x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რჩევები მათ,ვინც კერძო სახლის აშენება გადაწყვიტა,ან ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია
image

დაკვირვებიხართ, როგორი განცდა გეუფლებათ, სახლში შესვლისას მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, ან სულაც როგორ აღიქვამთ ყველაფერს რაც თქვენს სახლთან არის დაკავშირებული. იმისთვის რომ ობიექტური შეფასება მივიღოთ, მოდით გარედან შევხედოთ და დავაკვირდეთ, თუ როგორი არის თქვენი სახლის ატმოსფერო, რომელიც ძირითად შემთხვევებში თქვენს განწყობას ქმნის.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად ატარებთ ცხოვრების გარკვეულ დროს, როგორ გარემოში იძინებთ და იღვიძებთ.

დასაწყისისთვის მოდით ზოგადად შევადაროთ ერთმანეთს კერძო სახლი და ბინა. დავიწყოთ იქიდან, რომ კერძო სახლები ბევრად უფრო პრესტიჟულია ვიდრე ბინა, ამასთანავე კერძო სახლის ფართი დაახლოებით 3-ჯერ უფრო მეტია იმავე ფასად.ბინის შეძენისას, თქვენ შემოიფარგლებით მხოლოდ სტანდარტული გადაწყვეტილებებით, როგორც წესი შესაძლებელია მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა, კერძო სახლის შემთხვევში კი შესაძლებლობა გეძლევათ სრულად გამოიყენოთ თქვენი არქიტექტურული ფანტაზია, შექმნათ საკუთარი სტილი, დიზაინი, ინტერიერი და ა.შ

ბინის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ქონება იწყება შესასვლელი კარიდან და მთავრდება აივნით ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა დანარჩენი (სადარბაზო, ეზო, მანსარდი) ეკუთვნის კორპუსის ყველა მაცხოვრებელს. მოდით შევეხოთ ქალაქის ყველაზე დიდ პრობლემას, ავტოსადგომს.მრავალბინიანი საცხოვრებლები აღჭურვილია მიწისქვეშა ე.წ.“პარკინგით“. რომლისთვისაც ხშირ შემთხვევაში, მობინადრე იხდის ყოველთვიურ გადასახადს, ან უარესი(უადგილობის გამო), სულაც ქუჩაში უწევს ავტომობილის დატოვება. კერძო სახლებში კი მარტივად შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.ამ ყველა“სიკეთესთან“ერთად გაიხსენეთ მეზობლებიც, რომლებიც ხშირად ხდებიან მოწმე, თქვენი უარყოფითი ემოციებისა, მერწმუნეთ, მათთვის დამალული არაფერია.ძნელად თუ მოძებნით კორპუსს, რომელიც აღ- ჭურვილია ხმის იზოლაციით.აი, კერძო სახლის კიდევ ერთი უპირატესობა, ის გამოყოფილია მეზობლისგან არა მხოლოდ კედლით, არამედ „ღობოთ, სივრცით“


და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ღირებულება.დაკვეთით აშენებული კერძო სახლი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ბინა.გარდა ამისა დეტალურად განიხილავთ ყველა მასალას, მის ხარისხს და მნიშვნელოვნად აკონტროლებთ თქვენს ბიუჯეტს.

ამ სტატიით მინდა ვისაუბრო მათთვის, ვინც გადაწყვიტა აიშენოს კერძი „საოცნებო“ სახლი.შევეცდები მოკლედ განგიმარტოთ, რატომ ჯობია სახლის აშენება მიანდოთ გამოცდილ სამშენებლო კომპანიებს და რა სირთულეებს შეი ძლება წააწყდეთ, თუ სახლის აშენებას თავად გადაწყვეტთ. ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სახლის აშენება რთული და შრომატევადი პროცესია.

მოდით დავიწყოთ მიზნით.

რაც ყველაზე მთავარი, აუცილებელი და ჭეშმარიტია, სწორად უნდა გათვალოთ თქვენი ბიუჯეტი. ამ საკითხთან დაკავშირებით რაციონალური მიდგომაა საჭირო.თქვენი სახლის პროექტი და მისი მშენებლობის ღირებულება, რეალურად უნდა იყოს მორგებული თქვენს რეალურ შემოსავალს.სწორად გათვლილი ბიუჯეტი, ეს იგივე სახლში ჩადებული ინვესტიციაა.თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ არ არის გამორიცხული დადგეს დრო, როდესაც ამ სახლის გაყიდვას მოისურვებთ, ამიტომ თავიდანვე აჯობებს გათვალოთ, რა ეღირება თქვენი სახლი მეორედ ბაზარზე.აქედან გამომდინარე, სანამ სახლის აშენებას გადაწყვეტთ, დააზუსტეთ რამდენი გაქვთ ფული. მოიმარჯვეთ კალამი და ჩამოწერეთ თქვენი გეგმა.

მოკლედ, პირველი რაც თქვენ დაგჭირდებათ ეს არის მიწის ნაკვეთი.თუ მიწა ჯერ არ გაქვთ, ნაკვეთი აუცილებლად იქ უნდა შეარჩიოთ სადაც სეისმურად მყარი რაიონებია, ახლოს არის კომუნიკაციები (ელექტროენერ გია, წყალი, გაზი, კანალიზაცია) და საავტომობილო გზა. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის სასურველ ნაკვეთთან არ არის, იცოდეთ რომ დამატებით ხარჯის გაწევა მოგიწევთ. ნაკვეთის შეძენამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია არქიტექტორთან, ან მერიაში, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე შესაძლოა რაიმე შეზღუდვა, წითელი ხაზები, ან თუნდაც კოეფიციენტი არ აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს. ამ ყველაფერთან ერთად, რაც ყველაზე მთავარია, მიწის ნაკვეთი აჯობებს, სწორ ვაკე ადგილას იყოს, ვინაიდან მშენებლობის ხარჯიც უფრო ნაკლები გექნებათ.თუ გრუნტი კლდოვანია, ან შემაღლებულ ადგილას (გორაკი) არის მისი მოსწორება ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა, შესაძლოა სამშენებლოდ მასალა (არმატურა, ბეტონი) ნაკლები დაგჭირდეთ, ვიდრე სუსტ გრუნტზე .ერთი სიტყვით რომ ვთქვათ საძირკველის მოწყობა ვაკე ადგილას ბევრად გაგიადვილდებათ.

ნაკვეთის არჩევის და გადაწყვეტილების მიღების

შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ პროექტი.სახლის პროექტირებამდე უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად დაჯდეთ და ერთად გადაწყვიტოთ მომავალი სახლის დიზაინი..განიხილეთ თქვენი ცხოვრების წესი, გაითვალისწინეთ ერთმანეთის ინტერესები, საჭირო ოთახები (აუზი, საუნა, კაბინეტი და ა.შ) პროექტი შეიძლება ინტერნეტ სივრცეში ან ჟურნალებში მოიძიოთ (თანამედროვე ცხოვრებაში შეგიძლიათ სულაც მზა პროექტი იყიდოთ) თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომელი ქვეყნის საიტზე ნახეთ თქვენთვის სასურველი დიზაინი, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში სახლის პროექტი გათვლილია მათი ქვეყნის ჰავასა და გრუნტზე, რაც საქართველოში ფაქტობრივად არ გამოგადგებათ, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ თქვენი მომავალი სახლის წარმოსახვით პროექტს ფურცელზე გადაიტანთ.ჩაწერეთ რა გსურთ, როგორი ვიზუალით და დაწვრილებით ჩაინიშნეთ ყველაფერი, მათ შორის კედლების სისქე, ჭერის სიმაღლე, სწორი გადახურვა გინდათ, თუ მანსარდა.ყველაზე სწორი ნაბიჯი კი იქნება თუ მოიწვევთ არქიტექტორს, ვინაიდან მას თქვენზე მეტი ესმის და მეტი გამოცდილებაც აქვს ამ სფეროში. პროექტის შედგენამდე აუცილებელია მერიის არქიტექტურის სამსახურთან გარკვეული საკითხების შეთანხმება( პროექტის შეტანხმება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება....) ნუ იხელმძღვანელებთ რამდენად იაფად გააკეთებს ის თქვენს პროექტს, ნუ აჩქარდებით, ჯერ გაეცანით რამდენიმე არქიტექტორის ნამუშევარი და თუ საშუალება გექნებათ, მიდით ადგილზე და დაათვალიერეთ რეალურად როგორ არის განხორციელებული პროექტები. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მზა პროექტები მოიძიოთ თბილისის მერიის საიტზე და თუ რომელმე პროექტი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, არც მისი ავტორის მოძებნა გაგიჭირდებათ.

პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფიქრი დაიწყეთ სამშენებლო მასალასა და უშუალოდ მშენებლობაზე.ყველა სამშენებლო მასალას აქვს ფასი, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ხარჯთაღრიცხვაში იქნება მითითებული


სახლის ხანგრძლივად გამოყენებისთვის აჯობებს რკინაბეტონის, ან აგურის სახლი აიშენოთ.რკინაბეტონის კარკასული სახლი ბევრად მარტივია კონფიგურაციის თვალსაზრისით.შენობის დაგეგმარებაში უფრო მეტი შესაძლებლობებია ( ვინაიდან კარკასი იღებს მთელ დატვირთვას თავის თავზე) რაც მაგალითად აგურით ნაშენებ სახლზე გაგჭირდებათ.აგურის სახლს არქიტექტურული თვალსაზრისით, გარკვეულად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.თუ საზაფხულო (დაჩა) სახლის აშენებას აპირებთ, მაშიან ჯობია ხის კოტეჯი ააშენოთ. კარგად დამუშავებული ხე ათობით წელს გაუძლებს, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აშენება უნდა მოხდეს წესების სრული დაცვით (ელ.გაყვანილობა, კანალიზაცია და ა.შ)

რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობას, რა თქმა უნდა, იაფი ჯდება იმ შემთხვევაში თუ ამას თქვენ თავად გააკეთებთ, მაგრამ ამასთანავე საჭიროა იყოთ პროფესიონალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დანაზოგი შეიძლება დაგეგმილზე ბევრად მეტი დაგიჯდეთ. ალბათ მიხვდით, ამ შემთხვევაში, მშენებლობის თქვენგან ორგანიზებაზეა საუბარი, მუშახელის მოძებნა, მათი კვალიფიკაციის დადგენა, სამშენებლო ობიექტის მუდმივი კონტროლი, პროექტის და შესრულებული სამუშაოს ერთმანეთთან შედარება, სამშენებლო მასალის კონტროლი და არა თქვენი ხელით მშენებლობა.

დღეის მდგომარეობით უამრავი სამშენებლო კომპანიაა და ჯობია თქვენი მომავალი სახლი მათ მიანდოთ.თუმცა სანამ კონკრეტულად რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ ყველა დეტალი. დაწვრილებით ჩაინიშნეთ მათი შემოთავაზებები (არსებობს კომპანიები რომლებსაც აქვთ ფიქსირებული ღირებულება 1მ2-ზე, სადაც სრული არქიტექტურული მომსახურება ან მიწის ღირებულებაც შესულია) ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას და თუ თქვენ მის გაანალიზებას ვერ შეძლებთ, მიმართეთ იურისტს.ნუ დაიზარებთ და მოითხოვეთ მათ მიერ განხორციელებული ობიექტების ადგილზე დათვალიერება.შეამოწმეთ მასალის და მშენებლობის ხარისხი. შეადარეთ ფასები კომპანიებს შორის და შეეცადეთ დინჯათ მიიღეთ გადაწყვეტილება. გისურვებთ წარმატებებს


პატივისცემით მარი კავთელიშვილი

0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:მარინე კავთელიშვილი
მარინე კავთელიშვილი
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0