x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რატომ უყვართ იაპონელებს საკურა?

image

შუა საუკუნეებში, ერთი სოფლის მამასახლისს, რომელსაც "საკურა" ერქვა, ფეოდალი ძალიან ცუდად ექცეოდა, მის შვილებს კი სცემდა. საკურა ადგა, წავიდა და ფეოდალი სიუგუნთან დააბეზღა, მერე ბავშვებს გახადა და მათრახით ნაცემი ზურგი აჩვენა. სიუგუნმა ფეოდალი დასაჯა. დეოდალმა შურისძიება გადაწყვიტა და ხელქვეითებს უბრძანა, რომ საკურა და მისი შვილები ალუბლის ხეზე მიებათ და სიკვდილამდე ეცემათ. მოხდა ისე, რომ თეთრად აყვავებული ალუბლის ხე წითლად შეიღება. იაპონელებს სხერათ, რომ საკურა უცოდველი ბავშვების სისხლითარის შეღებილი და მას უდიდესი პატივი უნდა სცენ. მცენარე სულ რამდენიმე დღე ყვავის და ეს მათთვის საოცარი დღესასწაულია, რაც კიმონოშიც აისახება: ვარდისფერი, რძისფერი თეთრი, ოდნავ მუქი ვარდისფერი - ეს გაზაფხულზე სატარებელი კიმონოს ფერებია და საოცრად ლამაზია. აუცილებელია ქალმა ატაროს გაშლილი ქოლგა, გაშლილი ქოლგა ნიშნავს, რომ მის ქვეშ მისი სივრცეა.

საიმპერატორო კარს თავისი ფერი აქვს - მათი კიმონოები ყვითელი, ოქროსფერია და მოქარგულია ბამბუკის ყლორტებით, ნაზი იელებით; ასევე, აუცილებლად არის თეთრი საკურა, თეთრი ქრიზანთემები და სხვადასხვა ფორმის მარგალიტები.

2
46
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
46
  
2021, 23 ივნისი, 20:55
იაპონელებივით მიყვარს მეც საკურა, მადამ ფისუნია :)
0 1 2