x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
""ეიიი, თქვენ, სად ყრიხართ, რომელ ჩირგვში და ბუჩქში ?! იცით რა მოხდა ?!" - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ზაზა გახელაძის დედის თვითმკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებას ისევე როგორც ოპოზიციას დაუყონებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს: "ეიიი, თქვენ პოლიტიკოსებო, ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, სექტანტებო და მომხრეებო - იცით რა მოხდა?! ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა ‼️‼️‼️‼️‼️ სად ყრიხართ, რომელ ჩირგვში და ბუჩქში?! გაეცით პასუხი დედას !!!!!!" - წერს ელისო კილაძე. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის დედა ამბობს, შვილის გათავისუფლებას ყველა ჰპირდება, შედეგი კი არ ჩანს. ირმა ბუნტურის თქმით, ის ფსიქოლოგიურად დაიღალა და თვითმკვლელობაც სწორედ ამიტომ სცადა. ზაზა გახელაძის დედა უკანონო პატიმრობაში მყოფი შვილის გასათავისუფლებლად კვლავ დახმარებას ითხოვს. 11 ივლისს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.






0
632
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
632