x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
10 ყველაზე ცნობილი მექალთანე ისტორიაში

ამ სიაში შესული მამაკაცები ცნობილები იყვნენ არა მხოლოდ თავიანთი “პროფესიით", არამედ სასიყვარულო თავგადასავლებითაც:

1. ლუდოვიკო XIV

საფრანგეთის მეფე ტახტზე ოთხი წლის ასაკში ავიდა და 72 წლის განმავლობაში მართავდა - ბევრად უფრო მეტხანს, ვიდრე სხვა ევროპელი მეფე ისტორიაში. დროთა განმავლობაში მეფემ თავი მოუყარა ათობით ოფიციალურ საყვარელს, რომლებიც მზად იყვნენ ყველაფრისთვის, რათა მასთან ახლოს ყოფილიყვნენ.image

2. პეტრე I დიდი

ყველასთვის ცნობილი იყო რუსეთის იმპერატორის ქალებით გატაცებების ისტორიები. ცნობილია, რომ მას რეზიდენციაში ნამდვილი ჰარამხანა ჰყავდა, თუმცა რუს დიდგვაროვნებს ევროპელ დიდგვაროვნებს ამჯობინებდა.image

3. ჯაკომო კაზანოვა

ამ იტალიელი მწერლის სახელი საყვარლის სინონიმი გახდა. დეიდის წყალობით, კაზანოვა გალანტური და განათლებული გაიზარდა. სწორედ ამ თვიებების გამო იყო ის პოპულარუი ქალებში. ქალბატონები ( სხვადასხვა წყაროს თანახმად, დაახლოებით 1000 ქალი იყო) მასზე გიჟდებოდნენ და ჯაკომო თითოეულ მათგანს განსაკუთრებულად ექცეოდა და გულს არ სტკენდა.image

4. ნაპოლეონ I ბონაპარტი

საფრანგეთის იმპერატორმა თავისი სახელი ისტორიაში შეიყვანა არა მხოლოდ სამხედრო კამპანიებითა და პოლიტიკური გამარჯვებებით, არამედ სასიყვარულო თავგადასავლებითაც.ნაპოლეონი ახალგაზრდობიდანვე ეტრფოდა ქალებს და ყველა ღონეს მიმართავდა მათი გულის მოსაგებად. ის თავის საყვარლებს ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა და სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა.image

5. მარკიზ დე სადი

ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი ცნობილი იყო თავისი უჩვეულო შეხედულებებით საწოლში, რომელსაც ახლა სადიზმს უწოდებენ. 23 წლის ასაკში დე სადი ეწვია ყველა ბორდელს, განიცადა სხვადასხვა სახის სიამოვნება და ცნობილი გახდა, როგორც პარიზის ყველაზე ნანატრი საყვარელი.image

6. ონორე დე ბალზაკი

ამ ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ბევრი რამ იცოდა ქალების შესახებ. ალბათ ამ მიზეზის გამო ის საშუალო ასაკის ქალებს (ბალზაკის ასაკის ქალი) ამჯობინებდა. მწერალი არ მალავდა მრავალ რომანს დაქორწინებულ ქალბატონებთან. უფრო მეტიც, ბალზაკის ბიოგრაფიის ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ის არ იყო მისი თავგადასავლების უმეტესობის ინიციატორი. დაქორწინებულმა ქალბატონები მის მლავებში საკუთარი ინიციატივით ვარდებოდნენ.image

7. პაბლო პიკასო

ბუნებამ დააჯილდოვა ეს ესპანელი მხატვარი არა მხოლოდ მხატვრობის ნიჭით, არამედ ქალებით პროფესიონალურად შეცდენის უნარით. არავინ იცის პიკასოს რამდენი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არის ცნობილი, მას უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდა.image

8. კლარკ გეიბლი

კლარკ გეიბლი, ამერიკელი მსახიობი და 30-იანი და 40-იანი წლების სექს-სიმბოლო, ხუთჯერ იყო დაქორწინებული. ჟოზეფინ დილონი მასზე 14 წლით უფროსი იყო, მარია ლენგამი კი 17 წლით უფროსი. შემდეგ იყვნენ კეროლ ლომბარდი, სილვია ეშლი და ქეი უილიამსი. მსახიობის მრავალი თავგადასავლის მიუხედავად, მისი მესამე ცოლი, კეროლ ლომბარდი, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო, რომელთანაც კლარკი თავისი ყველა შემდგომი ქორწინებისა და რომანის შემდეგ იყო.image

9. სულეიმან I

სულეიმან I ბრწყინვალე ოსმალთა დინასტიის უდიდესი სულთანი გახდა. ისევე როგორც იმდროინდელი აღმოსავლეთის მმართველი, სულეიმანსაც ჰქონდა უზარმაზარი ჰარემი, სადაც ასობით ულამაზესი გოგონა იმყოფებოდა ყველა დაპყრობილი და მეგობარი ტერიტორიიდან. თითოეული მათგანი ოცნებობდა გამხდარიყო მმართველის კანონიერი ცოლი, მემკვიდრე გაეჩინა მისთვის ან მასთან მეტი ღამე მაინც გაეტარებინა.image

10. დონ მიგელ დე მანიარა ( დონ ჟუანის პროტოტიპი)

მიუხედავად იმისა, რომ დონ ხუანი არის ლიტერატურული პერსონაჟი, მას მაინც ჰყავს ნამდვილი პროტოტიპი. მისი სახელია მიგელ დე მანიარა. დონ მიგელის მიღწევების ჩამონათვალში შედის 640 იტალიელი, 100 ფრანგი, 231 გერმანელი, 91 თურქი და 1003 ესპანელი ქალბატონი!image







0
347
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0