x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ვინ იყო ის ერთადერთი ექიმი არქიეპისკოპოსი, ვინც გაბედა და სტალინსა და ბერიას სიტყვა შეუბრუნა
image
დიდი ქირურგი და წმინდანი, წიგნების - "Очерки гнойной хирургии", "Наука и религия" ავტორი. სამეცნიერო, მით უფრო სამედიცინო წიგნის გამოცემა სტალინის ეპოქაში არქიეპისკოპოსის წოდების მითითებით იყო ზღაპრული მოვლენა და თუ თვითონ ბელადი არ "გადაეფარებოდა" ადამიანს, დახვრეტის წინაპირობაც!!!
წმინდანი, სიმფეროპოლისა და ყირიმის არქიეპისკოპოსი ლუკა (ერობაში ვ. ფ. ვოინო-იასენეცკი) ჩირქოვანი ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1923 წელს ქირურგი ვალენტინი ლუკას სახელით ბერად აღიკვეცა და აქედან დაიწყო მისი მოწამებრივი ცხოვრებაც.
მრავალრიცხოვანმა დაპატიმრებამ, წამებამ და გადასახლებებმა ვერ შეასუსტა მისი რწმენა და ბოლომდე ზიდა ქირურგისა და ტანჯული ადამიანის უღელი. მას ოპერაციები გაკეთებული აქვს მაშინდელი ბევრი დიდი ჩინოვნიკისათვის, (სტალინის, ვოროშილოვის, ბერიას, მალენკოვის, ჟუკოვის ოჯახის წევრების, მათი გარემოცვისათვის), რომლებმაც მადლობის ნაცვლად მარადიული გვემითა და წამებით "დააჯილდოვეს", ვერ აპატიეს რა საბჭოთა ათეისტი ექიმისათვის შეუფერებელი ეკლესიური განწყობა.
image


იუსტინე ჯანელიძეს იგი ქირურგისა და მასწავლებლის ნიმუშად მიაჩნდა, ხოლო მისი წიგნი სამაგიდოდ ახალგაზრდა ქირურგებისათვის.
მასზე და მის მიერ გადატანილ ტანჯვაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. სიცოცხლეში მაქვს ჯოჯოხეთი ნანახიო – ამბობდა თურმე. ის იყო ერთადერთი ექიმი, ვინც გაბედა და სტალინსა და ბერიას სიტყვა შეუბრუნა. ზოგი განსხვავებულად აღწერს ამბავს, მაგრამ თუ ნრავალ წყარეოში მოიძიებთ, სინამდვილე დაახლოებით ასე გამოიყურება:

ქირურგი დაიბარეს ბელადის ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც მან კონსულტაცია ჩაუტარა ცკ-ს ერთ-ერთ "ღმერთს". ბერიამ სტალინის თანდასწრებით მოსთხოვა მას ჩამოშორება რელიგიური მოღვაწეობისაგან და ქირურგიის წიგნის ტიტულზე წოდების "არქიეპისკოპოსის" მოცილება, რაც არცხვენდა საბჭოთა ქირურგისა და სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორის სახელს.
სტალინმა ჰკითხა თურმე: "პროფესორო, მითხარით, ოპერაციისას პაციენტი მოგკვდომიათ?" როცა დადებითი პასუხი მიიღო, ისევ გააგრძელა: "ამბობენ, რომ სული არსებობს, თუ დაგინახავთ ამ დროს როგორ დატოვა მან სხეული ან როგორი იყო, გინახავთ ახლოს იგი?"
ქირურგი ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ ორივეს მისამართით თქვა: "ამბობენ, რომ ადამიანობა, სამართალი, კაცთმოყვარეობა და დანდობაც არსებობს, მაგრამ გარშემო ვერც ერთს ვერ ვხედავ."
სტალინმა ჩაიღიმა თურმე და ამ ღიმილს ცხადია მოჰყვა კვლავ მრავალწლიანი შორეული გადასახლება გაუსაძლის პირობებში, სადაც იგი, ჯანშერყეული მაინც ახერხებდა ქირურგიულ მოღვაწეობას. ცემეს, გვემეს, სული გაუმწარეს, მძიმედ დააავადეს, მაგრამ საბოლოოდ ვერ გატეხეს.
სამამულო ომის პერიოდში ისევ დაისაჭიროვეს, ჰოსპიტლის დირექტორად დანიშნეს, სადაც ათასობით ოპერაცია ჩაატარა. პარალელურად ეპისკოპოსის მოღვაწეობას ეწეოდა. ბედის ირონიით მას "ჩირქოვანი ქირურგიის ნარკვევებისათვის" სტალინური (მისივე სულთამხუთავის სახელობის!) პრემია მიანიჭეს! მან კი პრემიის თანხა მთლიანად უპატრონო ბავშვთა სახლებს გადასცა. ასეა, ემარჯვებოდა "ულვაშა ბელადს "ურთიერთგამომრიცხავი ფსიქოლოგიური წიაღსვლები". 1955 წელს ქირურგი და წმინდანი დაბრმავდა, მაგრამ წინასწარმეტყველის უნარი უფრო გაძლიერდა მასში. იგი ახდენდა სასწაულებრივ კურნებებს.
image

PS. საბერძნეთში, ქალაქ კატერინში წმინდა ეფრემის სახელობის მონასტერში არის წმინდა მკურნალისა და არქიეპისკოპოსის ლუკას ხატი, რომელიც რამდენჯერმე ატირდა. ხატს მნახველებმა სხვადასხვა დროს ფოტოები გადაუღეს და მონასტერში დაასვენეს. წმინდანის გამომეტყველება ყოველი ცრემლდენის შემდეგ იცვლება თურმე... ალბათ "ბუნებრივია" ეს ცრემლი, აკი თვითონაც მუდამ იმეორებდა: "მე შევიყვარე ტანჯვა"...
4
575
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
575
  
2021, 23 ივნისი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ივნისი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ივნისი, 1:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ივნისი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4