x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135030
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509391
Desperado - თ ა ვ ზ ე ხ ე ლ ა ღ ე ბ უ ლ ი
საინტერესო ფაქტები
image???? ფილმ “Desperado - თავზეხელაღებული“-ს თავდაპირველი სათაური იყო “El Pistolero - შეიარაღებული ადამიანი”, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო მის პირველ ნაწილთან „El Mariachi - მუსიკოსი“, რომელიც გადაღებული იყო 1992 წელს.

???? რეჟისორ რობერტ როდრიგეზის თქმით, სალმა ჰაიეკისა და ანტონიო ბანდერასის სასიყვარულო სცენის გადაღებისას, მთელი გადამღები ჯგუფი ამ სცენის გადაღების სანახავად იყო მისული, მაგრამ როდრიგეზმა სცენარისტის გარდა ყველას მოსთხოვა ოთახი დაეტოვებინა.

???? ფილმის ძალიან დაბალი ბიუჯეტის გამო მხოლოდ 2 კასკადიორს უწევდა ტრიუკების შესრულება მთელი ფილმის გადაღებების დროს.

???? ფილმში ძალიან ბევრი კადრი ამოიჭრა იმის გამო, რომ იარაღიდან ნასროლი ყალბი სისხლი მსახიობებზე, იძლეოდა მეტისმეტად რეალისტურ ეფექტს, რის გამოც ცენზურისთვის რეჟისორს მოუწია საგრძნობლად შეემცირებინა სიკვდილიანობის სცენები, წინააღმდეგ შემთხვევაში კინოთეატრები წინააღმდეგები იყვნენ ფილმის ჩვენების.

???? ფილმის გადაღების დროს რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა და მსახიობმა დენი ტრეხომ აღმოაჩინეს, რომ ისინი თურმე ბიძაშვილიშვილები არიან. 2011 წლის ინტერვიუში დენი ტრეხო იხსენებდა თუ როგორ მოინახულა ის მისმა ოჯახმა გადაღებების დროს მექსიკაში.
დენი ტრეხო: „გადაღებებზე ვიყავი როდესაც ჩემი ოჯახი ჩამოვიდა სან ანტონიოდან ჩემს სანახავად. ასევე იყვნენ ჩემი ნათესავებიც და მოულოდნელად რობერტ როდრიგეზის დანახვისას ბიძაჩემმა წამოიძახა. – „ჰეი, ეს ხომ შენი ბიძაშვილია!“ მას შემდეგ მე და როდრიგეზს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ბიძაჩემი რომ არა ალბათ დღესაც არ მეცოდინებოდა, რომ საკუთარი ბიძაშვილიშვილი მიღებს თავის ფილმებში“.

???? რობერტ როდრიგეზმა საკუთარი თავი წარუდგინა მსოფლიოს მხატვრული ფილმის რეჟისორობით “El Mariachi - მუსიკოსი“, გადაღებული 1992 წელს, რომელიც არის “Desperado”-ს პრიკველი.
“El Mariachi”-ს გადაღების პერიოდში რობერტ როდრიგეზი იყო 23 წლის და ჰქონდა როგორც სცენარისტის, ისე პროდიუსერისა და რეჟისორის ფუნქცია.

???? კრიტიკოსების დიდი გამოხმაურებისა და წარმატების შედეგად ფილმმა “El Mariachi”-მ შეძლო 7 000$ ბიუჯეტით შეეგროვებინა 7 000 000$ ანუ ათასჯერ უფრო მეტი რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ “Desperado“ გადაეღო.

???? ძალიან მძიმე და მკაცრი ცენზურა იყო გატარებული ამ ფილმისთვის, რადგან ძალადობის სცენები მრავლად იყო ნაჩვენები და თან იმ კუთხით, რომ ფილმს ენიჭებოდა NC-17 რეიტინგი, რაც ხელს ძალიან შეუშლიდა მოგების მოტანაში შემოსავლების მხრივ. ამის გამო, რეჟისორს მოუწია უამრავი კადრის ამოჭრა.

???? მთავარი ბოროტმოქმედის „ბუჩო“-ს როლზე განიხილებოდა რაულ ხულია, (გენერალ ბაისონის როლის შემსრულებელი ფილმ “Street Fighter”-ში), მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარის თქმა მოუწია. იგი გარდაიცვალა ფილმის გამოსვლიდან 2 თვის შემდეგ.

???? ფილმში ყველაზე მეტი ანაზღაურება მიიღო ერთმა კასკადიორმა, რომელმაც შეასრულა არაერთი როლი და რომელსაც ანტონიო ბანდერასი კლავს არაერთხელ. ეს კასკადიორი ფილმში ჩნდება წვერით, უწვეროდ, ულვაშებით, ქერა თმებით, სათვალეებით, უსათვალოდ და ასე შემდეგ, რაზეც შემდეგ რეჟისორი ბანდერასს ეხუმრებოდა შემდეგნაირად: „ამ კაცს გაცილებით მეტი როლი აქვს შესრულებული ამ ერთ ფილმში ვიდრე შენ მთელს შენს კარიერაში“-ო.

???? ქალის მთავარ როლზე განიხილებოდა ჯენიფერ ლოპესი, მაგრამ უარი განაცხადა რადგან მას უფრო დრამატული როლების შესრულება სურდა. დესპერადოს ნაცვლად My Family-ში მიიღო მონაწილეობა. როდესაც Desperado გამოვიდა და დიდი წარმატება ჰპოვა, ლოპესმა შემდეგ ინანა როლი რომ დაიწუნა და მომდევნო მძაფრსიუჟეტიან პროექტებზე როგორებიც იყო Money Train და Out of Sight უარი აღარ განუცხადებია. თუმცა ვერცერთი ფილმი ჰიტად ვერ იქცა.

???? სალმა ჰაიეკს ინტერვიუებში არაერთხელ განუცხადებია, რომ ინტიმური სცენის გადაღებამ მას დიდი ტრავმა მიაყენა. თავდაპირველად სცენარში ასეთი სცენა არ იყო შეტანილი და ასეთი სცენის ჩართვა ფილმში როდრიგეზის იდეა იყო. როდესაც გადაღების დრო მოვიდა სალმა ჰაიეკი იმდენად ნერვიულობდა, რომ ანტონიო ბანდერასს და რობერტ როდრიგეზს ყოველ რამდენიმე წუთში მისი დამშვიდება უწევდათ ხან სასაცილო ისტორიების მოყოლით და ხან ანეგდოტების. მთელი ეს სცენა მოკლე კადრებით იქნა გადაღებული, რადგან სალმა ერთი წუთის განმავლობაში რამდენჯერმე წამოხტებოდა ხოლმე და მაშინვე პირსახოცს იფარებდა სიშიშვლე რომ დაემალა და ასე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. როდრიგეზი და ბანდერასი კი ყველაფერს აკეთებდნენ რათა სალმას თავი კომფორტულად ეგრძნო და საბოლოოდ დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა დაასრულა ამ სცენის გადაღება.

???? როდესაც ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა სალმა ჰაიეკმა თავისი მშობლები და ძმა თან წაიყვანა, მაგრამ მისი ინტიმური სცენის დროს აიძულა ისინი გარეთ გასულიყვნენ.

???? იმ შემთხვევაში თუ ანტონიო ბანდერასი როლზე უარს იტყოდა, ჯოლ ლეგუიზამო იყო მეორე კანდიდატი ამ როლისთვის.

???? სალმა ჰაიეკმა როგორც ინტერვიუში განაცხადა, “El Mariachi”-ს ფილმის ნახვის შემდეგ ის დარწმუნებული იყო, რომ ერთ დღესაც აუცილებლად იმუშავებდა რობერტ როდრიგეზთან ერთად რომელიმე ფილმზე. 2 წელიწადში ასეც მოხდა.

???? კარლოს გალარდო, რომელიც არის მთავარი როლის შემსრულებელი Desperado-ს პირველ ნაწილში “El Mariachi”, თამაშობს ეპიზოდურ როლს ანტონიო ბანდერასთან. ბანდერასი მას ფილმში „კამპა“-ს სახელით მოიხსენიებს და იგი ჩანს Desperado-ს ორ ეპიზოდში, სადაც ანტონიო ბანდერასი სიზმარს ხედავს და შემდეგ ფილმის ბოლოში როდესაც ის ბანდერასის დასახმარებლად ჩამოდის ბანდიტებთან გასამკლავებლად.

???? კინოსტუდიას თავდაპირველად ქალის მთავარი როლის შემსრულებლად კამერონ დიაზი სურდა. რობერტ როდრიგეზს კი ყოველთვის სალმა ჰაიეკი უნდოდა კაროლინას როლზე, რაზეც სტუდია კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. სტუდიის ბოსები ფიქრობდნენ, რომ მომგებიანი არ იქნებოდა არაცნობილი ლათინო ამერიკელი მსახიობის როლზე დამტკიცება, ხოლო კამერონ დიაზი კი კარგი არჩევანი იქნებოდა, რადგან მისი გვარი „დიაზ“-ი, ლათინოამერიკულად ჟღერდა და გამართლებულიც იქნებოდა უკვე ამომავალი ვარსკვლავის როლზე აყვანა და შემდეგ მექსიკელი ქალის როლის მორგება. საბოლოოდ როდრიგეზმა თავისი გაიტანა და როლზე ჰაიეკი დაამტკიცა.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????7 მილიონი - ????25.4 მილიონი

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0