x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პაკისტანში სწრაფი კვების რესტორნის თანამშრომლები იმის გამო დააპატიმრეს, რომ პოლიციელებს უფასო ბურგერები არ დაურიგეს

პაკისტანში, ქალაქ ლაჰორში სწრაფი კვების რესტორნის Johnny & Jugnu-ის 19 თანამშრომელი დააკავეს იმის გამო, რომ პოლიციელებს ბურგერები უფასოდ არ გაატანეს. მათ 1 ღამე ციხეში გაატარეს და საჩივარიც დაწერეს, რის შემდეგაც ის პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

image

თანამშრომლების თქმით, 9 ივლისს პოლიციელები მათ რესტორანში მივიდნენ და უფასო ბურგერები მოითხოვეს, მენეჯერს დაემუქრნენ კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და წავიდნენ. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, მესამე დღეს კი დაბრუნდნენ, მენეჯერი და სხვა თანამშრომლები უთქმელად დააკავეს და წაიყვანეს ისე, რომ სამზარეულოც ღია დატოვეს და იმ მისულ კლიენტებსაც არაფერი უთხრეს. ამ ინციდენტის შემდეგ პოლიციის მმართველობამ 9 თანამშრომელი გაუშვა სამსახურიდან, სამწუხაროდ, უფასო ბურგერები მაინც ვერ მიიღეს...

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0