x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ეს რომ არ დავწერო, ვერ მოვისვენებ, ასეთი “სკანდალები” არ მოგვაკლო"- ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ლევან ნიკოლეიშვილი

image


ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნოდარ მელაძის დღევანდელი გადაცემის სკანდალურ ანონსს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც პრემიერ - მინისტრის ოჯახურ ნეპოტიზმზეა საუბარი. ნიკოლეიშვილი იმაში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს რომ მოქმედი პრემიერის ნათესავები საჯარო სამსახურში არიან დაკავებულები, ვინაიდან მისი თქმით, მთავრობის წევრების ახლობლესაც აქვთ მუშაობის უფლება. ანალიტიკოსის აზრით, გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მომზადებული "დიდი გამოძიებაც" სხვა მათი რეპორტაჟების მსგავსად ხვალ უკვე აღარავის ემახსოვრება: "ეს რომ არ დავწერო, ვერ მოვისვენებ. გუშინ, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, სადაც უდიდეს ტყუილში ამხილეს ნოდარ მელაძე და მისი "კოლექტივი", საველე მეთაურმა დაიქადნა, დიდი გამოძიება უნდა გავიდეს ჩემს გადაცემაში პრემიერ მინისტრზე და ამიტომ დაამთხვიეს ბრიფინგიო. ჰოდა რა არის ეს “დიდი გამოძიება” არ იკითხავთ? თურმე პრემიერის მეუღლის და საჯარო სამსახურში მუშაობს )))))) უბრალოდ მასშტაბს თუ ხვდებით ამათი აგონიის? საპნის ბუშტებს რომ სენსაციებად გვასაღებენ და მეორე დღეს რომ მათი მავნებლობა აღარავის ახსოვს. კი ნოდარ, პრემიერის, მინისტრის, დეპუტატის ნათესავს და ახლობელსაც აქვს მუშაობის უფლება, ასეთი "სკანდალები" არ მოგვაკლო…"– წერს ლევან ნიკოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.















0
152
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
152