x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე სექსუალური სერჟანტი ამერიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში
image


ამერიკელ კერისა ლითელჯონს საკმაოდ უჩვეულო ცხოვრების გზა აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის წარმატებული მოდელი გახდა, თუმცა გლამურული ცხოვრება გოგონას მალევე მოსწყინდა. კერისამ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და სამშობლოს წინაშე ვალდებულების მოხდა გადაწყვიტა. ის იაპონიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზაზე ხუთი წლის განმავლობაში მსახურობდა. სახლში დაბრუნებულმა მედიცინის მაგისტრის დიპლომი მიიღო, დღესდღეობით გოგონა უკვე საკუთარ ძალებს ფოტოგრაფიაში ცდის, როგორ ახერხებს ის საკუთარ თავში ამდენი არაერთგვაროვანი ინტერესის დატევას - გაუგებარია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, კერისა მართლაც რომ კალმით ნახატი ლამაზმანია.


imageimage


გოგონას სამხედრო სამსახურისადმი ინტერესი მეგობრებმა გაუღვივეს. ლას – ვეგასში ცხოვრებისას, ის საჰაერო ძალების წარმომადგენლებს დაუმეგობრდა და პატრიოტიზმის იდეითაც განისმჭვალა, და თან იმდენად, რომ საკონტრაქტო სამსახურში წასვლაც კი გადაწყვიტა.


image


საწყისი ტრენინგის შემდეგ ის ტოკიოს საჰაერო ძალების ბაზის სამედიცინო განყოფილებაში განამწესეს, მაგრამ კერისმა მედდად მხოლოდ რამდენიმე თვეს დაჰყო. მისი გარეგნული მონაცემები უფრო მოთხოვნადი სხვა ფრონტზე აღმოჩნდა: სერჟანტი ლითელჯონი პროტოკოლის სამსახურში გადაიყვანეს. ოთხი წლის განმავლობაში ის ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობდა, ყველანაირ კონფერენციას კოორდინირებას უწევდა და მაღალი რანგის სტუმრებსაც იღებდა, მათ შორის იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი.


imageimage


შეხვედრა აშშ-ს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტასთან



image


როგორც ჩანს, სამედიცინო თემა ლამაზმანს გულში მაინც ჩაუვარდა, რადგან დემობილიზაციის შემდეგ მან წარმატებით დაასრულა სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი ფიტნეს მწვრთნელადაც მუშაობდა, რომლის პარალელურად, დროს უქმად არ კარგავდა და მამაკაცების ჟურნალებისთვისაც პოზირებდა.


imageimageimageimageimageimage


კერისი როგორც ჩოგბურთით, ასევე თევზაობით, დაივინგით, სნოუბორდით, პარაშუტიდნ ხტომით, მიზანში სროლითა და მოტოციკლეტებით არის გატაცებული.


imageimageimageimage


გოგონა დღესდღეობით, ფოტოგრაფიით სერიოზულად არის დაკავებული, ოღონდ ამჯერად, უკვე ობიექტივის მეორე მხრიდან. დამწყები ფოტოგრაფის ზოგიერთი ნამუშევარი მართლაც რომ აღნიშვნის ღირსია.


imageimageimageimage





















0
493
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
493