x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ნათია ლაზაშვილს განახლებული „კურიერი“ აღარ მიჰყავს
image


17 ივნისიდან რუსთავი 2ის ეთერში საინფორმაციო გამოშვებების ფორმატის ცვლილება განხორციელდა. არხზე მოწვეული ცნობილი უცხოელი პროდიუსერების რეკომენდაციებით ტელეკომპანიამ გადაწყვიტა საინფორმაციო გამოშვებებს ერთის ნაცვლად ორ-ორი წამყვანი ჰყავდეს. ორი წამყვანით გადის კურიერი 12-ზე, 3-სა და 6 საათზე. მათ შორის გიორგი სანაიას შვილმა სანდრო სანაიამ დილის გადაცემიდან კურიერში გადმოინაცვლა.


გასულ წლებში ორი წამყვანი მხოლოდ კურიერის მთავარ გამოშვებას, საღამოს ცხრა საათზე ჰყავდა. დღის გამოშვებები კი ეთერში თითო წამყვანით გადიოდა. მას შემდეგ რაც ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2 გვარამიას გუნდს ჩამოართვა და მისი მენეჯმენტი ძირეულად შეიცვალა, კურიერის მთავარი გამოშვებაც მხოლოდ ერთი წამყვანით დაბრუნდა ეთერში და ეს ნათია ლაზაშვილი იყო.


16 ივნისს თავად ნათია ლაზაშვილმა კურიერში 9 საათზე დააანონსა, რომ ხვალიდან კურიერის მტავარ გამოშვებას წყვილში, დავით კაკულია და ნათია ლაზაშვილი გაუძღვებოდნენ. თუმცა 17 ივნისს მთავარ გამოშვებაში დავით კაკულიას გვერდით ნათია ლაზაშვილი არ მჯდარა. განახლებული კურიერის მთავარი გამოშვება ამჯერად თამთა გაზაშვილმა წაიყვანა.



იგივე განმეორდა 18 ივნისსაც. არც მეორე დღეს დამჯდარა ნათია ლაზაშვილი კურიერის განახლებულ ფორმატში... რას უკავშირდება ეს და რატომ აღარ ჩანს რუსთავი 2-ის ძირძველი სახე განახლებულ საინფორმაციო ეთერში, ამის შესახებ რუსთავი 2-ს განმარტებები არ გაუკეთებია, არც ისაა ცნობილი, როდის გამოჩნდება ლაზაშვილი ეკრანზე. ერთნი იმასაც ამბობენ, ლაზაშვილს მთავარი გამოშვების დუეტში წაყცანა არ სურდაო. ამ ჭორებს საფუძველი იმანაც აუდო, რომ რუსთავი 2-ზე დაბრუნებისას ლაზაშვილის ერთერთი მთავარი პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ მთავარ გამოშვებას ის მარტო გაუძღვებოდა. მაშინ არხის ხელმძღვანელობა მის ამ მოთხოვნას დაეთანხმა... ამდენად, ადვილი შესაძლებელია, ლაზაშვილსთვის განახლებული ფორმატი მიუღებელი იყოს.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაზაშვილი კურიერის ეთერიდან 2019 წლის ოქტომბერში არხზე დაბრუნებიდან ერთ თვეშიც გაქრა. მაშინაც გავრცელდა ხმები, რომ მან არხი დატოვა და აშშ-ში გადავიდა. მისი ფეისბუქის გვერდიც ადასტურებდა, რომ ტელეწამყვანი ნამდვილად შტატებში იმყოფებოდა. მალევე აღარ დადასტურდა ლაზაშვილის მხრიდან რუსთავი 2-ის დატოვების ხმები და ის ეთერს დაუბრუნდა. განმარტება კი ასეთი გააკეთა:


„ჩემი შტატებში გამგზავრება დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და გათვალისწინებული. როცა არხზე დავბრუნდი და კურიერი აეწყო, თავს უფლება მივეცი დროებით მესარგებლა და ჩანაფიქრი განმეხორციელებინა.“ - აღნიშნა ლაზაშვილმა.


რამდენად ხანმოკლე აღმოჩნდება ამჯერად ლაზაშვილის ეკრანიდან გამოჩენა, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად ის არც განახლებულ ეთერში გამოჩენილა და არც სოციალურ ქსელშია რაიმე არგუმენტი. არც მისი გუნდის წევრებს გაუკეთებიათ განმარტება




ნათია ლაზაშვილს „კურიერი“ 1995 წლიდან მიჰყავდა. მან „რუსთავი 2“ 2006 წელს, პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც არხის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე გაათავისუფლეს. 2012 წელს, რვა თვე, ლაზაშვილმა „მეცხრე არხში“ იმუშავა და საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული „მეცხრე არხი“ მან პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ, 2013 წელს ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი იყო.

0
416
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0