x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
სოლომონ აშის ექსპერიმენტი - “ჯგუფის გავლენა ინდივიდზე”

image



სოლომონ აშმა 1951 წელს, “Swarthmore”-ის კოლეჯის სტუდენტებზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა გაერკვია თუ როგორ გავლენა შეიძლება იქონიოს ჯგუფის, თუნდაც არასწორმა, აზრმა ინდივიდისაზე.

თავისთავად კითხვა, ადვილი და აშკარა იყო. თუ ინდივიდი არასწორ პასუხს გასცემდა, მაშასადამე ეს ნათელი გამოხატულება იქნებოდა ჯგუფის გავლენისა.


აშმა გამოიყენა ლაბორატორიული ექსპერიმენტი ამ საკითხის შესასწავლად, მასში მონაწილეობა ამერიკის 50-მა ბიჭმა სტუდენტმა მიიღო. აშს ასევე საკონტროლო ჯგუფიც ჰყავდა. ექსპერიმენტს სახელად “მხედველობის ტესტი” ერქვა, რათა მონაწილეებს ვერ მიმხვდარიყვნენ მის ნამდვილ მიზანს.

ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა გამოეცნოთ ხაზებს შორის შესაბამისობა. რაც ყველაზე მთავარია, ერთი ინდივიდის გარდა ყველა შეთანხმებული იყო, თუ რა პასუხები უნდა გაეცათ. ხოლო, ამ ერთ ინდივიდს, სხვებიც ჩვეულებრივი მონაწილეები ეგონა.

მონაწილეებს უნდა გამოეცნოთ სამი ხაზიდან (ა, ბ, გ, ) რომელი შეესაბამებოდა მთავარ ცალკე მდგომ ხაზს. “არაშეათანხმებული” ინდივიდი ამას ბოლოს, ან ბოლოს წინ აკეთებდა (პასუხობდა).

სულ გამოკითხვა თვრამეტჯერ ჩატარდა, ხოლო “შეთანხმებულმა” მსახიობებმა აქედან თორმეტჯერ არასწორად უპასუხეს (კრიტიკულ მცდელობად წოდებული).



აღმოჩენა.

საშუალოდ, მონაწილეების ერთი მესამედი (32%) აღმოჩნდა კონფორმული და დაეთანხმა ჯგუფის მიერ გაცემულ არასწორ პასუხს. მთლიანობაში 12 კრიტიკული მცდელობიდან, დაახლოებით 75% პროცენტი ერთხელ მაინც მოექცა გავლენის ქვეშ, ხოლო 25% არცერთხელ. რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, სადაც “შეთანხმებულების” გავლენა არ იყო, არასწორი პასუხების რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლები იყო მონაწილეთა მხრიდან.






აშის ჰიპოთეზა იყო - “როდესაც კონფედერატები (ყალბი მონაწილეები) ერთნაირად უპასუხებდნენ გარკვეულ სტიმულს ჯგუფურ გარემოში, მარტოხელა, ნამდვილი მონაწილე იგრძნობს ზეწოლას ჯგუფის კონსენსუსის შესაბამისად” (Behavioral Legal Ethics). (ჰიპოთეზა).


როგორც უკვე აღინიშნა, ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანთა ჯგუფის აზრი ინდივიდისაზე. (მიზანი)


ამ ექსპერიმენტში დამოუკიდებელი ცვლადი მსახიობთა/“შეთანხმებულთა” ჯგუფის აზრია, ხოლო დამოკიდებული ცვლადი, ინდივიდის. (ცვლადები)

აში მანიპულირებას დამოუკიდებელი ცვლადით ახდენს. კერძოდ დამოუკიდებელი ცვლადით (ჯგუფის აზრით), ცდილობს მოახდინოს გავლენა დამოკიდებულ ცვლადზე (ინდივიდზე). რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჯგუფის წევრები “შეთქმულები”, აშის დავალების მიხედვით, არასწორად პასუხობენ სტიმულს, ამის მიზანი კი ინდივიდზე გავლენის მოხდენის ძალის გაზომვაა. (მანიპულაცია) - (კრიტიკული მცდელობები)


ეს იყო ნამდვილი ექსპერიმენტი, ორ-ჯგუფიანი რანდომიზებული დიზაინი რომელიც შეიცავდა როგორც ექსპერიმენტულ, ისე საკონტროლო ჯგუფს. შემდეგ ისინი შედარდა კიდეც ერთმანეთს, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა. (დიზაინი)


აშის ექსპერიმენტი დამოუკიდებელი ჯგუფის სქემის მიხედვით ჩატარდა (ორ-ჯგუფიანი რანდომიზებული სქემა). (სქემა)



რაც შეეხება არაეთიკურობას, უნდა ითქვას, რომ მონაწილეები არ იყვნენ დაცულნი ფსიქოლოგიური სტრესისგან, რომელიც შეიძლება მათ მიეღოთ განსხვავებული პასუხის არჩევს შემთხვევაში(simplypsychology). ასევე ისინი მოტყუებულ იქნენ (საცდელი ინდივიდები), რადგან მათ ეგონათ, რომ სხვა მონაწილეებიც მათნაირ პირობებში იყვნენ და მხედველობის ტესტში იღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ მთლიანობაში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, ექსპერიმენტი ვერ შედგებოდა თუ აში ასეთ ხერხს არ გამოიყენებდა. ოფიციალური ვერსიით “აშის ექსპერიმენტის ეთიკურობა, კითხვისნიშნიშნის ქვეშაა” (Tutor2u). (ეთიკურობა)


ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს ეთიკის განსაზღვრული ნორმები, რომლებიც აკონტროლებს ექსპერიმენტისა, თუ სხვა სახის კვლევებს. რაც შეეხება ტყუილს, ეს შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ეთიკის კომისიისაგან მიიღებს ექპერიმენტატორი ამის უფლებას, ექსპერიმენტის დასასრულს კი აუცილებლად აუხსნის რესპოდენტს ამ “ტყუილის” მიზეზს და ეცდება იგი/რესპოდენტი ნაწყენი არ დარჩეს.


კრიტიკოსთა აზრით, ექსპერიმენტში იყო გვერდითი/დამატებითი ცვლადებიც, მაგალითად იმ პერიოდის (1950-იანი წლების) საზოგადოებრივი მიდრეკილება კონფორმულობისაკენ (Simplypsychology). იგივე კვლევა ჩატარდა რამდენიმე წლის შემდეგ და შედეგმა განამტკიცა ექპერტთა აზრი (Perrin & Spencer, 1980). (დამატებითი ცვლადები)


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აშის ექპერიმენტს ვერ განვაზოგადებთ მთელ პოპულაციაზე, რადგან იგი მხოლოდ მამრობითი სქესის წამომადგენლებზე ჩატარდა. (განზოგადების პრობლემა).







0
270
შეფასება არ არის
ავტორი:ვალერი არავიაშვილი
ვალერი არავიაშვილი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0