x
გაცვლითი პროგრამები
მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო გოგონას, ნინი ელიკაშვილის მიერ შემოთავაზებული მასალა, რომელიც გახლავთ ახალგაზრდული ორგანიზაციის “ გზა მომავლისკენ" სტაჟიორი.


იცოდით, რომ მოზარდებსაც შეუძლიათ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება?

და თანაც ამისთვის ძალიან ბევრი გზა არსებობს.

მთავარია მხოლოდ და მხოლოდ მონდომება და მოტივაცია.


გაცვლით პროგრამებში შერჩევის პრინციპი ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ პროგრამის დრო და მიზნებია.

დამეთანხმებით, რომ ბევრ ახალგაზრდას სურს საზღვარგარეთ სწავლა, თუმცა ინფორმაციის ნაკლებობის გამო არ იცის რა გააკეთოს, სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია რჩევები, რომელსაც გამოცდილი ადამიანები გვიზიარებენ.

image


რა არის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი?

რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა!

და სწორედ კომიტეტი, როდესაც ირჩევს პროგრამის მონაწილეს, ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამ კრიტერიუმს.

გვახსოვდეს, რომ ყოველთვის, ნებისმიერ საქმეში საჭიროა საკუთარი თავის რწმენა და საკუთარი უნარების გამოვლენა, რაც გამოგარჩევს სხვა ადამიანებისგან.


პროგრამის მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომუნიკაბელური, მიზანდასახული, აქტიური, თავდაჯერებული, მოტივირებული და დამოუკიდებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის წარმოჩენას საზღვარგარეთ.

კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი პროგრამის მონაწილემ დააგროვოს გამოცდილება და გაუზიაროს თანატოლებს.


მოდით განვიხილოთ უშუალოდ გაცვლითი პროგრამები.

1. ყველასთვის ცნობილი ფლექსის პროგრამა, https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/exchange-programs-ka/future-leaders-exchange-program-flex-ka/გახლავთ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა.

სახელიდან გამომდინარე ჩანს, რომ ისინი ეძებენ ლიდერ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ სიახლეები, მარტივად შეუძლიათ ადაპტაცია უცხო გარემოსთან და რაც ყველაზე მთავარია არ უშინდებიან გამოწვევებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 9/10/11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც არიან 14 - 16 წლის, საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.

image


შემდეგი გაცვლითი ორ წლიანი პროგრამა გახლავთ uwc

მათ აქვს 17 სკოლა და კოლეჯი 4 კონტინენტზე.

ამ კოლეჯების ოფიციალური გეგმა მოიცავს საერთაშორისო, საბაკალავრო დიპლომის პროგრამას.

მათთვის მნიშვნელოვანია მონაწილე იყოს პასუხისმგებლიანი, ჰქონდეს ემპათიის უნარი, იყოს აქტიური არაფორმალურ განათლებაში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 16 - 17 წლის მოზარდებს

( კოლეჯის დაწყებისას შესრულებული უნდა გქონდეთ დასახელებული ასაკი)

უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე და სწავლობდეთ ადგილობვრივ სკოლაში.


მოზარდებისთვის კიდევ ბევრი გაცვლითი პროგრამა არსებობს, რომელზეც თანდათან მოგაწვდით ინფორმაციას.


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ხარებავა
სოფიო ხარებავა
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0