x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134378
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
კბილთა ფორმის და ზომის ანომალიები

image
კბილის გვირგვინის ფორმის და ზომის სხვადასხვა ვარიაციები, რომლებსაც ვიზუალურად არ გვაძლევს ესთეთიურ დარღვევებს არ აქვს ორთოდონტიისტვის დიდი მნიშვნელობა. გამოვლენილი არამკვეთრი დარღვევები, რომელიც მცირედ არის გადახრილი ნორმიდან არის ყბა-კბილთა სისტემის განვითარების თავისებურებები მხოლოდ ამ მოცემული ინდივიდისა ან მემკვიდრულად განპირობებული ფორმის და ზომის ანომალია.


ორთოდონტიის თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს ისეთი კბილის გვირგვინის ანომალიები, რომელიც არ ერგება ანატომიური ნორმის ვარიაციებში.
კბილის ფორმის დარღვევები შეიძლება გვხვდებოდეს გვირგვინის არეშეი, ფესვის არეში ან ერთდროულად გვირგვინის და ფესვის არეში. ასეთი დარღვევები უფრო ხშირად გვხვდება მუდმივ კბილებში.


გიგანტური კბილები. მისი ეტიოლოგია სრულად არ არის შესწავლილი. ამ ანომალიას ავტორების ნაწილი განიხილავს, როგორც ზეკომპლექსური (ზედმეტი, დამატებითი) კბილების ჩამოყალიბების დაუსრულებულ პროცესს. ასეთ კბილებში ხშირად შეინიშნება ორი კბილის ფოლიკულის შერწყმა (ან მათი არასრული გაყოფა).
ავტორები დაკვირვების შედეგად აღნიშნავენ რომ გიგანტური კბილები შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ კბილების ჯგუფში, თუმცა უმეტესად გვხვდება ცენტრალურ კბილებში. როგორც წესი ასეთი კბილების ზომა ერთნახევარჯერ აღემატება ნორმალური ზომის კბილებს.


გიგანტური კბილების არსებობა იმ კუთხით იქცევს ორთოდონტის ყურადღებას, რომ ესეთეთიური დარღვევის მიუხედავად, რის გამოც ძირითადათ მიმართავენ პაციენტები ორთოდონტებს, ასევე ესეთი კბილები იწვევს კბილთა რკალის და თანკბილვის დარღვევებსაც. არც ისე იშვიათად შერწყმული კბილების ფორმა და მდებარეობა იწვევს ქვედა ყბის სწორი მდებარეობის და მოძრაობის შეზღუდვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ყბის სახსრის სხვადასხვა დაავადებები.



კბილთა რკალების და თანკბილვის დარღვევა გიგანტური კბილების არსებობის დროს გამოიხატება იმაში, რომ ეს ნორმაზე მეტად დიდი კბილები კბილთა რკალში იკავებს მეტ ადგილს ვიდრე მას ჭირდება ნორმალური ზომის დროს, აქედან გამომდინარე დანარჩენ კბილებს და ხანდახან თავად ამ გიგანტურ კბილსაც რკალში ადგილი არ რჩება და მიდის დეფორმაცია.

image

კონუსისებრი და ეკლისებრი კბილები. საჭრელების გვირგვინები უმეტესად მეორე საჭრელების არის კონუსისებრი ან ეკლისებრი. როდესაც გვაქვს კბილების თანდაყოლილი არქონა როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილების, განსაკუთრებით ანგიდროზული ექტოდერმალური დისპლაზიის დროს ხშირად აღინიშნება კბილების კონუსისებრი ფორმა.

ასეთ კბილებზე ხშირად ამაგრებენ ხელოვნურ გვირგვინებს რათა კბილს მისცენ ნორმალური ფორმა. ასევე კონუსური და ეკლისებრი ფორმის კბილები გვხვდება ხშირად სასის თანდაყოლილი ნაპრალის დროს.
უშნო კბილები. საქმე ეხება კბილებს, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილათ ფორმის და ზომის ანომალია. მათი ასეთი უშნო ფორმა გამოწვეულია მათი განვითარების დარღვევასთან.


ასეთი ფორმის ანომალიებს მივყავართ ესთეთიურ დარღვევებთან, ასევე ყალიბდება ანატომიურად არასწორი კბილთა რკალი, ხოლო ცალკეული შემთხვევების დროს, როცა კბილ-ანტაგონისტები თავსდება არასწორი მდებარეობით, რადგან აღინიშნება მათი ანატომიური ფორმის მკვეთრი დარღვევა, ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის თანკბილვის დარღვევები.


გეჩისონის და ფურიეს კბილები. გეჩისონი აღწერს ცენტრალური კბილების განსაკუთრებულ ფორმას, რომელსაც საჭრელ კიდეზე აღენიშნება ნახევარმთვარისებური ჩანაჭდევი, როგორც თანდაყოლილი სიფილისის სიმპტომს. ასევე ის აღნიშნავს რომ ამ სიმფტომს ასევე თან უნდა სდევდეს კიდევ მინიმუმ ორი ფაქტორი - კერატიტი, და სიყრუე.


ფურიემ მიუნიშნა, რომ თანდაყოლილი სიფილისისთვის დამახასიათებელია არა ნახევარმთვარისებრი ჩანაჭდევი ცენტრალური კბილების საჭრელ კიდეზე არამედ სახრახნისის მაგვარი ფორმა. ასეთ კბილებს უწოდებენ ფურიეს კბილებს.


ფლუგერის კბილები. ამ დროს პირგველი მოლარებს გვირგვინები მოგვაგონებს გაუფურჩქნავ ყვავილის ბუტკოს ან თირკმელს.


ამ ჯგუფის ანომალიებს უნდა მივაკუთნოთ კბილის მაგარი ქსოვილების მინერალიზაციის დარრვევა, რომელსაც გიპოპლაზია ეწოდება. გარეგნულად ეს დეფექტები გამოიხატება როგორც ჩანაჭდევები და ჰორიზონტალური ხაზები კბილის გვირგვინის ზედაპირზე, რომელსაც აქვს დამახასიათებელი ფერის ცვლილება დანარჩენი კბილის მინანქრის ფერთან შედარებით. არაიშვიათად ჰიპოპლაზია გვხვდება კბილის საჭრელ კიდეზე და საღეჭი ზედაპირის ბორცვებზე.


მკურნალობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს კბილის ნორმალური ანატომიური ფორმის და ზომის აღდგენა, ხელოვნური გვირგვინების ან სხვადასხვა სახის კომპოზიტური მასალების საშუალებით.


კბილთა ზომის ანომალიები. კბილთა ზომის ანომალიებს მიეკუთვნება: კბილთა ზომის გაზრდა-მაკროდენტია და კბილთა ზომის შემცირება-მიკროდენტია.
გადახრები კბილთა საშუალო ზომებიდან შეიძლება იყოს უმნიშვნელო (1-2 მმ) და მნიშვნელოვანი (6 მმ-მდე და მეტი). შეინიშნება ცალკეული კბილების (უფრო ხშირად მეორე

ზედა საჭრელების და ზედა სიბრძნის კბილების) ზომის ანომალიები, შეიძლება დარღვეული იყოს ყველა კბილის ზომა. ხშირად ზომის ანომალია შერწყმულია ფორმის ანომალიასთან.
კბილთა ზომის მნიშვნელოვანი გადიდება შესამჩნევია უშუალოდ პირის ღრუს დათვალიერების დროს, ხოლო კბილის უმნიშვნელო გადიდების გამოვლენა მხოლოდ დათვალიერების შედეგად რთულია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კბილების გაზომვა და მიღებული მონაცემების შედარება კბილების სასუალო ზომებთან სპეციალური ცხრილების საშუალებით. კბილთა ფესვის ზომები განისაზღვრება რენტგენოგრამის საშუალებით.


მაკროდენტიის დროს კბილების და ალვეოლური მორჩების ზომები შეუსაბამოა, რის გამოც ჩვეულებრივ ვითარდება კბილთა დგომის ანომალიები. კბილთა არასწორი მდებარეობის გამო ირღვევა კბილთა რკალები და ზოგ შემთხვევაში ვითარდება თანკბილვის ანომალიები. მაკროდენტიის გამოვლინება პრონტალურ კბილებში ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე.
კბილების უმნიშვნელო გადიდება, როდესაც კბილთა ზომები შეესაბამება ალვეოლურ მორჩს განიხილება როგორც ინდივიდუალური ნორმა.
მაკროდენტიის დროს კბილების მდებარეობისა და კბილთა რკალის ნორმალიზაციისთვის მიმართავენ ცალკეული კბილების ექსტრაქციას, რის შედეგადაც ახდენენ კბილთა დგომის და კბილთა რკალის კორექციას. ამოღებისთვის განკუთვნილ კბილებს განსაზღვრავენ ინდივიდუალურად მოცემული კლინიკური შემთხვევის მიხედვით. ყველაზე ხშირად მიმართავენ პირველ და მეორე პრემილარების ექსტრაქციას.


გადიდებული ან შემცირებული ზომები შეიძლება ახასიათებდეს ყველა ან მხოლოდ ცალკეულ კბილებს. ხშირია ზედა გვერდითი საჭრელების და მესამე მოლარების ზომაში შემცირება.

კბილების ზომის შემცირება ანუ მიკროდენტია ძირითადათ მემკვიდრულადაა განპირობებული. მიკროდენტიის დიაგნოზის დასმა ხორციელდება კლინიკური დათვალიერების შედეგად. კბილების ზომის შემცირების ხარისხს განსაზღვრავენ უშუალოდ მათი სიგანისა და ცხრილში წარმოდგენილი საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.


მიკროდენტიის დროს ირღვევა კბილთა რკალის მთლიანობა, რადგა პატარა ზომის კბილები ვერ უზრუნველყოფს კბილთა რკალის შევსებას და ჩნდება ტრემები (სივრცეები კბილებს შორის). გვერდითი საჭრელების მიკროდენტიის გამო ცენტრალურმა საჭრელებმა შეიძლება გადაინაცვლოს დისტალურად და ცენტრალურ კბილებს შორის წარმოიქმნას დიასთემა. ზოგ შემთხვევაში დიასთემის არსებობის დროს ირღვევა მეტყველება და ბგერების გამოთქმა.

კბილთა გვირგვინის ნაწილობრივი ფორმის და ზომია შეიძლება შეიცვალოს კბილთა მაგარი ქსოვილების დაავადების გამო (პათოლოგიური ცვეთა, მინანქრისა და დენტინის თანდაყოლილი არასრულფასოვნება, მრავლობითი კარიესი).


მკურნალობა. გვერდითი საჭრელების სემცირების დროს მათი გარეგნული სახის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა ამ კბილების დაფარვა ხელოვნური გვირგვინებით. თუ აღინიშნება დიასთემა ასეთ პაციენტებს უტარებენ ორთოდონტიული აპარატებით მკირნალობას. თუ აღინიშნება დიასთემა და ტრემები ცენტრალურ კბილებს შორის ადრეულ ასაკში, მაშინ ახდენენ მათ კორექციას ორთოდონტიული აპარატებით და შემდგომში ეშვების ამოსვლასთან ერთად ყველაფერი რეგულირდება.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0