x
მკითხველთა თეატრი

მკითხველთა თეატრი მკითხველთა თეატრი, კითხვის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, რომელს გულისხმობს გადანაწილებული ტექსტის კითხვასა და მთხრობელებსა და პერსონაჟებს შორის როლების დარიგებას. მეთოდის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დაწყებით, ისე საბაზო საფეხურზე. მკითხველთა თეატრი უმეტესად გამართული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას გულისხმობს, მაგრამ ამავდროულად ავითარებს მოსმენისა და მეტყველების, სოციალურ და თანამშრომლობით უნარ-ჩვევებს და ზრდის ბავშვთა თვითშფასებას.

ამ მეთოდის დაგეგმა და განხორციელება არ არის რთული პროცესი, მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შუძლია, რადგან არ მოითხოვს დიდი ხნის მზადდებას, ტექსტის დაზეპირებას, კოსტიუმებს და სხვა ელემენტებს. თავდაპირველად ნარადიული ტექსტის მოძებნაა საჭირო, რომელიც შესაძლოა იყოს ზღაპარი, მოთხრობა ან მცირე ზომის პიესი. რომლის შემდეგ უნდა განსაზღვრონ როლების რაოდენობა და მოვნიშნოთ თითოეული მათგანი ტექსტში, დიალოგებს შორის მონაკვეთები კი გადავანაწილოთ მთხრობელებს. ტექსტის შინაარსი მოსწავლეებს წინასწარ უნდა გავაცნოთ. საწყის ეტაპზე მოსწავლეები ტექსტს დამოუკიდებლად კითხულობენ, შემდეგ კლასმა შეუძლია იმუშაოს წყვილებში ან ჯგუფურად, დაჯგუფებისას შესაძლოა დაგაჯგუფოთ პერსონაჟი პერსონაჟთან, მთხრობელი მთხრობელთან ან პერსონაჟი მთხრობელთან.

მოსამზადებელი პეიროდი ერთი-ორი კვირა გრძელდება, რომლის განმავლობაში მოსწავლეები ტექსტზე მუშაობენ, ვარჯიშობენ სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის შერჩევაში, ხატავენ აფიშას და ასე შემდეგ. წარმოდგენა უფრო სანახაობრივი რომ გახდეს, მოსწავლეები ამზადებენ მარტივ რეკვიზიტებს, ამ საქმეში კი მათ ეხმარება ხელოვნებისა და ხატვის მასწავლებელი. სასურველია ამ საქმეში ყველა მოსწავლე იყოს ინტეგრირებული, ამით ერთიანების განცდა შეექმნათ. წარმოდგენაში შესაძლოა მოსწავლეებს მათთვის სასურველი სტუმრების დაპატიჟება შევთავაზობთ: მშობლები, სხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებელები. რაც შეეხება სასწავლო ოთახს, აქ სპეციალური ადგილი უნდა გამოყოთ, რომელსაც შესაძლოა პირობითაც “სცენაც" ვუწოდოთ. გარდა ამისა საკლასო ოთახში სპეციალურად უნდა გამოყოფილი იყოს ადგილი მაღურებლისათვისაც, სადაც განთავსდებიან მათ მიერ დაპატიჟებული სტუმრები. ამ ყველაფრის შემდეგ, მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რის მიხედვით ფასდება მათი გამოსვლა, ამისათვის მასწავლებლის მხრიდან წინასწარ მზადდება რუბრიკა. წარმოდგენის შემდეგ კი ემართება დისკუსია, საკუთარი გამოსვლის შეფასებისას მოსწავლეები ეყრდნობიან რუბრიკაში მოცემულ კრიტერიუმებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მოსაზრებაც. ეს მეთოდი უფრო მეტად დაამეგობრებს ბავშვებს წიგნებთან.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:შოღიკ სიმონიან
შოღიკ სიმონიან
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0