x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ მოვიპოვოთ პატივისცემა ოჯახში
ოჯახი

მკლევრები მიუთითებენ, რომ ჩვენს სახლებშიც კი, სადაც, წესით სრულყოფილი გარემო უნდა იყოს, თითქოს რაღაც ისე არ არის - ურთიერთპატივისცემა ქრება და ამას ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. ჩვენს სამყაროში ურთიერთპატივისცემა თითქოს აღარც ახსოვთ. ასეთ სიტუაციაში მასზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისად მოქმედება სერიოზული გამოწვევაა.

არსებობს რჩევები, რომლებიც ოჯახში პატივისცემის გამოსახატავად და ჰარმონიის დასამყარებლად გამოგვადგება:

თავი სათანადოდ გეჭიროთ: პატივისცემის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გვიჭირავს თავი სახლსა და სამსახურში. მაგალითად, თქვენი ჩაცმულობა კარგად მეტყველებს თქვენს პიროვნებასა და დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის მიმართ. კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა, ზომიერი დიეტა, ფიტნესი და ჰიგიენა გარშემომყოფებს თქვენ მიმართ პატივისცემის გრძნობას უჩენს. როცა შესაფერისად არ გაცვიათ, ამით სხვებს მიანიშნებთ, რომ საკუთარ თავსა და სხეულზე არ ზრუნავთ. ეს კი თქვენდამი პატივისცემის გრძნობას ამცირებს. მაგრამ მცდარია მოსაზრება, რომ პატივისცემის დამსახურება მხოლოდ კარგი და გემოვნებიანი ჩაცმით მიიღწევა, სათანადო ქცევაც საჭიროა. პატივისცემის მოსაპოვებლად აუცილებელია:კარგი მანერები, შესაბამისი მეტყველება და თავდაჯერებულობა.


ისწავლეთ მოსმენა: თუ გინდათ, ოჯახში პატივს გცემდნენ, ხშირად მოუსმინეთ შვილებს და მათაც იგივე ასწავლეთ. როცა ადამიანს გულისყურით უსმენთ, ამ დროს თქვენ მის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ. ყველა ადამიანს, მიუხედავად ასაკისა, აქვს რაღაც განსაკუთრებული, რისი თქმაც სურს. მათ მხოლოდ თავიანთი აზრის გაზიარება სურთ. გარდა ამისა, როცა თქვენ გულწრფელად უსმენთ მეუღლეს ან ბავშვებს, ჩვეულებრივ, ისინიც მსგავსად იქცევიან.

მიაჩვიეთ ბავშვები წესრიგს: წესრიგი ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა საიმისოდ, რომ თქვენს შვილებს დაფასება და პატივისცემა ასწავლოთ. ბევრ მშობელს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა უფრო აქვს, ვიდრე დედაშვილური, მაგრამ ასეთ ურთიერთობაშიც ზომიერებაა საჭირო - შვილებმა მშობლისადმი პატივისცემა არ უნდა დაკარგონ. დისციპლინა და წესები ეხმარება ბავშვებს, გააცნობიერონ უფროსებისა და ავტორიტეტების მნიშვნელობა, ასევე როგორ დააფასონ სხვები და მიიღონ საპასუხო პატივისცემა. ცხადია, დისციპლინა არ გულისხმობს უხეშად მოპყრობას. ასწავლეთ შვილებს პატივისცემის გამოხატვა და დაარწმუნეთ ამის აუცილებლობაში.

დააკვირდით საკუთარ საქციელს: დაფიქრდით და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი თავი. ისეთი პატივისცემით ეპყრობით ოჯახის წევრებს, როგორსაც იმსახურებენ? ხშირად პასუხობთ უხეშად? იშვიათად იცლით მოსასმენად? შვილებისათვის პატივისცემის გამოხატვის სწავლება მშობლების მაგალითით იწყება. თუ მშობლები პატივს არ სცემენ ოჯახის სხვა წევრებს, არც მათი შვილები მოიქცევიან თავაზიანად. ბავშვები დაფასებასა და პატივისცემას ხილული მაგალითით სწავლობენ. ასე, რომ დაიწყეთ საკუთარი თავით.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:შოღიკ სიმონიან
შოღიკ სიმონიან
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0