდენიმე ალტერნატივა, რომელთაგანაც საუკეთესოს აირჩევთ. მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემა გამართული იყოს და კომპანია ზრუნავდეს პირადი ინფორმაციის დაცვაზე. ასევე, სასურველი იქმნება დასაწყისისთვის ე.წ. Demo ვერსიით თუ ისარგებლებთ, რათა გატესტოთ სისტემა და გადაწყვეტილება უკეთ მიიღოთ. მნიშვნელოვანია ასევე ქლაუდ სისტემაზე რაიმე კითხვის შემთხვევაში შესაბამისი ჯგუფი ხელმისაწვდომი იყოს, ვინც ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებთ დროის ნებისმიერ მონაკვეთში და დაგეხმარებათ საკუთარი საქმიანობის სრულად გაციფრულებაში.

სავსებით შესაძლებელია არასწორად ან მოტყუებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის მენეჯერმა საქმე თაღლით კომპანიასთან დაიჭიროს, რომელიც შეპირდა ქლაუდ სერვისები და სისტემა დაცული იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია საკუთარი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენოს. ასეთი ფაქტისგან თავის ასარიდებლად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ, დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად არსებობს და სხვა კომპანიებიც სარგებლობენ მათი პროდუქტით. აუცილებლად გაეცანით დეტალურად ხელშეკრულებას და მოსთხოვეთ კომპანიას პირადი ინფორმაციის დაცულობის გარანტიები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კონტრაქტში.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია მიროტაძე
ნათია მიროტაძე
36