x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სახლი,სადაც ჩარლზ მენსონმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყო გაიყიდა
imageახლა სასახლე გასაოცრად ლამაზი ინტერიერით იწონებს, სადაც ნახევარ საუკუნეზ ე მეტი ხნის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.


თითქოსდა ვის უმდა დაებადოს სურვილი იცხოვროს იმ სახლში, სადაც 1969 წელს ჩარლზ მენსონის მიმდევრებმა სასტიკად მოკლეს სასურსათო მაღაზიის მეპატრონე და მისი ცოლი, ლენო და როზმარი ლა-ბიანკები? მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, რომლებსაც არა მარტო ისურვა, არამედ იყიდა კიდეც 1, 8 მილიონ დოლარად და იცხოვრებს კიდეც მასში.


imageთუმცა უნდა ააღნიშნოს, რომ ფასი ძალზე დაბალია, თუ გავითვალსიწინებთ სასახლის და ეზოს საერთო ფართს და ინტერიერ-ექსტერიერს.


image

მყიდველი ლოს-ანჯელესიდან არის, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. წინა მფლობელი იყო პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ზაკ ბაგანსი, რომელიც ასევე არის შოუს წამყვანი "მოჩვენებების თავგადასავალი".

image

გამოცემა TMZ– ის მონაცემებით, 154 კვ.მ. სახლი მან ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. მამაკაცი აქ გეგმავდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას, მაგრამ მალევე მიატოვა ეს იდეა გარდაცვლილის ოჯახის პატივისცემის გამო.

image

ერთი წლის შემდეგ, ბაგანსმა სახლის გაყიდვა გადაწვიტა, დააფასა 2, 2 მილიონი დოლარი. 8 თვის განმავლობაში საერთოდ არცერთი მსურველი არ გამოხმაურებია, სანამ ანონიმური მყიდველი არ გამოჩნდა.

image

ბოლო ბოლო წარსულში პირქუში ისტორიის გარდა ამ სახლს ბევრი უპირატესობა აქვს. 0, 7 აკრი ფართობი, შადრევანი და დიდი აუზი უკანა ეზოში, ასევე მთების ულამაზესი ხედები.

image

შეგახსნებთ მენსონმა და მისი ოჯახის წევრებმა საზარელი მკლელობა 1969 წლის 8 და 9 აგვოსტოს ჩაიდინეს

8 აგვისტოს მენსონმა გამოუცხადა თავის სექტის წევრებს-"დრო მოვიდა".აქედან იწყება საზარელი დანაშაულების მთელი კასკადი. ზედიზედ წამებით მოკლეს მოკლულები მენსონის და მისი თანამოაზრეების მიერ ჰარი ჰიმანი, სახლში შეუვარდნენ და წამებით მოკლეს 18 წლის სტივენ პერეტი, ოჯახში მომუშავე დამლაგებლის მეგობარი, ჯეი სებრინგი-ცნობილი სტილისტი, ებიგეილ ფოლგერი-მდიდარი მემკვიდრე, ვოიცეკ ფრიკოვსკი-რეჟისორ რომან პოლანსკის მეგობარი და რომან პოლანსკის ცოლი, 9 თვის ფეხმძიმე, მსახიობი-შერონ ტეიტი.


image

9 აგვისტოს მენსონმა და მისი სექტის წევრებმა კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყვეს.ამ სახლში წამებით დახოცეს პატარა მაღაზიების მფლობელები-ლენო და როზმარი ლა-ბიანკები.პოლიციამ ამჯერად მკვლელობის ადგილას აღმოაჩინა წარწერები:«RISE», «DEATH TO PIGS», ხოლო ლენოს მუცელზე ჰქონდა ამოტვიფრული-«HEALTER SKELTER»-ი და «WAR»-ი.

image


imageDEEP PURPLE-ს სოლისტის ყოფილი, უნიკალური სასახლე გაპარტახების პირასაა

0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0