x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კართაგენელი მეზღვაურები – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა?

1749 წელს, აზორის ერთ–ერთ კუნძულზე ადგილობრივებმა უცნაური ფორმის ამფორა იპოვნეს, რომელშიც ძველი მონეტები იყო. აღმოჩენა ლისაბონში გაგზავნეს, რადგან კუნძულები პორტუგალიის კოლონია იყო. მეცნიერები მონეტების კვლევის შემდეგ, საოცარ დასკვნამდე მივიდნენ: აღმოჩნდა, რომ მონეტები, ძველი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე იდუმალ სახელმწიფოში — ლეგენდარულ კართაგენში იყო მოჭროლი!


image


ამ აღმოჩენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ საზოგადოებაშიც, რადგან აზორის კუნძულები ევროპის სანაპიროდან საკმაოდ შორს, ატლანტის ოკეანის სიღრმეში მდებარეობს და ის პორტუგალიელმა მეზღვაურებმა მხოლოდ XV ს. აღმოაჩინეს.

ეს კუნძულები, ევროპელებისთვის, მათთვის ცნობილი ხმელეთის უკიდურესი წერტილი იყო და ახალი სამყაროს აღმოჩენემდე, ითვლებოდა, რომ აზორის კ–ბის იქით, მხოლოდ უკიდეგანო ოკეანე იყო.

თუმცა, ხალხში ხმა დადიოდა, რომ როდესაც პორტუგალიელები ამ კუნძულებზე პირველად გადავიდნენ, ერთ–ერთ მათგანზე, მთის წვერზე, ცხენოსნის ქანდაკება აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, ქანდაკება ქვის კვარცხლბეკზე იდგა, რომელზეც უცნობი წარწერები იყო ამოტვიფრული. ხოლო, მხედარს მარჯვენა ხელი დასავლეთისკენ ჰქონდა გაშვერილი.

კათოლიკე ბერებმა, რომლებიც თან ახლდნენ მეზღვაურებს, ქანდაკების განადგურება მოითხოვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქანდაკება წარმართული, დემონური კერპი იყო, რომლის ადგილი ქრისტიანი მეფის მიწაზე, უბრალოდ, არ იყო.

ნაპოვნი ქანდაკების ამბავი, საუკუნეების მანძილზე, ლეგენდის სახით, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ხოლო, მეცნიერებს ასეთი არტიფაქტის აღმოჩენის ამბის არ სჯეროდათ და ამბობდნენ, რომ ეს ცრუმორწმუნე ადამიანების მოგონილი ზღაპარი იყო...

და აი, კ. კორვუზე აღმოჩენილმა უძველესმა მონეტებმა, ქანდაკების ამბავი ისევ აქტუალური გახადა — იქნებ, ის მართლაც არსებობდა და მასთან დაკავშირებული ამბავი სულაც არ იყო ზღაპარი?.. და თუ ეს ასე იყო, მაშინ გამოდის, რომ კართაგენელებმა აზორის კუნძულები, პორტუგალიელებამდე 2 ათასი წლით ადრე აღმოაჩინეს და კუნძულზე ქანდაკება, სწორედ მათვე აღმართეს. ასეთი რამ კი, იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ მასზე კართაგენული დასახლება იყო, რადგან ასეთი საქმე დიდ დროს და ენერგიას მოთხოვს.

სავარაუდოდ, კართაგენელებმა კუნძულების დაზვერვის შემდეგ, იქ კოლონიის დაარსება და დამკვიდრება გადაწყვიტეს და სწორედ მათ აღმართეს შემდგომში ქანდაკება.

ვთქვათ, ქანდაკება მართლაც არსებობდა, მაშინ აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება, რატომ ჰქონდა მხედარს ხელი დასავლეთისკენ მიმართული? იქნებ, სწორედ კორვუდან გაემართა კართაგენელი კოლონისტების ექსპედიცია ამერიკაში? ხოლო, ქანდაკება ამ ამბის აღსანიშნავად დაიდგა?

XVIII ს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა კუნძულებზე ცხოვრება აუტანელი გახადეს და მოსახლეობამ იქიდან გადასახლება გადაწყვიტა. ხოლო, ბედის და ახალი მიწების მოსაძებნად, ისინი დასავლეთისკენ გაემართნენ. სავარაუდოდ, მათ «ოკეანის გადაღმა», ხმელეთის არსებობის შესახებ უკვე იცოდნენ და გეზი სწორედ იქითკენ აიღეს. გამგზავრების წინ კი, მთაზე ძეგლი აღმართეს, რომელიც მათი გამგზავრების მიმართულებაზე მიუთითებდა.

ამ თეორიას როგორც მომხრეები ისე მოწინაღმდეგეები ჰყავდა. მომხების აზრით, რადგან აზორის კუნძულები ამერიკის ნახევარგზაზე მდებარეობს, კართაგენელ მეზღვაურებს ნამდვილად შეეძლოთ «ახალ სამყარომდე» ჩაღწევა. ხოლო, მოწინაღმდეგეებს მოვლენების ასეთი განვითარების არ სჯეროდათ, რადგან ამერიკის კონტინენტებზე კართაგენული კოლონიების კვალი არა არსებობდა.

თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ კართაგენელ მეზღვაურებს შეეძლოთ აფრიკის კონტინენტის სანაპიროს სრულად შემოვლა და ისინი ბრიტანეთის კუნძულებზეც კი იყვნენ. ხოლო, მეზღვაურობის ესოდენ მდიდარი გეოგრაფიული გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ კართაგენელებს შეეძლოთ როგორც ჩრდ. ისე სამხ. ამერიკის კონნტინენტის დალაშქვრა. თუმცა, ამ ფაქტების მტკიცებულება, ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

imageimageimageimageimageimageimage






0
567
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0