x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
საინტერესო ფაქტები ნიუ იორკსა და მის მაცხოვრებლებზე

ნიუ იორკში ცხოვრებაზე რატომღაც ყველა ოცნებობს, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ქალაქის შესახებ:

1. ყოველი 38-ე ამერიკელი ნიუ იორკში ცხოვრობს.

image

2. ნიუ იორკის მეტროში 12 000 ზე მეტი სიცოცხლის ფორმა ცხოვრობს, ბაქტერიებისა და მწერების ჩათვლით.

image

3. საგანგებო სიტუაციების გარდა ნიუ იორკში მძღოლებს ეკრძალებათ დასიგნალება, თუმცა, ამ აკრძალვას სერიოზულად არავინ აღიქვამს.

4. 1789 წელს ქალაქი დასახელდა შეერთებული შტატების პირველ დედაქალაქად. ეს მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა.

5. 2018 წელს ნიუ იორკში მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა პარკი გაიხსნა.

image

6. 1626 წელს ადგილობრივი მოსახლეობისგან მანჰეტენი შეისყიდეს, დრევანდელი ვალუტით სულ რაღაც 1000 დოლარად.

7. ნიუ იორკელები წელიწადში 10 ჯერ უფრო მეტ ადამიანს კბენენ, ვიდრე ზვიგენები ერთ წელიწადში.

8. ნიუ იორკში თვითმკვლელობის სტატისტიკა უფრო მეტია, ვიდრე მკვლელობის.

9. ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰოთ-დოგების ჯიხურები წელიწადში დაახლოებით 300 000 დოლარი ღირს.

image

10. ინდიელთა ენაზე მანჰეტენი ნიშნავს " მრავალი ბორცვის კუნძულს" (წლების განმავლობაში მთები მიწასთან გაასწორეს ურბანული განვითარების განვითარების მიზნით).

11. ნიუ იორკში ვარშავას შემდეგ ყველაზე მეტი პოლონელი ცხოვრობს.

12. ნიუ იორკის მოსახლეობის ნახევარი სახლში ინგლისურად არ საუბრობს.

13. ქალაქში არ არის Walmart ის მაღაზიათა ქსელი.

14. ნიუ იორკში იმაზე მეტი ჩინელები და ებრაელები ცხოვრობენ, ვიდრე სხვა არააზიურ ქალაქებსა თუ ისრაელის გარეთ.

15. ნიუ იორკში ყოველი 21-ე ადამიანი მილიონერია.

16. ქალაქში 15-ჯერ მეტი თოვლი მოდის ვიდრე სამხრეთ პოლუსში (ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ანტარქტიდა უდაბნოა და მცირე ნალექებია)

17. აინშტაინის თვალები ნიუ იორკში ინახება ერთ-ერთ სეიფში.

18. ნიუ იორკში დაახლოებით 800 ენაზე საუბრობენ.






0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0