x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
იტალიის ქალაქში სახლების ერთ ევროდ გაყიდვა დაიწყო

image




აბრუცოს რეგიონში, იტალიის კომუნის პრატოლა-პელინიაში, დაიწყეს სახლების გაყიდვა ერთ ევროდ, წერს "Idealista".





დასახლება მდებარეობს ადრიატიკის ზღვიდან და ძირითადი სათხილამურო კურორტებისგან 30 წუთის სავალზე.





ასეთ დაბალ ფასებში გაყიდვა ორგანიზებული იყო კომუნის ადმინისტრაციის მიერ მიტოვებული ტერიტორიების გასაცოცხლებლად. საერთო ჯამში, დაახლოებით 600 სახლია ცარიელი სოფელში. ამ შენობების ბევრმა მფლობელმა უარი თქვა საკუთრებაზე იმის გამო, რომ სახლები მიტოვებულ მდგომარეობაშია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს სახლები გაეყიდათ სიმბოლურად ერთ ევროდ.







პირველი ყიდვა-გაყიდვის გარიგებები ივლისში გაფორმდება. მყიდველებს მოეთხოვებათ აღადგინონ შენობა სამი წლის განმავლობაში და შემდეგ მათ შეუძლიათ გამოიყენონ იგი საცხოვრებელი ან კომერციული მიზნებისთვის.





0
33
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0