x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
შვილის სინანული, რომელმაც მოხუცი დედა თავისთან საცხოვრებლად წაიყვანა
ყოველთვის კარგი გვსურს, მაგრამ საქმეში ასე არ გამოდის. სამწუხაროდ, ხშირად გვიჭირს იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება ესა თუ ის მოვლენა. მით უმეტეს, როცა სამართლიანად მოქცევას ცდილობ და სხვა არაფერს ყურადღებას არ აქცევ. ჩემო მოხუცო დედავ, რომელი ჩვენგანი შეიცვალა – შენ თუ მე?

ალბათ, ეს ყველაზე სასიხარულო ისტორია არაა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ. დარწმუნებული ვართ, თითოეული ჩვენგანი ცდილობს კარგად მოიქცეს, მაგრამ ზოგჯერ არჩევანი არ გვაქვს. ეს ცხოვრება მოდის ყოველთვის კომპრომისებზე. ყოველთვის სინდისსა და ობიექტურ რეალობას შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს.

ხანდაზმული დედა

image


„დედასთან ჩვენი ურთიერთობა განსხვავებული იყო. მშობლებმა 40 წლის ასაკში, გვიან გამაჩინეს. ალბათ, ამ ასაკობრივმა სხვაობამ თავისი კვალი დატოვა. როგორც კი წასვლის შესაძლებლობა მომეცა, წავედი. თანატოლებთან ურთიერთობა უფრო მომწონდა, თან არ მსურდა მოხუც მშობლებს ტვირთად დავწოლოდი.

ვერ ვიტყვი, რომ დედასთან პრობლემები მქონდა. პირიქით, ჩემ მიმართ ძალიან კეთილი იყო, მაგრამ გავლენის მოხდენა შეეძლო და მისი ზეწოლა არ მომწონდა. განშორებამ უფრო დაგვაშორა. ასე, ხანდახან ერთმანეთს ვურეკავთ. ბოლოს და ბოლოს, გარდაუვალი მოხდა – მამა გარდაიცვალა, დედა მარტო დარჩა.

მასთან ერთი თვე დავრჩი, რომ მარტო არ დამეტოვებინა. კარგია, რომ ცოტა ხნით დისტანციურად მუშაობა შემიძლია. უცნაური იყო მოხუცი დედის ხილვა, რომელიც ცარიელ სახლში ხეტიალობდა. მამის დაკარგვას მძიმედ განიცდიდა, თითქმის 60 წელი ერთად იყვნენ.

მეუღლეს მოველაპარაკე და დედის ჩვენთან წაყვანა გადავწყვიტეთ. ქალაქგარეთ, სახლში მისი მარტო დატოვება არასწორად მიგვაჩნდა. დედას დაველაპარაკე, დავამშვიდე. თავიდან გადასვლა არ სურდა, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტა. ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ სურდა ჩვენთვის ესიამოვნებინა, რომ არ გვენერვიულა.

სახლი ძალიან სწრაფად გაიყიდა, მთელი თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე ჩავრიცხე, დედის მცირე პენსიაც დავამატე, ვიფიქრე, რომ დედის უზრუნველყოფას თავად შევძლებდი. უფროსი ქალიშვილი, მარიამი ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში გავაგზავნეთ, მით უმეტეს, ეს დიდი ხანია სურდა. დედას მისი ოთახი დავუთმეთ.

image

თითქოსდა, რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას? დედაზე მის ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია. ძველ სახლზე დარდი არ წყდებოდა და კაპრიზული გახდა. ვხვდები, რომ კარგის გაკეთება სურდა, მაგრამ დროულად ვერ გააცნობიერა, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა დანაკლისის სიმწარე. ვერც მე გავაცნობიერე.

მალე დედას მოჩვენებები დაეწყო, რომ სახლიდან გავიტაცე და ახლა იძულებით ვაკავებ. წუწუნებდა, რომ მისი ნივთები იკარგებოდა, ყველაფერში ჩემს ცოლს, შვილებს და მე მადანაშაულებდა. განაცხადა, რომ სახლი წავართვი და ახლა იძულებულია ამ ოთახში, ციხეში გამოკეტილივით იცხოვროს. თავიდან ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, მაგრამ მოგვიანებით ნამდვილი სკანდალები დაიწყო.

როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, შეუქცევადი პროცესის წინაშე ვდგავართ და დედა ასე მოქცევას გააგრძელებს. ეს მაინც მოხდებოდა, სახლი რომც არ გამეყიდა და არ წამომეყვანა. პირიქით, შემაქეს, რომ ასეთი მზრუნველები ვართ. ბევრი ხომ მეურვეობაზე უარს ამბობს. თვალი გვეცა. სიტუაცია ყოველდღე უარესდებოდა.

რა თქმა უნდა, დედა არ შემიზღუდავს და არც ჩამიკეტავს. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა სამსახურში ვიყავით, ბინიდან ეზოში გავიდა და დახმარება ითხოვა. ვინ იყო დამნაშავე, ვისგანაც მას დაცვა სჭირდებოდა? მე, მისი მშობლიური შვილი. დამადანაშაულა, რომ ცუდად ვეპყრობი, პენსიას ვართმევ და ყველაფერი წავართვი.

image

ფასიანი სანატორიუმი

მეურვეობის და მზრუნველობის ორგანომ არ დააყოვნა. მათთან მომიწია საქმის გარკვევა, ასევე იმის ჩვენება, თუ როგორ პირობებში ცხოვრობს დედა, დოკუმენტების ჩვენება, რომ მისი ფული და პენსია ადგილზეა, თავად კი ჩვენ ვუზრუნველყოფთ. მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ ფასიან სანატორიუმში მოხუცებისთვის ადგილი არის. მიეცით დედას შანსი და თავადაც ნორმალურად იცხოვრეთ.

ჩემდა სამარცხვინოდ, დავთანხმდი და რამდენიმე დღის შემდეგ დედაჩემი მოხუცთა თავშესაფარში გავაგზავნეთ. ის სევდით მიყურებდა და მის თვალებში ღალატს ვკითხულობდი. საშინელი გულისტკივილი ვიგრძენი და თანამშრომლებს ვუთხარი, რომ გადავიფიქრე. ქალმა, რომელიც მათთან ერთად იყო, მითხრა, რომ დილით დამერეკა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა.

დილით კვლავ მოვიდნენ დედის წასაყვანად – ღამით, როცა ყველას გვეძინა, პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა და შეატყობინა, რომ კლავდნენ. ეს ძალიან უცნაური გრძნობაა, როცა შუაღამით ბინაში შეიარაღებული პირები იჭრებიან და შემდეგ ყალბი ზარის შესახებ ახსნა გიწევს.

მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. დედა სანატორიუმში ცხოვრობს და ჩემ დახმარებაზე უარი თქვა. მის მოვლაზე მთელი პენსია იხარჯება. არ ვეუბნები, რომ ეს ჩადებულ თანხის 2/3 ნაწილია და დანარჩენს თავად ვამატებ. როგორც ჩანს, ვიღაცას დაუმეგობრდა. ჩემი დანახვა არ სურს და ძველებურად თვლის, რომ ყველაფერი მოვპარე და ამ ციხეში დავტოვე“.


ასევე დაგაინტერესებთ:

მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

image

მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

image

სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

image

10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

image


უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება

image


0
209
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
209