x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
იაპონელებმა გიგანტურ ქანდაკებას პირბადე გაუკეთეს

ოთხ მუშას სამი საათი დასჭირდა ამ მასიური 5 მეტრიანი და 35 კგ-იანი ნიღბის გასაკეთებლად.



image

15 ივნისს იაპონელი მუშები ბიდისტი ქალღმერთის ქანდაკებას სახეზე პირბადეს ამაგრებენ


ეს არის უბედურებისაგან მფარველი ბუდისტური ღვთაება გუანინი, იგივე კანონი. მასზე პირბადის მიმაგრება იაპონელებისთვის ნიშნავს ლოცვას კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის.



57 მეტრის სიმაღლის თეთრი ქანდაკება 33 წლისაა და მდებარეობს ჰუკოკოჯუი აიზუ ბეტსუინის ტაძარში, ფუკუშიმას პრეფექტურაში.



ამ ქანდაკებას მლოცველები ხშირად აკითხავენ, რომელსაც შესთხოვენ ჩვილების უსაფრთხო მშობიარობას და ახალშობილების კურთხევას, ახლა კი პანდემიის დასრულებასაც.



ტაძრის მენეჯერის თაკაომი ჰორიგანის თქმით, ქანდაკებაზე ნიღბის გაკეთების იდეა მუშებს გაუჩნდათ მას შემდეგ რაც იგი თებერვალში მიწისძვრის დაზიანების შედეგად აღადგინეს.


ჰორიგანმა თქვა, რომ ისინი აპირებენ ნიღაბი მანამდე დაუტოვონ ქანდაკებას, სანამ Covid-19 იქნება იაპონიაში.


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0