x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფრანგებმა ქალის დასაცავად პეტიცია შეადგინეს,რომელმაც მოძალადე მამინაცვალი მოკლა
image

გოგონა 20 წლის განმავლობაში იტანდა მამინაცვლისგან დამცირებას.


ნახევარ მილიონზე მეტმა ფრანგმა ხელი მოაწერა პეტიციას 40 წლის ვალერი ბაკოს(Valérie Bako) გამართლების მოთხოვნით, რომელმაც მოკლა მამინაცვალი-სუტინიორი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სცემდა და ძალადობდა ქალზე.

image


გოგონა მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც იგი გააუპატიურა დენიელ პოლეტმა, (Daniel Polet) დედის ახალმა საყვარელმა.

მამაკაცი პოლიციაში დაასმინა ვალერის დამ (განაწყენებული იმით, რომ მამინაცვალი მხოლოდ ვალერის ანებივრებდა საჩუქრებით).

დანიელ პოლეტი ციხეში გაუშვეს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო, მაგრამ სამ წელიწადზე ნაკლებ დროში იგი ციხიდან გამოვიდა და ყველაფერი ძველებურად გააგრძელა. შედეგად, 17 წლის ასაკში, ბაკო დაფეხმძიმდა, დედამ კი იგი, თავის მოღალატე საყვარელთან ერთად სახლიდან გააგდო.


ვალერიმ თავის ყოფილ მამინაცვალთან ერთად დაიწყო ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, მათ ერთმანეთის მიყოლებით ოთხი შვილი შეეძინათ. მან მუშაობაც კი სცადა - სოფლის ადმინისტრაციის უფროსმა, სადაც წყვილი დასახლდა, ​​იგი შტატგარეშე დამლაგებლად მოაწყო მერიაში. ქალმა ზუსტად ერთი კვირა იმუშავა, შემდეგ კი მისმა საყვარელმა-დანიელ პოლეტმა განუცხადა, რომ "მომუშავე ქალი მეძავზე უარესია". ამით დასრულდა ვალერისთვის ალალი შრომა.

image

მაგრამ სამუშაო, რომელიც მისმა თანამეცხედრემ აირჩია მისთვის, გრძელდებოდა - ვალერი სექსუალურ მომსახურებას უწევდა კლიენტებს, რომლებსაც პოლეტი გზატკეცილზე ეძებდა. ქალი მუშაობდა, იგი კი ინსტრუქციებს ყურსასმენის საშუალებით აძლევდა, ამასთანავე კამერით იღებდა ყველაფერს, რაც ხდებოდა და შემდეგ ქსელში აქვეყნებდა.


ოდნავი დაუმორჩილებლობისთვისაც კი ქმარი სასტიკად სცემდა ქალს, თუმცა, მისი თქმით, ის ცდილობდა არ დაესახიჩრებინა ვალერი, რათა საქონელი არ გაეფუჭებინა და "გასაყიდი" იერი ჰქონოდა.



ვალერიმ პოლეტს თავის არეში ესროლა 2016 წლის მარტში. ვაჟები და ქალიშვილის მეგობარი დაეხმარნენ გვამის გადამალვაში. თუმცა, წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც მკვლელობის საქმე აღიძრა, ქალმა აღიარა დანაშაული, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

image

მისივე განცხადებით, მკვლელობის მიზეზი არ იყო დამახინჯებული ცხოვრება, არც მუდმივი ცემა და არც უცხო ადამიანებთან იძულებითი სექსი, არამედ ის, რომ პაულეტმა მათ 15 წლის ქალიშვილს დაუწყო ყურება.

image

"მან მოკლა, მაგრამ ის მკვლელი არ არის. იგი აიძულა იმ ძალადობამ, რომელსაც იგი 25 წლის განმავლობაში ემორჩილებოდა და იმის შიშით, რომ მისი ქალიშვილი იქნებოდა შემდეგი <...> ასეთი ქალები დაუცველები არიან. სასამართლო სისტემა ძალიან ზანტი და ლმობიერია კრიმინალების მიმართ ”, - განუცხადა ადვოკატმა ჯანინ ბონაგუნტამ ჟურნალისტებს.

image

ასევე იხილეთ


მოსკოვის რეგიონში მცხოვრებ 31 წლის დარია შაველკინას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მეგობრის შვილის განზრახ მკვლელობისთვის. განაჩენში ნათქვამია, რომ ქალმა მკვლელობა შურის გამო ჩაიდინა. კოსმეტოლოგმა, რომელმაც მოსკოვის მაღლივი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო მისი მეგობრის შვილი, მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც სა...

რამ აიძულა მამაკაცი ასეთი სასტიკი ქმედება ჩაედინა, პოლიციამ ჯერ ვერ გაარკვია. 42 წლის ფლავიო სანდრო ოლმომ(Flavio Sandro Olmo) მოკლა ცოლი და სამი შვილი ბრაზილიის სან-დომინგოს დო- ნორტეს მუნიციპალიტეტში. გამთენიისას მამაკაცი დაელოდა, სანამ მთელი ოჯახი დაიძინებდა, რის შემდეგაც მან აიღო ურო, რომლის წონაც დაახლოებით სამი კილოგრამ...


გასულ ხუთშაბათს, დალტონ ოლსონმა ტეხასიდან პოლიციას შეატყობინა, რომ მისი შვილი, 5 წლის სამუელი უკვალოდ დაიკარგა, ამ შაბათ-კვირას აპირებდნენ, რომ ბავშვის მეექვსე დაბადების დღე აღენიშნათ. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო ძებნა, მაგრამ ხუთი დღის განმ

კანონიერი ქურდი გია გალსკი (გიორგი ზარანდია) პოლიციამ თურქეთის კურორტ ანტალიაში, საკუთარ ბინაში დააკავა. ამის შესახებ იტყობინება "პრაიმ კრაიმი". გამოცეემის ცნობით, მისი ყოფილი საყვარელი იულია ვოლკოვა, დუეტი "ტატუს" ყოფილი წევრი, დაქირავებული ჩეჩნების დახმარებით ცდილობდა ერთობლივი ბინი...

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0