x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"კარგი ექიმი რომ იყოს, იქ არ იჯდებოდა, რადგან კარგ ექიმებს ბანძ შოუებში დროის გატარების დრო, არ აქვთ" – მარიამ სირბილაძე

image


ექიმ-რეზიდენტს, გიორგი ღოღობერიძეს "პრაიმშოუში" სტუმრობისას გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ნინო ნადირაძე - კუზანოვა დაუპირისპირდა და ის პანდემიის პერიოდში საზოგადოებისთვის არაერთი სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებისთვის გააკრიტიკა. ნადირაძე - კუზანოვას თქმით, მიუხედავად იმისა რომ თავად ლიცენზირებული ექიმია საკუთარ თავს იმის უფლებას არა აძლევს სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანებს კონკრეტული რჩევები მისცეს და პრეპარატები ურჩიოს. გიორგი ღოღობერიძეს უამრავი მოქალაქე გამოეხმაურა. ექიმს რომელიც ხალხს ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მათ შორის ერთ - ერთი გახლავთ მარიამ სირბილაძე, რომელმაც გიორგი ღოღობერიძეზე გადაცემის წამყვანის მიერ თავდასხმა წინასწარ კარგად დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა და მის როგორც კარდიოლოგის კომპეტენციაშიც ეჭვიც შეიტნა. უცვლელად გთავაზობთ მარიამ სირბილაძის საკმაოდ ვრცელ ფეისბუქპოსტს, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა: "თქვენ ხომ იცით ჩემი დამოკიდებულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? ყოველთვის მიჭირს ადამიანს ექიმი ვურჩიო, თუ პირადად არ მაქვს უნაკლო გამოცდილება. განვმეორდები -უნაკლო !ვთვლი, რომ გიორგი ღოღობერიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი იქნება მომავალში . რაც ძალიან მახარებს . თუმცა ამ ეტაპზე, გიორგისთან კონსულტაციას მე პირადად არ გავივლიდი . ვინაიდან ჩემი მდგომარეობის მართვა, მოითხოვს დიდ გამოცდილებას . (ზოგადად ონკოლოგიური პაციენტის ქეისები, ყოველთვის ძალიან საპასუხისმებლო და რთულია ) . არც მგონია რომ ვინმე გადიოდეს კონსულტაციას, რავიცი . მაგრამ, მაააგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მისი ვიდეოები ნანახი მაქვს ვთვლი, რომ ძალიან ბევრ სწორ ინფორმაციას ფლობს და ეს ყველაფერი თავადაც ძალიან ეხმარება განვითარებაში . ასევე, მისგან მოწოდებული ინფორმაცია, უმარტივესად შეგიძლიათ გადაამოწმოთ სანდო წყაროებში, ამის საშუალებას ინტერნეტიც გვაძლევს . ვისაც მედიცინა გვაინტერესებს და შეხება გვაქვს, ვთვლი რომ ყველა ვაკეთებთ ამას .ნინო ნადირაძის უქაჯესი წიკვინი, ძალიან წინასწარ დაგეგმილი კონცერტი იყო . გიორგი ღოღობერიძის არ ვიცი, მაგრამ ამ ქალის, როგორც კარდიოლოგის კომპეტენციაში უდიდესი ეჭვი მეპარება . იმის გათვალისწინებით, რა პასუხისმგებლობას მოიცავს გულის პრობლემების მართვა. აქვე, ჩემი მოკრძალებული აზრით, ნინო რომ კარგი ექიმი იყოს, იქ არ იჯდებოდა, სადაც ეხლა ზის . რადგან კარგ ექიმებს ბანძ შოუებში დროის გატარების დრო, უბრალოდ არ აქვთ . მაქსიმუმ სტუმრად მიიწვიონ . ასევე ეჭქვეშაა მისი ჟურნალისტური გამოცდილება და ცოდნაც . რაც არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა .ამიტომ, არც იქეთ რომ არ ხარ და არც აქეთ . არც ექიმი რომ ხარ წესიერი და ჟურნალისტი მითუმეტეს, რანაირი თვითშეფასება და ეგო გაქვს ასეთი შექალო, რომ სხვას მოუწოდო აკეთოს ის, რაც შენვე გევალება და არ აკეთებ? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლების მერე, გიორგი ღოღობერიძით ძალიან იამაყებს ქართული მედიცინა . რადგან მართლა გვჭირდება კარგი ექიმები ჩვენს ქვეყანაში და ამ ბიჭს ამის დიდი პოტენციალი აქვს . ნინო ნადირაძე-კუზანოვა ოდესმე შეწყვეტს გურანდა გაბუნიობას, იმედია და იქ დაგება სადაც მისი ადგილია . თუ ოდესმე იპოვა, ცხადია. საკამათოდ არ დამიწერია"- დაწერა მარიამ სირბილაძემ სოციალურ ქსელში.

0
512
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
512