სხვა ფსიქოლოგიური ტესტი. ბედის ისრები 2012, 8 სექტემბერი, 17:31 ფსიქოლოგების აზრით, მაჯის საათი არა მარტო დროს აჩვენებს, არამედ ბევრი რამის თქმა შეუძლია მფლობელის ინდივიდუალობისა და ხასიათის შესახებ. მაგალითად თუ თქვენ გიყვართ:კვადრატული ციფერბლატი - იღბლიანი და თადარიგიანი ადამიანი ხართ, მზად ხართ განახორციელოთ ნებისმიერი პროექტი, რომელიც არ უნდა შემოგთავაზონ. თქვენი ენერგია განუსაზღვრელია, მიზნის მიღწევის სურვილი - დაუცხრომელი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვათა აზრს, შექება ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის როგორიც ფული.მრგვალი ციფერბლატი - ბუნებით ლიდერი ხართ, ძალიან ადვილად შეგიძლიათ დაარწმუნოთ ადამიანები თქვენს სიმართლეში. ერთგული მეგობარი ხართ, შეიძლება თქვენზე დაყრდნობა. ტრადიციების მიმდევარიც ხართ და ყოველთვის საკუთარი შეხედულებების ერთგული რჩებით. თქვენთვის მთავარია ოჯახი და მეგობრები. 1139 17-ს მოსწონს
|