x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვარსკვლავური "ტიკები": სხეულის რომელი ნაწილებით არიან უკმაყოფილო ცნობილი ლამაზმანები
image


ისინი მუდამ იდეალურად გამოიყურებიან, თუმცა ნაკლოვანებებს საკუთარ გარეგნობაში მაინც პოულობენ. წარმატებული მომღერლები და მსახიობები, რომლებიც მილიონობით ადამიანში მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევენ, რიგითი მოკვდავების მსგავსად ზოგჯერ პლასტიკური ქირურგების დახმარებითაც სარგებლობენ და საკუთარ გარეგნობაში დროდადრო შესამჩნევი ცვლილებებიც შეაქვთ. გაგიკვირდებათ და ბიონსე, რიანა, ქლოი კარდაშიანი და სხვა ცნობილი ლამაზმანები ისევე უჩივიან - ცელულიტს, მოშვებულ მკერდსა თუ ბრტყელ დუნდულებს როგორც ჩვენ. დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ, სხეულის კიდევ რომელი ნაწილებით არიან უკმაყოფილო გლამურული ვარსკვლავები.




ვოგ უილიამსი


image


35 წლის მოდელმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თავისი ბრტყელი უკანალი დასანახავად ეზიზღება. ორი შვილის დედას სურს საჯდომის გადიდება, თუმცა აი, პატარა მკერდი მას სრულებით აკმაყოფილებს.





ფლერ ისტი


image


33 წლის მომღერალი ამბობს, რომ თავისი სხეულის სექსუალური ფორმებით კმაყოფილია, თუმცა პატარა მკერდით - არა, რომელიც მისი თქმით, წონაში კლებასთან ერთად ზომაშიც - იკლებს.






რიანა

image


33 წლის პოპ - ვარსკვლავი საკუთარი სხეულის დემონსტრირებას არ ერიდება. ის თავის შიშველ და ნახევრად შიშველ ფოტოებს "ინსტაგრამზე" საკმაოდ ხშირად აქვეყნებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბარბადოსელი ლამაზმანი მართლაც რომ უნაკლოდ გამოიყურება, პოპის დედოფალი აღიარებს, რომ მას თეძოების ზედა ნაწილი, სადაც ცელულიტი უჩნდება განსაკუთრებით არ მოსწონს.





ბიონსე

image


ცნობილი მომღერლის სექსუალური ფორმების, მთელი მსოფლიოს ქალებს შურს. ლამაზმანის თქმით, მას მოსწონს თავისი თეძოები და პატარა მუცელი, თუმცა არ გიჟდება ტერფებსა და დიდ ყურებზე. სწორედ ამ უკანასკნელის გამო, ატარებს არ ენ ბის ვარსკვლავი ხშირად დიდ საყურეებსაც.






კარა დელევინი


image


28 წლის წარმატებული ბრიტანელი სუპერმოდელი თავისი გარეგნობით მილიონებს შოულობს. მართალია, ლამაზმანს საკუთარი სახე მოსწონს, თუმცა სექსუალურ, ფორმებიან სხეულზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.





ქლოი კარდაშიანი



image


36 წლის ტელევარსკვლავი თავისი ლამაზი ფეხებით განსაკუთრებით ამაყობს და მათთვის ტონუსის შესანარჩუნებლად მუდმივად ვარჯიშობს. ქლოის თქმით, ერთადერთი, რითიც ის უკმაყოფილოა მისი - კანია, რომელიც ხალებითა და ჭორფლით სავსეა.






კრისი ტეიგენი


image


ამერიკელი მოდელის თქმით, მართალია მას თავისი "მოპსის სახე" მოსწონს, თუმცა გაღიმებისას მას ის ცოტა უცნაურად ეჩვენება. კრისი არც თავისი მუცლის ფორმით არის აღფრთოვანებული, რომელიც რამდენიმე ორსულობის შემდეგ წინ არის გამოზნექილი.





ჯენიფერ ლოურენსი


image


30 წლის ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი ყოველგვარი მორიდების გარეშე აღიარებს, რომ იღლიების ქვეშ "ვაგინა" დასანახავად სძულს. ჯენიფერი ამჯერად, მკლავების ქვეშ არსებულ ცხიმოვან ნაკეცებს გულისხმობს, თუმცა ლამაზმანს თავისი 44 ზომის სხეული განსაკუთრებით მოსწონს და არც წონაში აპირებს დაკლებას.






ფერნი მაკკანი


image


30 წლის ცნობილი მოდელი და ტელევარსკვლავი ამბობს, რომ მას თავისი ცხვირი და მკერდი არ მოსწონს. სწორედ ამიტომ საკუთარი ფორმების გასაუმჯობესებლად გოგონა უახლოეს მომავალში პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას გეგმავს.







ემილი ატაკი


image


31 წლის მსახიობმა ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადრე მას საკუთარი დიდი მკერდი არ მოსწონდა, ახლა კი, როგორც იქნა თავისი ფუმფულა ფორმები მიიღო, რითიც ამაყობს კიდეც. ქერა ლამაზმანს თქვენ წარმოიდგინეთ და, დიდად არც თავისი სავსე ტუჩები ხიბლავს.







0
1098
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1098