x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ"... - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

image1 ჯოჯოხეთური წელი უშენოდ ჩემო სიცოცხლე-წერს სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი და ემოციურ ჩანახატს აზიარებს:

გიორგი შაქარა მარიამის ჩანახატები


-გიო, ხვალ მე თუ შენ?
-მე!
-თუ შენ, მაშინ მე გამომყევი, არავითარი სალონი, არავითარი იუბილე, მე და შენ მივდივართ ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო შ ი!
-ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები, დაბადების დღეზე მელოდებიან.
-ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ...
-დილას შენს საქმეზე წავიდეთ, შენ დაბეჯითებით და მტკიცედ ისაუბრე, ისე, როგორც იცი, სამართლიანად და შეუპოვრად. მე კი გვერდით გედგები უხილავად და გაგამხნევებ.
-ეგ კი, მაგრამ საღამოს?
-ნუ დაიჟინებ, სულ ცოტა ხნით გავქროლდები ქალაქგარეთ, ერთ გოგონას ოქროს იუბილედან ახალ ათვლას მივულოცავ და მალე წამოვალ.
-აღარ აღნიშნავს ის გოგონა დაბადების დღეს, გადაიფიქრა.
-შენ რა იცი?
-არა, არ ვიცი, მაგრამ იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს!
-შენ რომ ასეთი არ ხარ, არც მსგავსი რამ რომ არ წამოგცდენია არასდროს, ახლა რა დაგემართა?
-რა და, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას ვამბობ!
-მერე რატომ ფიქრობ ასე მკაცრად და სასტიკად?
-ალბათ გინდოდა გეთქვა, დამსახურებულად...
-კარგი, ნუ ჩაუღრმავდები ასე...
გადავიფიქრე, აღარ მივდივარ.
-რა კარგიააააა, გადარჩებიიიიი...............
-კარგი, ვთქვათ მე გადავრჩი, სხვა?
იგივე გზაზე, იგივე ღამეს, იგივე ხალხის პირისპირ...
-შენ არა, მაშინ მე...
პ. ს.
-ჰმ, მე სად წავიდე?..
-შენ მიშოს მიულოცე, ხვალ მისი დაბადების დღე არის, ოცი წლის იუბილე. შენსკენ სავალი გზის ძებნაში მასაც ხომ შემოაღამდა...
-მიშო ისედაც სულ ჩემთან არის, წამითაც არ ვიშორებ გვერდიდან...
-შარშან ერთად რომ წასულიყავით, ნეტავ რა და როგორ იქნებოდა, გიო?..
-იგივე, რაც დღეს...
-..........................................
image
შეგახსენებთ, 2020 წლის 18 ივნისს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, მივიდა სტუმრად, სადაც მისი ახლობელი გოგონას დაბადების დღე აღინიშნებოდა, თუმცა იგი ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოერე დღეს 19 ივნისს მიმართა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ შაქარაშვილის გვამი მყვინთავებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მთლიანად 17 პირი იყო დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
image

საფეხბურთო კლუბ საბურთალოს გადაწვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა.

image

0
159
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0