x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საინტერესო წიგნის საყურადღებო პრეზენტაცია

საინტერესო

წიგნის მოყვარულთა საზოგადოებას არ ჭირდება მოქალაქე ჟურნალისტისგან ინფორმაციის მიღება თუ მისი გაცვლა და მით უფრო კი საინტერესო წიგნზე პრეზენტაციის თარიღის გაგება, მაგრამ საყურადღებოა ამ წიგნის ავტორი-ჟურნალისტი- ყველასათვის ცნობილი და აქტუალური პროფესიონალი ქ-ნი ია ანთაძე რამდენად დაიმსახურებს საერთაშორისო ჟურნალისტიკის ასპარეზზე პენის მსგავს ჯილდოს, რომლის ასაკშიც მის კოლეგებს შიდა თუ გარე არენაზე თავიანთი მოღვაწეობის ფონზე მრავალი პრიზი აქვთ მიღებული და არც თავად ჩამოუვარდება მის კოლეგებს იგი სტაჟის დამსახურების მიხედვით თუკი გავთვლით, რასაც ცალსახად მისი განვლილი ეტაპები ჟურნალისტიკაში მოიცავს და აშუქებს მათ, რომლის მის ერთ-ერთ სამოღვაწეო ფრაგმენტს თავად ჟურნალისტი საკუთარი ფეისბუქის პროფილის გვერდზე ყველასათვის ასე აანონსებს:- “ გაირკვა წიგნის “ საინტერესო ადამიანები " წარდგენის დრო და ადგილი. ვაქვეყნებ მოსაწვევს, რომელიც ნებისმიერ მსურველს იწვევს წიგნთან და ჩვენთან შესახვედრად. წარდგენა ღია სივრცეშია და თითოეულ მკითხველს, გულშემატკივარს, ჩვენი პროექტის სტუმრებს დიდი სიხარულით შევხვდებით 24 ივნისს, ხუთშაბათს, 20.00-ზე, წიგნის ფესტივალზე, მე-11 პავილიონის მიმდებარედ ( წერეთლის გამზირი 118 ) ორჯერ სიყვარულით " ( ჟურნალისტის მიერ სმაილებით გამოხატულ გრძნობას სიტყვით ვახმოვანებ, რამეთუ აქ ბეჭვდისას გაურკვეველ ფორმატში კითხვის ნიშანს სტოვებს ). და ბუნებრივია თავადაც ამ საინტერესო თარიღს გვერდი ვერ ავუარე როგორც კალენდრის ერთ რიგით დღეს და ორმაგად დავინტერესტი ამ საინტერესო ინტერვიუების მოლოდინში, რომელთაც პერმანენტულად ჟურნალისტის გვერდზე ვეცნობოდი ხოლმე, სადაც ქართული საზოგადოების იმ წარმატებულ სპექტრს იხილავს მკითხველი, რომელთა ცხოვრების მონაკვეთი: მუსიკაში, ოპერაში, მწერლობაში, მხატვრობაში, სპორტში თუ რეჟისურაში გრძელდებოდა და გრძელდება, მაგრამ რატომღაც ამ წიგნის ქოვერზე ვერ ვიხილე ქვეყნის ის პირველი თავები, ჩვენს ქვეყანას, რომ ავ-ბედითად მეთაურობდნენ დღემდე და რაც მთავარია ლამის ჩვენი მთელი საუკუნის უწმინდესი და უნეტარესი სულიერი ლიდერი, რომელიც დღემდე ჩვენი სამშობლოს კურთხევაშია, თუმცა ქოვერის გასწვრივ შესამჩნევად შვიდი წითელი კვადრატია გამოყოფილი, რაც ინტრიგასთან ერთად შესამჩნევ ცნობისმოყვარეობა იწვევს ის და გულახდილად, რომ გითხრათ:- მეც სიამოვნებით გავაგრძელებდი ქ-ნ ია ანთაძესთან საინტერესო ინტერვიუს აღებას და თუკი წიგნს შენიშვნებისთვის თეთრი თაბახი მოყვება, სწორედ იქ გამოვაქვეყნებდი მას- მასში ჩასაწერად.

მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

19.06.2021- თბილისი/საქართველო

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0