x
ემერჯენტული წიგნიერება

განათლება
გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბდა ახალი ხედვა კითხვისა და წერის შესახებ, რომელსაც ემერჯენტული წიგნიერება ეწოდა. ემერჯენტული ანუ ადრეული. ემერჯენტული წიგნიერება არის ცნება, რომელიც გამოიყენება ადრეული ასაკის ბავშვის მიერ იმ უნარების ათვისების პროცესის აღსაწეად, რომლებით გამოიმუშავდება სხვადასხვა სახის ტექსტებთან ურთიერთობის შედეგად, საფუძვლად კი ედება კითხვისა და წერის უნარების სრულყოფილად ჩამოყალიბებას. ამ ცნების ფორმირებას რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის შდეგებმა შეწყო ხელი, თუმცა კონცეფცია და პრაქტიკული განხორციელების ფორმებმა საბოლო სახე უკანასკნელ წლებში მიიღო. ეს მოვლენა განსაკუთრებით დააჩქარა ორმა ფაქტორმა:

1. მკლევარები უფრო და უფრო აკვირდებიან ადრეული ასაკის ბავშვების წიგნიერ ქცევებს;

2. გაფართოვდა წიგნიერების ცნება.

ის აღიქმება არა მხოლოდ, როგორც კოგნიტური უნარების ნაკრები, არამედ როგორც კომპლექსური, სოციო-ფსიქოლოგიური აქტივობა. ყველა მკლევარი თანხმდება, რომ ადრეულ ასაკში წიგნიერების განვითარების ძირითადი ასპექტი წიგნიერი გარემოა, როდესაც უფროსები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, ან როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები თავად კითხულობენ, მათაც ბუნებრივია ინტერესი უჩნდებათ დაწერილის მიმართ. ასე, რომ წიგნიერების გამოყენებითი ასპექტის გაცნობიერება ეხმარება ბავშვს დადებითი განწყობა მიიღოს კითხვისა და წერისადმი. დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ წერას. ადრეულ ასაკში წერის პირველი ცდელობები, მატად ღირებული წიგნიერი ქცევაა. თავდაპირველად ბავშვს გონია, რომ უფროსი ნახატების შესახებ საუბრობს, მერე კი თანდათანობით ხდება, რომ სინამდვილეში მას დაწერილ ტექსტს უკითხავენ. შემდგომში თავადაც იწყებს წიგნის ფურცლებზე ნაბეჭდი ტექსტზე ფოკუსირებას, ხოლო შემდეგ კითხვის იმიტაციას, ეს კითხვის დაწყების პირველი ნაბიჯია. 0-6 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ თუ ბავშვი წიგნიერ გარემოში იზრდება, ბუნებრივად ჩნდება მზაობა სასკოლო ამოცანების გადაჭრისა, რადგან მან უკვე საკმარისად ბევრი რამ იცის კითხვისა და წერის პროცესის შესახებ. სანამ ბავშვი კითხვას და წერას ისწავლის, თუ მან უკვე შეუძლია მაგალითად: ფურცლის გადაშლა; წიგნის სწორად დაჭერა; კითხვის იმიტაცია; ილუსტრასციების გახმოვანება ან ზოგიერთი ასოს ამოცნობა, ჩვენ შეგვიძლიათ თამამად ვთქვათ, რომ ასეთ დროს ბავშვი უკვე ავლის წიგნიერ ქცევებს და მასში აქტიურ ფორმირებას იწყებს მკითხველი.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:შოღიკ სიმონიან
შოღიკ სიმონიან
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0