x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
ნანუკა ჟორჟოლიანი -გადაეცით ქეთი დოლიძეს,როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ
imageტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ჟურნალ თბილისელებთან მიცემული ინტერვიუს ფრაგმეტს აზიარებს მოკლე მინაწერით" გადაეცით", ადრესატი კი ქეთი დოლიძეა.


ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ კითხვაზე თუ რა გეგმები აქვს დასახული მას შემდეგ, რაც 60 წელი შეუსრულდება ასე პასუხობს:

„არ ვიცი, ჩემი სიბერე როდის მოვა, ან რამდენად მნიშვნელოვანია ის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ალბათ, 55-60 წლიდან აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად წყალტუბოში. ეს იქნება ჩემი სიბერის საქმე. იქ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გავაკეთებ ცენტრს, რომელშიც იმკურნალებენ და მეც მათთან ერთად ვიქნები.


რა როლი ექნება თვითონ ნანუკას?

ნანუკა მთავარი დიასახლისი იქნება. ჩემი კოტეჯიც მათ გვერდზე მექნება და ამ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრებ. ეს იქნება ჩემი ცხოვრება სამოცი წლიდან. ასე რომ, ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ (იცინის)“


imageშეგახსენებთ, რომ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ორიოდე კვირის წინ "იმედის" ეთერში განცხადება გააკეთა თბილისში ჩამოსულებზე:


"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მაქვს მათ მიმართ პრეტენზია. ჩემი ყველა ნათესავიდან გურიაში, არავინ ჩამოსულა თბილისში, არავინ. მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ მანქანაში… ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი, შეუძლებელია ყველა თბილისში იყოს…

მირჩევნია ადამიანი, რომელსაც უჭირს თავის კარ-მიდამოში გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, რომ ვიღაც წაიყვანს ან სანტექნიკის გასაკეთებლად, ან რაც არ არის მისი საქმე"-განაცხადა ქეთი დოლიძემ

0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0