x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ანჯელინა ჯოლის დაბერებული ძმის ახალმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა

image


ალბათ, გახსოვთ ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მსოფლიოს ულამაზესი მსახიობის ანჯელინა ჯოლის ძმა, ჯეიმს ჰეივენი. ერთ დროს, ენჯი წითელ ხალიჩაზე მის გარემოცვაში საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა, რაც დედმამიშვილების ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სათუთი გრძნობები სელებრითის თაყვანისმცემლებს სერიოზული ეჭვების საფუძველს უქმნიდა.


image


ფოტოგრაფებით გარშემორტყმული ანჯელინა მომენტს ხელიდან არ უშვებდა კამერაში საჯაროდ, საყვარელი ძმისთვის არ ეამბორა, რაც მათი მხრიდან მსგავსი საქციელი დივას თაყვანისმცემლების აზრით, "და - ძმურ" ურთიერთობას ყველანაიარად სცდებოდა.


image


დღეს, 48 წლის ჯეიმსი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, თუმცა პაპარაცებმა მისი კამერაზე აღბეჭდვა მაინც მოახერხეს. "ეჰჰ, დაბერდა ძმა", "საინტერესოა, რატომ აღარ ჩნდება ანჯელინა მასთან ერთად ღონისძიებებზე?"


image


"არც ისეთი სიმპათიურია", "ერთმანეთს წყლის 2 წვეთივით ჰგვანან", "უცნაური ურთიერთობა აქვთ", - არ წყდებოდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან ურთიერთსაპირისო შინაარსის მქონე კომენტარები.


image


შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯეიმს ჰეივენი მაყურებლისთვის ცნობილი ისეთი ფილმებით გახდა როგორებიცაა, "ჯია", "ცდუნება" და "მონსტრების მეჯლისი".

image


ცნობილი დის მსგავსად, მამასთან რამდენიმე წლის განმავლობაში არც ის ურთიერთობდა, მეტიც, მან ვოიტის გვარზე უარიც კი თქვა. 2007 წლის 27 იანვარს დედის საკვერცხის კიბოთი გადაცვალებამ ჯეიმსი საბოლოოდ, მამასთან შეარიგა. 2009 წელს მსახიობი მორწმუნე გახდა და ერთ - ერთ ქრისტიანულ ეკლესიაში სიარულიც დაიწყო.


image



















0
868
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
868