x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ძილის წინ უნდა დაუსვათ საკუთარ შვილს
image


ყველა მშობელს სურს რაც შეიძლება ახლოს იყოს საკუთარ შვილთან, ესმოდეს მისი გრძნობები, ოცნებები თუ შიშები.

თუმცა ხანდახან არც ისე ადვილია გულწრფელი ურთიერთობის დამყარება.


ძილის წინა პერიოდი საუკეთესო მომენტია ამისთვის. სცადეთ დაუსვათ ეს კითხვები:



#1 "რომელი იყო შენი საყვარელი ნაწილი დღის განმავლობაში?"


image

ამ კითხვის დასმა მას საშუალებას აძლევს, კვლავ განიცადოს ის სასიამოვნო გრძნობები, რაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტად დაამახსოვრდა. ეს ზრდის კარგ განწყობას და ხელს უწყობს კარგ ძილს.






#2 ვინ არის ყველაზე კეთილი ადამიანი და რატომ?


image

თქვენი ბავშვის წახალისება დაფიქრდეს სიკეთეზე ძილის წინ, საბოლოოდ, მათ ჩვევას გამოუმუშავებს ადამიანებში დაინახოს სიკეთე. ბავშვის წახალისება იფიქროს სიკეთეზე, გამოიკვეთავს საკუთარი მხარესაც - დაეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში.






3. „რომელი იყო დღის ყველაზე ცუდი ნაწილი?“


image

ეს კითხვა ძალიან მნიშვნელობანია, რადგან ის ქმნის სანდო ურთიერთობას თქვენსა და თქვენს შვილს შორის. ბავშვს ამით საშუალებას აძლევთ გამოხატოს თავისი გრძნობები, ისეთ საკითხებზეც კი, რაზეც არ სურს საუბარი ხოლმე.


არაუშავს საუბარი ნეგატიურ საკითხებზე, მაგალითად ცუდ არჩევანზე, უპასუხისმგებლობაზე, ან უპატივცემულობაზე, რადგან ისინი ცხოვრებაში ყველაფერი რეალურია, და ბავშვებს აუცილებლად მოუვათ. ცუდი მომენტების ერთად განხილვა დაგეხმარებათ ასწავლოთ მომავალში მსგავსი სიტუაციების მოგვარების უკეთესი გზები.






#4 რამ შეგაშინა და რამ არა?


image

იმის ცოდნა თუ რისი შეეშინდა და რისი არა დაგეხმარებათ თქვენ იყოთ უფრო მეტად სანდო მისთვის. და მომავალში თუკი უსაფრთხოდ იგრნო თავი ამის შესახებ უყოყმანოდ გითხრათ.






#5 "გაქვს რაიმე შეკითხვა დღევანდელთან დაკავშირებით?"


image

ადრეულ ასაკში, ბავშვს, ბუნებრივია, ბევრი კითხვა აქვს. და მისი წახალისება, რომ გაუზიაროს რაიმე დაუცველობის საკითხი, ან უბრალოდ კითხვები, რაც შეიძლება ჰქონდეს დღის გარკვეულ მონაკვეთთან დაკავშირებით, დაგეხმარებათ მასთან უფრო სანდო ურთიერთობის დამყარებაში. ამ ჩვევის პრაქტიკა საშუალებას მოგცემთ ააშენოთ "უსაფრთხო სივრცე" მასთან.






#6 რამ გაგაბრაზა დღეს ყველაზე მეტად?


image

შეიძლება თქვენს შვილს რაღაც უჭირს, რის გამოც ის ბრაზდება, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეთ, სანამ პირდაპირ არ ჰკითხავთ.


სიბრაზეზე საუბარი დაეხმარებათ ბავშვებს გამოხატონ ემოციები ადრეულ ასაკში.







#7 "რა იყო ყველაზე კარგი რამ, რაც დღეს გააკეთე ვინმესთვის?"


image


ან ილიასეულად რომ ვთქვათ "აბა მე დღეს ვის რა ვარგე?"


მაშინაც კი, თუ მას არავისთვის არაფერი გაუკეთებია, ძილის წინ ყოველთვის ჰკითხეთ. ასე სტიმული მიეცემათ მომავალში რამე სასიამოვნო გააკეთოს და საკუთარი გამოცდილება სიამოვნებით გაგიზიაროთ.






0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0