x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
30 უჩვეულო ფაქტი სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, რომელიც სიველურედ მოგეჩვენებათ
image


ალბათ, დამეთანხმებით, რომ მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი - სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მახასიათებლების გაცნობაა. უცხოელები არაერთხელ გაგაოცებენ თავიანთი სამზარეულოთი, მენტალიტეტითა თუ მხოლოდ მათთვის მიღებული ქცევის ნორმებით, თუმცა ზოგჯერ სიტყვა "გაოცება" - იმ მოვლენათა ემოციების აღსაწერად რაც აღნიშნულ სტატიაში გელით მართლაც რომ არასაკმარისად მოგეჩვენებათ.



ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა


2020 წლიდან იქ ავტობუსით მგზავრობისას ერთ ევროცენტსაც არ გადაიხდით.


image


საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ქვეყნის სტუმრებისთვისაც.





ნეპალის დროშა არ არის მართკუთხა


თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს, რომლის დროშაც მართკუთხა არ არის - და ეს ნეპალია.


image


1962 წლამდე, დროშაზე გამოსახული იყო მზე და ნახევარმთვარე, რომელსაც ადამიანის სახე ჰქონდა, თუმცა ისინი მოდერნიზებული დროშიდან ამოღებულია.





იაპონიაში ხის აბაზანები გამოიყენება


ამომავალი მზის ქვეყანაში შეიძლება ოფუროს აბაზანებს წააწყდეთ, რომლებიც ტრადიციულად ხისგან მზადდება.


image


მცირე ზომის აბაზანები ზედგამოჭრილია მინიატურული იაპონელებისთვის, თუმცა ისინიც კი მასში მხოლოდ მჯდომარედ თუ ეტევიან.



იაპონიაში შუქნიშანზე მწვანე ფერის ნაცვლად - ლურჯია


image


თუ თქვენ იაპონელების საუბარს ყურადღებით მოუსმენთ, ისინი შუქნიშანის მწვანე ფერს რატომღაც ლურჯს უწოდებენ, ხოლო გზებზე კი მწვანე ფერის ყველაზე ლურჯი ტონი გამოიყენება, რაც მხოლოდ კანონით არის ნებადართული.





იტალიაში პოლიციის თანამშრომლები სპორტული მანქანით "Lamborghini"- ით გადაადგილდებიან


image


მწარმოებელმა რამდენიმე ავტომობილი ადგილობრივ სამართალდამცველებს საჩუქრად პირადად გადასცა, თუმცა ეს უფრო პიარ - აქციას ჰგავდა, ვიდრე გავრცელებულ პრაქტიკას.




კოლუმბიაში მარილიან ყველს ცხელ კაკაოში ალბობენ


image


მართალია, ტკბილი კაკაოს მარილიან ყველთან კომბინაცია ცოტა უცნაურად გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში გემო მართლაც საინტერესო აქვს.





საფრანგეთში რძეს მაცივარში არ ინახავენ



ჩვენ რძეს როგორც წესი, მაცივარში ვინახავთ, თუმცა აი, ფრანგები კი ასე არ იქცევიან.


image


საქმე პასტერიზაციის სხვადასხვა ტექნოლოგიაშია, საფრანგეთში ეს პროცესი მაღალ ტემპერატურაზე ხდება, რის შედეგადაც ასეთი რძის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზეც არის შესაძლებელი.





ყველაზე გრძელი სახელწოდება ახალ ზელანდიაში


ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ - სწორედ ასე ჟღერს გორაკის სახელი ახალ ზელანდიაში. მისი სახელწოდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხშირად შემოკლებულად წარმოითქმის როგორც "ტაუმატა".


image


ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტოპონიმიაა და დაახლოებით ასე ითარგმნება: "მწვერვალი, სადაც ტამატეა, ადამიანი დიდი მუხლებით, მთებზე მცოცავი, მიწების მყლაპავი რომელმაც იმოგზაურა, უკრავდა თავის ფლეიტას თავისი შეყვარებულისთვის".





ინგლისში ადამიანები ყველის დიდ თავს დასდევენ


image


ეს გახლავთ ხალხური ინგლისური გართობა, როდესაც ყველის დიდ თავს ციცაბო მთიდან უშვებენ, შემდეგ კი ხალხის უზარმაზარი მასა მის დაჭერას ცდილობს.



რა ეკვადორელი მენაგვეები, და რა ამერიკიელი მენაყინეები


ფილმებში ალბათ, ხშირად გსმენიათ ნაცნობი მელოდია, რომელსაც შეერთებულ შტატებში სანაყინე ფურგონები გამოსცემენ.

image


ეკვადორში ნაგვის მანქანებსაც ზუსტად იგივე მელოდია აქვთ.





სახიფათო კიბეები ნიდერლანდებში


image


ნიდერლანდებში ტრადიციულად ძალიან მაღალ და ხვეულ კიბეებს აშენებენ იმის გამო რომ სახლებში თავისუფალი სივრცის თითოეული სანტიმეტრი დაზოგონ.





ბიუსჰალტერის სპეციალისტები ჰონგ კონგში


ჰონგ - კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებში შეგიძლიათ ბიუსტჰალტერის დიზაინის სპეციალობას დაეუფლოთ.


image


დიახ, ეს ნამდვილად სერიოზული სფეროა.





მონაკოს გადაკვეთა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ერთ საათში შეიძლება


მონაკო - სიგრძეზე გადაჭიმული, ძალიან პატარა სახელმწიფოა.


image


მთელი ქვეყნის სიგრძეზე გადაკვეთა მხოლოდ ერთ საათშია შესაძლებელი, და თან ისიც ფეხით.





იტალიური რესტორნები მომსახურების საფასურს იღებენ



იტალიურ რესტორანში ვახმობის შემდეგ ანგარიშში, შესაძლოა უცნაური რამ აღმოაჩინოთ - გადასახდელ თანხაში დამატებით პერსონალის მომსახურებაც იქნება დამატებული.


image


თუმცა ცალკე "თიფის" დატოვება აღარ მოგიწევთ.




აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში პანდემიის დაწყებამდე ნიღბებს მასიურად ატარებდნენ


მოგეხსენებათ, პანდემიამ მთელ მსოფლიოს ნიღბების ტარება აიძულა, თუმცა ამ ფაქტმა აღმოსავლეთ აზიელთათვის დიდად არაფერი შეცვალა.


image


იმავე სამხრეთ კორეაში გაციებისას მისი ტარება ჩვეულებრივი მოვლენაა.




შოტლანდიაში შოკოლადის "მარსის" ბატონებს წვავენ


image


დიახ, დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ შოტლანდიელები "მარსის" შოკოლადის ბატონებს წვავენ.





იტალიაში კაპუჩინო - საუზმეზე დასალევი სასმელია.


იტალიელები კაპუჩინოს როგორც წესი, დილით მიირთმევენ.


image


ვინაიდან რძე მათთვის დღის ამ მონაკვეთს უკავშირდება.





ბამბუკის საშრობები სინგაპურში


ტიპიური სცენა სინგაპურისთვის - ღია ფანჯრებში გაყოფილი ბამბუკის გრძელი ბოძები.


image


ადგილობრივები მათ სარეცხის გასაშრობად იყენებენ.





წყლის ბრძოლები ტაილანდში


ტაილანდური ახალი წლის - 13 აპრილის აღნიშვნა დაკავშირებულია მასიურ წყლის ბრძოლებთან, რომელშიც როგორც ახალგაზრდები, ასევე მოხუცები მონაწილეობენ.


image


ამ დღეს იქ მშრალი უბრალოდ არავინ რჩება.




კოსტა - რიკაში ქუჩის მანიშნებელი ნიშნები არ არის


კოსტა - რიკაში შეგიძლიათ იპოვოთ მხოლოდ ქუჩების სახელები, თუმცა ვერ იპოვით იქამდე მისასვლელ საინფორმაციო ნიშნებს.


image


ამ ქვეყანაში გზებს ღირშასანიშნაობების მიხედვით იკვლევენ.






შეჯიბრებები ფინეთის საუნებში


image


ფინელების სიყვარული საუნას მიმართ იმდენად დიდია, რომ ამ ქვეყანაში შეჯიბრებებიც კი იმართება იმის გასარკვევად თუ ვის შეუძლია ორთქლის ოთახში უფრო დიდი ხნით დარჩენა.





შეუზღუდავი სიჩქარის ავტომაგისტრალები გერმანიაში


მოგეხსენებათ, რომ სიჩქარის შეზღუდვა - უმეტეს ქვეყანაში უმკაცრესი წესია.


image


მაგრამ გერმანიაში ავტობანის გარკვეულ მონაკვეთებზე ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, და შეგიძლიათ ისე სწრაფად იმოძრაოთ, როგორც გსურთ.




აბაზანაში მოცურავე კობრიები სლოვაკეთში


შობის დღესასწაულის წინ, სლოვაკეთში, ნებისმიერ ოჯახში სტუმრობისას შესაძლოა აბაზანაში მოცურავე კობრიებს გადააწყდეთ.


image


ასე წმენდენ სლოვაკელები თევზის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მის მომზადებამდე.





ნიდერლანდებში ფარდა - ჟალუზებს არ ხმარობენ


როგორც ჩანს, ჰოლანდიელებს გარეშე თვალისგან დასამალი აბსოლუტურად არაფერი აქვთ, რადგან ქვეყანაში ფანჯრების უმეტეს ნაწილზე ფარდა - ჟალუზები არ არის.


image


რაც პროტესტანტული კულტურის მემკვიდრეობა გახლავთ.





ბრაზილიაში თმის გაღიავება ისეთივე პოპულარულია, როგორც მისი მოცილება


როგორც წესი, ქალები სხეულიდან ზედმეტი თმის მოსაცილებლად დეპილაციას მიმართვენ.


image


ბრაზილიელი ქალბატონები კი, თმის მოშორებას გაუფერულებას არჩევენ.



სამხრეთ კორეაში წითელი კალმით დაწერა - ცუდის ნიშანია


ოდესღაც სამხრეთ კორეაში, გარდაცვლილთა სახელებს მხოლოდ წითელი მელნით წერდნენ.


image


ტრადიცია გაქრა, ცრურწმენა კი - დარჩა.





იაპონიის ზოგიერთ ქუჩას სახელი არ აქვს


იაპონიაში განსხვავებული ადრესაციის სისტემა მოქმედებს. იქ აღნიშნავენ კვარტლებს და არა მათ შორის არსებულ გზებს (ქუჩებს).


image


იაპონიაში საფოსტო მისამართი ასე მუშაობს: ქვეყანა, პროვინცია, ქალაქი, რაიონი, კვარტალი, სახლი, პიროვნება.





თურქეთში ქათმის მკერდის დესერტი არსებობს


თურქები ქათმის მკერდს ხარშავენ, კეპავენ და პიურედ აქცევენ, უმატებენ რა შაქარს, რძესა და სხვა სანელებლებს, ქათმის ხორცისგან მომზადებულ რძის პუდინგს "Tavuk göğsü" ("ქათმის მკერდი") ეწოდება.


image


დესერტი სპეციფიკური გემოვნების მქონე გურანებისთვისაა განკუთვნილი. "Tavuk göğsü" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დელიკატესია, რომლითაც თოფქაფის სასახლეში ოსმალეთის სულთნებს უმასპიძლდებოდნენ.





"გაუღიმე პატარა ჩიტს" ნიდერლანდებში



როდესაც ადამიანს ფოტოს უღებენ, თითქმის ყველგან სთხოვენ მას სიტყვა - "ყველის" წარმოთქმას, რათა როგორმე მას სახეზე ღიმილი მოჰფინონ.


image


ჰოლანდიელები კი, ამის ნაცვლად წარმოსთქვამენ - "lach eens naar het vogeltje" - "გაუღიმე პატარა ჩიტს".





შვედეთში გაფუჭებულ თევზს მიირთმევენ


სიურსტრემინგი - ასე ჰქვია შვედეთის ეროვნულ კერძს, რომელიც გაფუჭებული ქაშაყისგან მზადდება.


image


მხოლოდ მისმა სუნმა შეიძლება რომ ცუდად გაგხადოთ, თუმცა ადგილობრივები მას დელიკატესად თვლიან.









0
1253
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1253