x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
ცისტიტი
image
ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. განასხვავებენ:

  • პირველადი ცისტიტი - წარმოიქმნება როგორც დამოუკიდებელი დაავადება;
  • მეორადი ცისტიტი - შარდის ბუშტის უკვე არსებული პათოლოგიის შედეგია.
გამომწვევის ტიპის მიხედვით არჩევენ:

  • ინფექციური ცისტიტი - პათოგენური ბაქტერიების შეღწევის შედეგად;
  • არაინფექციური ცისტიტი - ტოქსიკური, ქიმიური, ალერგიული ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედებისას.
ცისტიტის განვითარების მიზეზებია:

  • ბაქტერიების მოხვედრა შარდის გამომტანი მილით (ურეთრა) შარდის ბუშტში;
  • ქრონიკული ინფექციის კერები სხეულში;
  • გადატანილი გინეკოლოგიური, ვენერიული დაავადებები;
  • მენჯის ორგანოების ჰიპოთერმია;
  • ტრავმული ფაქტორები;
  • ჰორმონალური დარღვევები ორგანიზმში;
  • საშარდე გზების ანატომიური სტრუქტურის თავისებურებები.
ცისტიტის მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება შემდეგი კლინიკური გამოვლინებები:

  • შარდვის ხშირი სურვილი;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
  • შარდის მინარევების არსებობა და ფერის შეცვლა;
  • ტემპერატურის უმნიშვნელო მატება მწვავე მიმდინარეობისას.

ქრონიკული ფორმის დროს ცისტიტის ერთადერთი სიმპტომი შეიძლება იყოს შარდვის ხშირი სურვილი.

ცისტიტის შესაძლო გართულებებია:

  • თირკმელებში პათოგენური ფლორის შეყვანა პიელონეფრიტის განვითარებით;
  • დაზიანება არამარტო შარდის ბუშტის ლორწოვანი შრის, არამედ კანქვეშა კუნთოვანი შრის, რასაც მოჰყვება ნაწიბურები.
დიაგნოზის დადგენის მიზნით აუცილებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:

  • შარდის საერთო ანალიზი ანთების ნიშნების დასადგენად;
  • შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ციტოსკოპია მწვავე ნიშნების გაქრობის შემდეგ;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური კულტურა პათოგენური ფლორის დასადგენად;
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის აღება;
  • ქალებისათვის - გინეკოლოგიური გამოკვლევა თანმხლები დაავადებების გამოვლენის მიზნით.
მწვავე ცისტიტის მქონე პაციენტებს ექიმები ურჩევენ წოლით რეჟიმს. მნიშვნელოვანი მომენტია დიეტის დანიშვნა, ბევრი სითხის მიღება და მარილის, ცხარე საკვების შეზღუდვა. სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ანტიბაქტერიული პრეპარატები;
  • ანტისპაზმური საშუალებები მწვავე ტკივილის არსებობისას;
  • შარდმდენი ეფექტის მქონე ბალახით დამზადებული ჩაი.
ცისტიტის პროფილაქტიკის მიზნით:

  • დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა სითხე დღეში;
  • ნუ შეიკავებთ შარდვას, რეგულარულად დააცალეთ შარდის ბუშტი;
  • აუცილებელია ჰიგიენის დაცვა - დაბანვა დღეში ერთხელ მაინც, ხოლო დაბანის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს წინადან უკან - რათა თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიების მოხვედრა საშოში. ანალოგიურად გამოიყენეთ ტუალეტის ქაღალდიც;
  • შეარჩიეთ დაცული სქესობრივი კონტაქტი;
  • სქესობრივი აქტის შემდეგ - მოშარდვა. ეს მოქმედება გაანადგურებს თქვენს ურეთრაში ჩარჩენილ ბაქტერიებს;
  • უნდა ატაროთ ბუნებრივი ქსოვილებისაგან დამზადებული თეთრეული;
  • მოერიდეთ ჰიპოთერმიას: არ იჯდეთ ცივ ზედაპირებზე, წყლის დატოვებისთანავე სველი საცურაო კოსტუმები ჩაანაცვლეთ მშრალით.



0
83
შეფასება არ არის
ავტორი:Galya Sarkisian
Galya Sarkisian
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0