x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მოიმატებს დიდი ფულის შოვნისა და სიყვარულის სურვილი, წყვილებში გაძლიერდება ეჭვიანობა, ლტოლვა..." - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა 24 ივნისის სავსემთვარეობაზე
image


24 ივნისს, 22:40-ზე თხის რქის ნიშანში ველოდებით სავსემთვარეობას. სავსემთვარეობა არის შედეგი, რასთან მიხვედით, მოგწონთ თუ არა, რასაც მიაღწიეთ. ანუ უნდა განიხილოთ შედეგი, რომ ჩამოყალიბდეთ მომდევნო მიზნებზე, გინდათ ისევ (საქმე, ურთიერთობა, სიტუაცია) თუ უნდა მიატოვოთ. უნდა შეგახსენოთ, რომ 2021 წლის 13 იანვარს ახალმთავრეობა იყო ამ ნიშნებში - კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე, ახლა სავსემთვარეობაა და შეიძლება იმ პროცესების შედეგი მიიღოთ, რაც იანვარში დაიწყეთ. ეცადეთ, ბალანსი და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


ზაფხულის დაბნელებების დერეფანი უკვე გამოვიარეთ, მერკური (გონების მმართველი პლანეტა) სწორი სვლისთვის ემზადება. სავსემთვარეობა თხის რქის ნიშანში იქნება და მოგვეთხოვება თხის რქის ფუნქციების შესრულება: სიმკაცრე, სერიოზულობა, მეტი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა. სავსემთვარეობას გააზრებულად უნდა მივუდგეთ, დეტალები დაკვირვებით უნდა განვიხილოთ. გვაკმაყოფილებს ის შედეგები, რაც მივიღეთ? რისი გამოსწორება შეგიძლიათ? ნუ გგონიათ, რომ საკუთარ საქმეებს სხვები მოგიგვარებენ, სხვას გადააბარებთ პასუხისმგებლობას. არა, ახლა მთავარი გმირი თქვენ ხართ და მოვლენებზე პასუხს თავად აგებთ.


image



ამასთან, სავსემთვარეობა ხდება თხის რქისა და კირჩხიბის ღერძზე. მთვარე და მზე ერთმანეთს უპირისპირდებიან: მთვარე არის თხის რქის ნიშანში, ხოლო მზე კირჩხიბში. გამორიცხული არაა, რომ წამოიჭრას ურთიერთობების, ოჯახის, ნათესავების, საგვარეულო საკითხები. კარიერაში დაასრულეთ, მოიცილეთ ყველაფერი, რაც გიშლით ხელს განვითარებაში. ნუ გაეკიდებით იმას, რაც თქვენგან მიდის. შეიძლება ამოტივტივდეს ძველი შეცდომები, თუ შეგიძლიათ, გამოასწორეთ. თუ არა, გაითვალისწინეთ, რომ მომავალში აღარ დაუშვათ და გააგრძელეთ ცხოვრება. აგრეთვე, აუცილებლად აპატიეთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად უშეცდომო არავინაა, შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ეცადეთ, მომავალში შეცდომები აღარ დაუშვათ.


სავსემთვარეობა თხის რქაში ბევრ ადამიანს დაეხმარება გაერკვეს საკუთარ მიზნებში, დაადგეს განვითარების სწორ გზას. მთავარია, დაარეგულიროთ პირადი და სოციალური ინტერესები. ანუ კარიერის გამო ოჯახში არ შეიქმნათ უსიამოვნებები და პირიქით.


image


სავსემთვარეობის დროს შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწეროთ ყველა ის წყენა, ტკივილი, რისგანაც გათავისუფლება გსურთ, დაწვათ და ფერფლი წყალს გაატანოთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს (ვისგანაც გათავისუფლება გსურთ), აპატიეთ მას ყველა უსიამოვნება და უთხარით, რომ ათავისუფლებთ, უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან.


სავსემთვარეობაზე სამი პლანეტა გვეყოლება სტაციონარული (გაჩერებული): მერკური (კომუნიკაცია, გონება), რომელიც სწორი სვლისთვის ემზადება და ნეპტუნი და იუპიტერი (ორივე თევზებშია), რომლებიც რეტროგრადული სვლისთვის ემზადებიან. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. იზრუნეთ ცნობიერების, საზღვარების გაფართოებაზე. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, რომ მიუბრუნდეთ შემოქმედებით იდეებს, სულიერების გზით წახვიდეთ ან კარმული თემებით დაინტერესდეთ.


image


მზის, იუპიტერისა და მთვარის კარგი ასპექტებიც გვაქვს: შეიძლება სურვილების, მიზნების განხორციელების შესაძლებლობა დაინახოთ. ვიღაცამ თქვენ მიმართ გულუხვობა გამოავლინოს. იურთიერთეთ იმ ადამიანებთან, ვინც რაღაც კარგს გასწავლით, კარგ რჩევას გაძლევთ, თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთს შეიძლება გაუძლიერდეს ინტუიცია. ვენერა-პლუტონის ასპექტის გავლენით ადამიანებში მომატებული იქნება დიდი ფულის გამომუშავების (ხანდახან არაპატიოსანი გზითაც) სურვილი; მოიმატებს სიყვარულისა და სექსის სურვილი. წყვილებში მოიმატებს ეჭვიანობა, ლტოლვა.


ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად? ისინი, ვისი დაბადების დღეც უწევს 22-26 დეკემბრის პერიოდში. თუ ნატალურ რუკაში, თხის რქის, კირჩხიბის, სასწორისა და ვერძის ნიშანებში პირველ-მეექვსე გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. ან თუ ამ ნიშნების პირველ დეკადაში ხართ დაბადებულები. აგრეთვე, ცვლილებები გელით იმ სფეროებში, რომლებშიც კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნები ხვდებიან.


ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:




კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ


6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს

0
762
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0