x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135030
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509391
The Stranger Things - უ ც ნ ა უ რ ი ა მ ბ ე ბ ი
საინტერესო ფაქტები
image⭕️ 2018 წლის აპრილში კინორეჟისორმა ჩარლი კესლერმა სარჩელი შეიტანა ძმების დაფერების წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ მოიპარეს მისი იდეა მისივე მოკლემეტრაჟიანი ფილმის Montauk-ის, რომელშიც ასახული იყო დაკარგული ბიჭის ისტორია, ასევე სამხედრო ბაზა, სადაც საიდუმლო პარანორმალურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ურჩხული, რომელიც იყო სხვა განზომილებიდან. მისი თქმით, მან ძმებ დაფერებს მიაწოდა იდეა, სიუჟეტი და შემდეგ თვით სცენარიც კი გააცნო, რომელსაც “The Montauk Project” ერქვა. ძმები დაფერები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რომ მათ არასოდეს უნახავთ კესლერის არც ფილმი და არც სცენარი და საერთოდაც არც კი შეხვედრილან მას. 2019 წელს კესლერმა სარჩელი სასამართლოდან მას შემდეგ გაიტანა, რაც ძმებმა დაფერებმა მას 2010 წელს გაკეთებული ჩანახატები და მთელი დოკუმენტაცია აჩვენეს, თუ როგორ ემზადებოდნენ სერიალის გადაღებისთვის და რომ მათ დამოუკიდებლად მოიფიქრეს ყველაფერი და „უცნაური ამბები“-ს მთელი სიუჟეტური ხაზი.

⭕️ 1 სეზონის მე-6 სერიაში, ჩხუბის დროს ჯონატანის (ჩარლი ჰიტონი) და სტივის (ჯო კირი) შორის, სტივის სახეში ორჯერ მართლაც მოხვდა ხელი შემთხვევით სცენის გადაღების დროს.

⭕️ მსახიობებს სანამ მთავარ როლებზე დაამტკიცებდნენ, ქასთინგზე ათქმევინებდნენ იმ რეპლიკებს ფილმ “ET”-დან, სადაც ელიოტი აცნობს ET-ს თავის უფროს ძმას. ორივე, ET-ს და თერთმეტს (მილი ბობი ბრაუნი), აქვთ ტელეკინეტიკური შესაძლებლობები.

⭕️ რეალურ ცხოვრებაში მილი ბობი ბრუანი (თერთმეტი) და ნოა შნაპი (უილი) არიან ძალიან ახლო მეგობრები. ინტერვიუში მილი ბობი ბრაუნმა განაცხადა, რომ არის ჯოისის (უაინონა რაიდერი) და ჰოპერის (დევიდ ჰარბორი) ძალიან დიდი თაყვანისმცემელი.

⭕️ მილი ბობი ბრაუნი და რენდი ჰევენსი, ორივე მუშაობდნენ ფილმზე „გოძილა: მონსტრების მეფე“.

⭕️ რამდენიმე მსახიობს სერიალში ჰქვიათ იმ გამოჩენილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები, რომლებიც პოპულარულები იყვნენ 80-ან წლებში. ჰოპერი (დენის ჰოპერი), დასტინი (დასტინ ჰოფმანი), ლუკასი (ჯორჯ ლუკასი), სტივი (სტივენ სპილბერგი).

⭕️ სერიალის მთავარი მუსიკალური თემის შთაგონება იყო 1984 წელს გადაღებული ფილმი „ტერმინატორი“.

⭕️ მილი ბობი ბრაუნის გადაპარსული თავი მოდელირებული იყო შარლიზ ტერონის პერსონაჟის მიხედვით ფილმში „შეშლილი მაქსი“.

⭕️ ფილმი შევიდა 2016 წლის საუკეთესო სერიალების სამეულში.

⭕️ ყოველ ჯერზე როდესაც თერთმეტი იყენებს თავის ზებუნებრივ შესაძლებლობებს, მას ცხვირიდან სისხლის დენა ეწყება. იგივე სიმპტომები აქვთ ფილმ „ცეცხლის წამკიდებელი“-ს მთავარი გმირის მამის პერსონაჟს (დევიდ ქეითი), როდესაც კინეტიკურ ძალებს იყენებს. ამ ფილმში მთავრობა ასევე დასდევს პატარა გოგონას, რომელსაც იგივე ტელეკინეტიკური ძალები აქვს რაც მილი ბობი ბრაუნის პერსონაჟს, რათა გამოიყენონ ის როგორც იარაღი.

⭕️ მესამე სეზონის მე-4 სერიისთვის სერიალს უკვე 40 მილიონი მაყურებელი ჰყავდა ნეტფლიქსის განცხადებით, რაც მათთვის უკვე რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა ამ სერიალის დამსახურებით. მესამე სეზონის ბოლოსთვის მაყურებელთა რაოდენობა უკვე 64 მილიონი იყო.

⭕️ სერიალის ახალგაზრდა მსახიობების უმრავლესობას სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდა.

⭕️ ძმები დაფერები ამბობენ, რომ სერიალი „უცნაური ამბები“ მე-5 სეზონით დასრულდება.

⭕️ სერიალის საუკეთესო მეგობრები ნენსი (ნატალია დაიერი) და ბარბარა (შენონ პურსერი) ატარებენ 1980-ანი წლების პრეზიდენტების ცოლების, პირველი ლედის სახელებს - ნენსი რეიგანი და ბარბარა ბუში.

⭕️ 2020 წლის 23 ივლისს განაცხადეს, რომ გადაღებული იქნება სერიალის პრიკველი, მოვლენები რაც ხდება „უცნაური ამბები“-მდე. პრიკველის სახელწოდება იქნება: „უცნაური ამბები: ჰელოუინი ჰოკინსში“.

⭕️ ძმებმა დაფერებმა გაამჟღავნეს თუ საიდან მოუვიდათ იდეა ამ სერიალის გადაღების. შთაგონების წყარო იყო იაპონური ანიმე „Erufen Rito”.

⭕️ მილი ბობი ბრაუნი, რომელსაც სერიალში ჰქვია თერთმეტი, სერიალის გადაღების დროსაც თერთმეტი წლის იყო.

⭕️ სერიალის პილოტურ სერიაში, დასტინი (გეიტენ მატარაზო), რომელსაც სკოლის მოსწავლეები დასცინიან მისი კბილების გამო, ის მაშინვე აღნიშნავს, რომ მას აქვს „კლეიდოკრანიალური დისპლაზია“, რაც არის იშვიათი გენეტიკური აშლილობა.

⭕️ მილი ბობი ბრაუნს როლისთვის უწევდა თავის გადაპარსვა სერიალის მთელი სეზონის განმავლობაში. ეს მამამისისთვის იმდენად შემზარავი და საშინელი შესახედი აღმოჩნდა, რომ ხანდახან ცრემლებიც კი მოსდიოდა თავისი ქალიშვილის შემხედვარე.

⭕️ მილი ბობი ბრაუნი ნომინირებული იყო “70th Primetime Emmy Awards”-ზე, როგორც მეორეხარისხოვანი ქალის როლის შემსრულებელი სერიალისთვის „უცნაური ამბები“, თუმცა ნომინაციაში გაიმარჯვა ტენდი ნიუტონმა სერიაილსთვის „ველური დასავლეთის სამყარო“.

⭕️ ტყუპეპი რომლებიც თამაშობენ ჰოლი უილერის როლს, არიან ტინსლი და ენისტონ პრაისები. ესენი არიან იგივე ტყუპები, რომლებიც გამოყვანილნი არიან სერიალ „მოსიარულე მკვდრები“-ს მე-4 სეზონში ჩვილ ჯუდიტის როლში.

⭕️ ნატალია დაიერი (ნენსი) და ჩარლი ჰიტონი (ჯონათანი) რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებიან ერთმანეთს.

⭕️ კოსტიუმების დიზაინერი მარგოსია ტურზანსკა, ლუკასისთვის დიდხანს ეძებდა სართველო სამხედრო ქამარს სერიალის პირველი სეზონისთვის. იუტას შტატში კი ერთ-ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში, მან იპოვა სწორედ ისეთი ქამარი როგორსაც ეძებდა. ქამარი უბრალოდ მიგდებული იყო და არც იყო გასაყიდად. როდესაც ქამარი მოიპოვა როგორც იქნა, აღმოჩნდა, რომ ქამარს უკანა მხარეს ამოტვიფრული ჰქონდა სახელი „ლუკასი“. როგორც ჩანს ამ ქამარის მფლობელსაც იგივე სახელი ერქვა, რაც სერიალ „უცნაური ამბები“-ს გმირს.

⭕️ ძმებმა დაფერებმა ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადეს თუ როგორი ნიჭიერი იყო მილი ბობი ბრაუნი. მათი თქმით, მილის შეეძლო რამდენიმე კამერასთან ერთდროულად ემუშავა, ისე რომ მისთვის ეს სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენდა, რაც ზოგადად სხვა ბავშვი მსახიობებისთვის ეს ყოველთვის პრობლემაა. მათ ასევე განაცხადეს, რომ მილი ბობი ბრაუნს თავისუფლად შეუძლია ზრდასრული ქალის როლის განსახიერება მაშინ როდესაც ის მხოლოდ 13-14 წლის იყო.

⭕️ გეიტენ მატარაზო (დასტინი) არის პირველი მსახიობი, რომელიც როლზე აიყვანეს.




ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
12
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0