x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
მორიგი აღსანიშნავი კონცერტი "ხატია ბუნიათიშვილი და მეგობრები"

საფრანგეთში მოღვაწე მსოფლიო დონის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ერთგულ მსმენელებს აქტიურად სთავაზობს საინტერესო პროექტებს პანდემიის პირობებში.ასეთია 2021 წლის 7 ივნის გამართული ღონისძება სახელწოდებით _“ხატია ბუნიათიშვილი და მეგობრები“.პარიზის ფილარმონიის ეს პირველი გალა კონცერტი კულტურულ დემოკრატიზაციას ემსახურება, იგი Demos- ის ბავშვთა ორკესტრის დასახმარებლად გაიმართა.ორკესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების აქტიურ ურთიერთობას კლასიკურ მუსიკასთან ორკესტრში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის საშუალებით.2010 წელს Cité de la musique -ის, პარიზის ფილარმონიის, ინიციატივითა და ფეხბურთელი ლილიან თურამისა და ხატია ბუნიათიშვილის მხარდაჭერით, სპონსორობით, ჩამოყალიბდა ორგანიზაცია სახელწოდებით_”მუსიკალური და საორკესტრო საგანმანათლებლო სისტემა სოციალური მოწოდებით”, რომელიც მიზნად ისახავს დაბალი სოციალური და ეკონომიკური დონის მქონე სოფლებსა და გარეუბნებში მცხოვრები 7-დან 12 წლამდე მოზარდების დახმარებას. პროექტის სახელმწიფოს, ადგილობრივი პარტნიორებისა და კერძო მხარდამჭერების აღიარების წყალობით, დემოსს მთელი საფრანგეთის მასშტაბით ამჟამად 45 ორკესტრი ჰყავს, რომლებშიც 4500-ზე მეტი ახალგაზრდა მუსიკოსი ერთიანდება.

image(დემოსის სპონსორები :ლილიან თურამი და ხატია ბუნიათიშივილი)


პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს 3 წლის ვადით გადასცემენ კონკრეტულ მუსიკალურ ინტრუმენტს, თითოეულ შემოქმედებით მოზარდს აძლევენ შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი და მომავალში გააგრძელოს მუსიკის სფეროში მოღვაწეობა, საშემსრულებლო საქმიანობის პროფესიულად დაუფლება. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდას საძუქრად გადაეცემა მუსიკალური ინსტრუმენტი.ყოველწლიურად გამართული კონცერტები პიერ ბულესის დიდი დარბაზის ფილარმონიულ სცენაზე ან სხვა სიმბოლურ სივცრეებში ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, ფართო აუდიტორიასა და თავიანთი ოჯახის წევრებს წარუდგინონ პირადი შრომის შედეგი.


პროექტის Démos- ის მფარველი, ხატია ბუნიათიშვილი, 7 ივნისს პუბლიკის წინაშე ცოცხლად წარსდგა განსაკუთრებული მხატვრული შემადგენლობით, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ საბინ დევილეჰე, ანჟელიკ კიჯო, გვანცა ბუნიათიშვილი და სხვა ფანტასტიკური სტუმრები.აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხა დემოსის პროექტს.

კონცერტზე წარმოდგენილ იქნა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, შესრულდა რახმანინოვის (Sonata for cello and piano in G minor op. 19; Vocalise op. 34 n ° 14 Suite n ° 1 for two pianos op. 5), ფაქებელის (Cannon in D), დვორჟაკის( New World Symphony), რიჩარდ შტრაუსის( New World Symphony), კოჰენის( Hallelujah, version for orchestra) და სხვათა ნაწარმოებები.image

image



0
362
შეფასება არ არის
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0