x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფერადი სილუეტების თეატრი





image


თანამედროვე საკლასო ოთახში, სასწავლო პროცესი, უფრო და უფრო რუტინული და ცოდნის გადაცემაზე ორიენტირებული გახდა, რომ მასწავლებელი ზღვა ინფორმაციის მიმწოდებელია და დრო აღარ რჩება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითობისკენ ვუბიძგოთ, შემოქმედებითი პროცესის მონაწილეები უნდა გავხადოთ. საკლასო ოთახში უნდა მივაღებინოთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება მათი შესაძლებლობების რეალობაში განხორციელება. როდესაც სასწავლო პროცესის შემოქმედებითობაზე ვსაუბრობთ აუცილებელია განვსაზღვროთ რომ ამ კუთხით მასწავლებლის მიზანი არის შემოქმედებითი აზროვნების განვითარება მოსწავლეებში. გაკვეთილის გეგმაზე შემოქმედებითი მიდგომების მორგებას და დაინტერესებას მრავალფეროვანი, მიმზიდველი მასალით ნამდვილად შეუძლია მოსწავლეებში არა მარტო შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, არამედ ზოგადად სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება.

"ფერადი სილუეტების თეატრი" არის თოჯინური ხელოვნების ერთ-ერთი ნაირსახეობის სილუეტური თოჯინების თეატრის ანუ ლანდების თეატრის ქვე სახეობა.


განათებული ეკრანის ან თეჯირის უკან მოსწავლეები ამოძრავებენ სპეციალურ ფიგურებს და მეორე მხრიდან მაყურებელი ერთგვარ ანიმაციურ წარმოდგენებს ხედავს. მომზადების 1-ელ ეტაპზე საჭიროა ნაწარმოების შერჩევა და მისი გასცენარება. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მუშაობს, წერენ მოქმედი პერსონაჟების სიასა და ნაწარმოების ძირითად მოვლენებს. შემდგომ ეტაპზე საჭიროა თეჯირის მომზადება. მასწავლებელი და მოსწავლეები თანხმდებიან თეჯირის ანუ ეკრანის ზომებზე.

ხატვის, ხელოვნების მასწავლებლების და სხვა კოლეგების დახმარებით კეთდება თეჯირის ნახაზი, მზადდება დეტალები და იწყობა დეკორაცია. ფიგურები მზადდება გამჭვირვალე პლასტიკატის ან მუყაოსაგან.

მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ხატავენ პერსონაჟებსა და დეკორაციებს. კეთდება ასევე სამართავი ჯოხები. როცა ფიგურები, დეკორაციები და თეჯირი მზადდება, მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის "სილუეტური თოჯინის" მართვის ძირითად პრინციპებს. შემდგომ ეტაპზე ბავშვები სწავლობენ არჩეულ ტექსტს და პარალელურად დამოუკიდებლად ცდილობენ თოჯინების გაცოცხლებას ანუ მართვას.

მოსწავლეების ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში, დადებით გავლენას მოახდენს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე. ამ ტიპის აქტივობები არა მარტო სასწავლო გარემოს შემოქმედებითად ორგანიზებას უ
წყობს ხელს, არამედ მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით, თეატრალურ, სოციალურ, თანამშრომლობით, კომუნიკაციურ, გამართულად მეტყველების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.



0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ერმინე მოვსესიანი
ერმინე მოვსესიანი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0