x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჰოლივუდის ,,ვარსკვლავების" უცნაური გატაცებები
მადონა
ალბათ ყველას გვყვავს უსაყვარლესი მსახიობები, რომლის შესრულებულ როლებსაც ხშირად ვუყურებთ. იცით რაზე ხარჯავენ ფულს ჰოლივუდის ვარსკლავები და იწვევს თუ არა მათი გატაცებები გაკვირვებას? მოდით ერთად ვნახოთ:

დემი მურს აქვს თოჯინების დიდი კოლექცია, იზაბელა როსელინის კი შენახული აქვს მისი ყოფილი შეყვარებულების ნივთები, მადონა დიდი გატაცებით აგროვებს პიკასოს ნახატებს.

ლეონარდო დიკაპრიოს გატაცებაა პოკერი. ის ყოველთვის პოულობს დროს პოკერის სათამაშოდ. დიკაპრიოს ჰობია აგრეთვე სიმაღლიდან თოკით დაშვება. ის თვითონ პოულობს ასეთ ადგილებს და სიამოვნებით ეშვება დიდი სიმაღლიდან. მიუხედავად პოლიციის არაერთი გაფრთხილებისა, ის მაინც ახერხებს ამ შენობებზე აძრომას და მერე იქიდან ქვემოთ ჩამოცოცებას.

დიკაპრიო


ანჯელინა ჯოლი ძალიან დაინტერესებულია იშვიათი ძველებური დანებით. მისი კოლექციის ეგზემპლარები ძირითადად შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის დროინდელ ექსპონატებს მოიცავს, თუმცა მის შემადგენლობაში სხვა პერიოდის უიშვიათესი ხმლები და დანებიც შედის. ერთხელ ინტერვიუში ჯოლიმ გამოცხადა, რომ თავის საშიშ კოლექციას საიმედოდ ჩაკეტილს ინახავს შვილებისგან შორს, რომ მათ შემთხვევით დანებით არაფერი დაიშავონ.ჯოლი

ჯონი დეპს აქვს უზარმაზარი ღამურების და ხოჭოების კოლექცია. მას აქვს საყვარელი ხოჭოების მაღაზია პარიზში, და ცხოველების ფიტულები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოაქვს.ჯონი

ტომ ჰენკსს აქვს ძველი საბეჭდი მანქანების კოლექცია (200 მანქანა). მისი გატაცება ისეთი ძლიერია, რომ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აუცილებლად მიაქვს ხოლმე ერთი საბეჭდი მანქანა მაინც.ჰენკს

ნიკოლ კიდმანი გიჟდება თვითმფრინავიდან გადმოხტომაზე. ამის გამო, როდესც მას უწევს ფრენა ინსტრუქტორი ცდილობს, ზედმეტი ყურადღება მიაქციოს და მარტო არ დატოვოს მსახიობი.კიდმანი პატარა ისტორიების წერაც უყვარს და ამბობს, რომ ოდესმე გამოსცემს თავის თხზულებებს წიგნად. კიდმან

ელტონ ჯონი აგროვებს სათვალეებს უცნაური ჩარჩოებით. მისი სათვალეების კოლექცია ძალიან დიდია და მომღერალი ძალიან დიდ თანხას იხდის ორიგინალურ სათვალეებში.ელტონ ჯონ


0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:შოღიკ სიმონიან
შოღიკ სიმონიან
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0