x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
სიტყვებით თამაში

image

აქტივობა "სიტყვებით თამაში" გამოიყენება წინა საანბანო და საანბანო პერიოდშიც. შესაბამისად წინა საანბანო პერიოდში ხელს უწყობს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ხოლო საანბანო პერიოდში შეიძლება უკვე კონცენტრირება გაკეთდეს იმ ასო-ბგერაზე რომელი ასო-ბგერის შესწავლაც ხდება. ამ აქტივობას მაინც თამაშის ფორმა აქვს, ძირითადად თამაშობენ მოსწავლეები, თუმცაღა ამ თამაშ-თამაშით გარკვეული უნარ-ჩვევების დაუფლებაზეც ზრუნავს მასწავლებელი და მოსწავლეები ამ დროს ეუფლებიან მობილიზების უნარ-ჩვევებს, ანუ კონცენტრაცია რომ როდის გადაუგდებენ მათ ამ სათამაშოს. მათ არ იციან ეს წინასწარ ამიტომ არიან მაქსიმალურად კონცენტრირებული და მობილიზებული თამაშში ჩართულობისთვის.

ასევე ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და ამ თამაშ-თამაშით ისინი უკეთესად სწავლობენ და უფრო კარგად ეცნობიან სიტყვების ჩამონათვალს და იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

ამ აქტივობის დროს თუ მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ მოსწავლე ვერ ახერხებს ამ სიტყვის თქმას, ან ვერ გაიხსენა სწრაფად, შესაძლებელია კითხვების დახმარებითაც შეეშველოს, თუმცაღა არის შემთხვევები, რომ მოსწავლე მაინც ცოტა მოგვიანებით მოიფიქრებს სიტყვას და ამბობს დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა სასურველია, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად თვითონ თქვას.




0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ერმინე მოვსესიანი
ერმინე მოვსესიანი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0