x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ამერიკული კინოს ადრეული პერიოდი და ცნობილი ჟანრის–ვესტერნის ფორმირება

კინოს ისტორიის განვითარების გზაზე დაბადებული მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე მჭიდროდ უკავშირდება ამერიკულ კინოსა და ამერიკელი კინომწარმოებლების, რეჟსორების სახელებს. ამერიკული კინო განვითარებას მე-19 საუკუნის მიწურულს იწყებს. კინოს ჩასახვა-განვითარება ოკეანეთისპირეთსა და ევროპის კონტინენტზე პარალელურად მიმდინარეობს.მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ცდილობს, შექმნას უცხოური კინოსურათებისაგან განსახვავებული კინოპროდუქცია, ჩამოაყალიბოს იზოლირებული და დამოუკიდებელი კინობაზარი და ადგილობრივი ინდუსტრიის ამოსავალ წერტილად, მთავარ ობიექტად აქციოს საკუთარი კინოსურათები.

თავდაპირველად, ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში იწყება კინოკომპანიების დაარსება.ამ თვალსაზრისით დაწინაურებულია ვირჯინია, ჩიკაგო, ნიუ-იორკი და სხვ...1895 წელს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ვუდვილ ლეითემი საკუთარ ვაჟებთან ერთად გადაწყვეტს, შექმნას ახალი კინოაპარატი.მალევე ოჯახი მუშაობას ასრულებს კინოკამერა „ პენოპტიკონზე“, რომლითაც გადაიღებს პირველ კინოსურათებსაც.სულ მოკლედ ხანში ლეითემებმა კიდევ უფრო განავითარეს და დახვეწეს აპარატის მექანიზმი, რომელსაც „ლეითემის ყულფი“ ეწოდა.“პენოპტიკონის“ მუშაობის გაუმჯობესება უზრუნველყოფდა, გადაეღოთ უფრო ვრცელი ქრონომეტრაჟის მქონე, ხანგრძლივი კინოსურათები.

1895 წელსვე ყალიბდება „ამერიქან მიუთოსქოფ ქომფანიც“, რომლის ოთხ დამაარსებელთა შორის არიან უილიამ დიქსონი, ჰერმან ქასლერი, ილაიას კუპმენი და ჰერი მარვინი...თავდაპირველად, ისინი „კინეტოსკოპის“ საკმაოდ მსგავს აპარატს„მიუტოსკოპს“ ქმნიან, რომელიც ერთ მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მალევე კომპანია შემოგვთავაზებს გაუმჯობესებულ პროექტორს“ ბაიოგრაფის“, რომელიც კინოსურათის ხილვის საშუალებას ფართო აუდიტორიას აძლევს.დამფუძნებლები უშვებენ კინოკამერა „მიუტოგრაფსაც“. აღსანიშნავია, რომ 1899 წელს კომპანიას სახელს გადაარქმევენ და უწოდებენ: „ამერიქან მიუტოსკოპ ენდ ბაიოგრაფ ქომფანი“-ს.ამ პერიოდიდან კინოკომპანიის მასშტაბი იზრდება და მისი ფილიალები მრავლდება აშშ-ს მასშტაბით(თუმცა დამაარსებელთა ოთხეულს აკლდება უილიამ დიქსონი).image

კინოაპარატი "მიუტოსკოპი"

image

პროექტორი "ბაიოგრაფი"

image

მიუტოსკოპის მუშაობის მექანიზმი

1896 წელს ნიკოლას სილიგიც სხვათა მსგავსად აარსებს საკუთარ კინოკომპანიას, თავად ქმნის კინოკამერასა და პროექტორს და თავადვე გვევლინება კინოგადამღების, რეჟისორის როლში.

image

1896 წელსვე ალბერტ სმიტი, სტიუარტ ბლექტონი და უილიამ როკი ნიუ-იორკში ერთად აფუძნებენ კინოკომპანია „ვაიტაგრაფს“. გაერთიანების მიზეზი ალბერტ სმიტის მიერ შექმნილი ახალი კინოკამერაა, რომლითაც სამეული მალევე იღებს სხვადასხვა კინოსურათს.აღსანიშნავია, რომ ბლექტონი და სმითი საოცრად რეალისტურად მუშაობენ ქრონიკალურ სიუჟეტებზე.1898 წელს კუბაში აშშ-ესპანეთის ომი დაიწყო და ოპერატორებს ეპიცენტრს ადგილზე ჩასვლა აუკრძალეს.ვინაიდან ზემოთქმული ფაქტი მათთვის დაბრკოლება არ ყოფილა, აღნიშნული საკითხი ორმა ნოვატორმა შემდეგგვარად გადაწყვიტა:წასვლაზე არც უფიქრიათ, ომის თემატიკაზე რომ გადაიღეს ნატურალისტურად ინსცენირებული კინოსურათები სპეციალური დეკორატიული ელემენტებისა და სპეცეფექტების გამოყენებით.ამ ნამუშევრებს „ინსცენირებულ ქრონიკებს“ უწოდებენ.1906 წლიდან „ვაიტაგრაფის“ მთავარი ფიგურა და კომპანიის მმართველი ხდება ბლექტონი.გარდა იმისა, რომ თავადაც იღებს ფილმებს, სხვათა ნამუშევრებსაც აფასებს და მუშაობის პროცესს აკონტროლებს.ბლექტონის კინოსურათებს შორის აღსანიშნავია 1906 წლის „Humorous phases of funny faces”, რომელიც ანიმაციური ფილმის წინამორბედს წარმოადგენს, კინოსურათში მხოლოდ ბლექტონის ხელი ჩანს, ვხედავთ როგორ ქმნის იგი ცარცის საშუალებით დაფაზე პერსონაჟებს, რომლებიც ცოცხლდებიან და მოძრაობას იწყებენ.სიბრტყეზე შექმნილი გამოსახულებათა ამოქმედების ეფექტი მონტაჟის, სხვადასხვა კადრების ერთმანეთზე გადაბმის შედეგია.საინტერესოდ გვიჩვენებს რეჟისორი პერსონაჟთა მიმიკების ცვალებადობასაც.

ამერიკული კინოწარმოების ისტორიასთანაა დაკავშირებული ახალი პროფესიის_კინოდისტრიბუტორის შექმნა. კინოდისტრიბუტორის საქმიანობის ძირითადი სფერო კინომწარმოებლისა და კინოდემონსტრატორის ერთმანეთთან დაკავშირებაა.1903 წლიდან ამერიკელი მეწარმეები გადაწყვეტენ, შეძლებისდაგვარად მიზერულ თანხად შეიძინონ სხვა კინომეწარმეების კინოსურათები და გაცილებით ძვირ ფასად მიჰყიდონ ან მიაქირავონ ცალკეულ კინოდემონსტრატორებს. ამ პერიოდში იქმნება ახალი კომპანიები, რომლებიც კინოსურათებს ამ პრინციპით აქირავებენ და ცვლიან სხვა მოკლე ფილმებში. ამ პროცესებმა დაბადა დემონსტატორის პროფესიის გაჩენის აუცილებლობა და უზრუნველყო მისი განვითარება. აღნიშნულმა ფაქტმა კინოს ბიზნესი კიდევ უფრო განავითარა, დახვეწა, ააჩქარა და, ამასთანავე, ხელსაყრელი მდგომარეობა შეუქმნა კინოგამქირავებლებსაც. ამ უკანასკნელთ შეეძლოთ, ნებისმიერ დროს შეეცვალათ დღის მანძილზე გასაშვები კინოსურათების რეპერტუარი საზოგადოების ინტერესისა და მოთხოვნის მიხედვით და მათ ჩასანაცვლებლად მიეღოთ დემონსტრატორებისაგან ახალი ფილმები.კინოდისტრიბუტორებმა თავიანთი საქმიანობის წარმატებულად წარმართვით შეძლეს გაეზარდათ პირადი შემოსავალი, რითაც მალე თავიანთი კინოკომპანიებიც დაარსეს და საკუთარი კინოსურათების წარმოებაც დაიწყეს.

ამერიკული კინოწარმოებისათვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ვერცხლისწყლის ნათურის გამოგონება. იგი უდიდეს სამსახურს უწევს კინორეჟისორებს.1905 წელს გამოსული ნათურები საშუალებას აძლევენ კინომწარმოებლებს, კინოსურათები გადაიღონ ინტერიერში, შიდა სივრცის ფონზე.პავილიონში გადაღება აღარ საჭირეოებს მზის შუქის არსებობის აუცილებლობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხელოვნური გასანათებელი საშუალებებისა და მექანიზმების არსებობის მიუხედავად, კინემატოგრაფისტები უპირატესობას მზის განათებას ანიჭებენ და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად დღის შუქზე გადაიღონ, ხელსაყრელ მომენტში არსებული ბუნებრივი განათება გამოიყენონ კინოსურათთა წარმოებისას.

ამერიკულ კინო ბიზნესს უკავშირდება მცირე კინოთეატრების_“ნიკელოდიენების“ დაარსებაც. 1905 წელს ერთ-ერთი შენობა ჩვენებისას დაიწვა, რის გამოც ნაგებობის მფლობელებმა გადაწყვიტეს სხვა, მცირე სივრცე გამოიყენებინათ სეანსების ჩასატარებლად. მათ ერთი ჩვეულებრივი ცარიელი დარბაზი კინოთეატრის ატმოსფეროს შესაბამისად მოაწყვეს:დაკიდეს ეკრანი, განათავსეს საპროექციო აპარატი, ედისონის ხმისჩამწერი_ფონოგრაფი, დადგეს სკამები.ამ მცირე კინოთეატრს „ნიკელოდიენი“ ეწოდა, ვინაიდან წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთი ნიკელისგან დამზადებული ამერიკული 5ცენტი ღირდა, ოდიენი კი ძველბერძნულად კლასიკურ თეატრს ნიშნავს.ნიკელოდიენებს საოცრად დიდი წარმატება და პოპულარობა ხვდათ წილად, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.სხვადასხვა კომერციულ სივრცეში ყალიბდება მცირე კინოთეატრები, რომელთა წინ ბილეთების გამყიდველის ჯიხური თავსდება.ზოგი მფლობელი ნიკელოდიენის ფასადზე, ექსტერიერზე განათებით ამცნობდა ხალხს, რომელ კინოსურათს იხილავდა იმ დღეს.სხვა ნიკელოდიენებში ჩვენების დაწყების წინ დარბაზში წამყავნები გამოდიოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვიერად უცხადებდნენ სანახავი ფილმის შესახებ. ამ პერიოდიდან ნიკელოდიენებში მისულ მაყურებელს ეკრანებზე გამოსახული ტექსტური შეტყობინებებით აფრთხილებდნენ და წინასწარ მოუწოდებდნენ ჩვენების პროცესში გარკვეული ქმედებებისგან თავშეკავებისაკენ.

ნიკელოდიენების მაყურებელთა მზარდ რიცხვს შეადგენდნენ ემიგრანტები და დაბალი სოციალური, ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი ადამიანები, რომელთათვის სრულიად ხელმისაწვდომი იყო სეანსის ბილეთის ფასი.ამასთანავე, გართობის ეს საშუალება ინგლისურის არმცოდნე ემიგრანტებს დასვენების ალტერნატიულ გზას სთავაზობდა, ენობრივი სირთულეებისაგან ათავისუფლებდა და კომფორტს უქმნიდა.

imageimageimage

სეანსებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ნიკელოდიენებში კინოსურათთა რეპერტუარს სწრაფად და ხშირად ცვლიდნენ, ეს კი მოითხოვდა კინოკომპანიების გააქტიურებულ მუშაობას, რათა საზოგადოების მზარდი მოთხოვნები დროულად დაკმაყოფილებულიყო.ყოველივე ამის გამო, დადგინდა, რომ თითოეული კინოკომპანიის უკლებლივ ყველა კინორეჟისორს კვირაში მინიმუმ ორი ერთნაწილიანი კინოსურათი უნდა გადაეღო.image

ამ დროს ყალიბდება კინოსტუდიებში სპეციალური გაერთიანება, დეპარტამენტი, სადაც კინოდრამატურგები მუშაობენ სიუჟეტის თემასა და განვითარებაზე, იგონებენ და წერენ კინოსურათებისათვის სხვადასხვა ამბებს.აღნიშნული ხაზს უსვამს, იმას რომ კინომწარმოებლები ზრუნავენ მარავლფეროვანი შინაარსის მქონე, საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ ერთგულ მაყურებელს.მნიშვნელოვანია, რომ ნიკელოდიენები არაკეთილმოწყობილი იყო, დარბაზებში ვინტილაციის სუსტი სისტემა მოქმედება, არ იყო დაცული სანიტარული ნორმები, ხშირად ხანძარიც ჩნდებოდა.

ამერიკაში ყალიბდება ცალკე სახელმწიფო ორგანო სპეციალურად კინემატოგრაფის პრობლემების გადასაჭრელად.1911 წელს პენსილვანიის შტატი კინოს საკითხთა გადასაწყვეტად სახელმწიფო საბჭოს დანაყოფს აფუძნებს.იგი კვირას აკანონებს სპეციალურად უქმე დღედ, შესაბამისად, კინოთეატრის პერსონალს დასვენების დღე ეძლევა.ზოგ შტატში აკრძალეს სეანსებზე ბავშვთა დასწრება უფროსების გარეშე, რამაც უარყოფითად იმქომედა კინობიზნესზე, ვინაიდან ბავშვები, ყველაზე ხშირი სტუმრები, აქტიურად ყიდულობდნენ ბილეთებს.ამასთანავე, აიკრძალა კინოთეატრების დაფუძნება სკოლებისა და ეკლესიების სიახლოვეს. ამ შეზღუდვებმა, კინოთეატრების მეტად მძიმე და არაკეთილმოწყობილმა მდგომარეობამ განაპირობა მათი პოპულარობის შესუსტება.თუმცა ეს, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს კინოსასახლეების განვითარებას.ამ უკანასკნელთ 2000-ზე მეტი მაყურებლის დატევა შეეძლო.

საწყის ეტაპზე კინო ინდუსტრიის გავრცელების თვალსაზრისით ამერიკის ტერიტორიის აღმოსავლეთ სანაპიროა ათვისებული, თუმცა მოგვიანებით კინომრეწველთა მიგრაცია იწყება დასავლეთის მიმართულებით, რის შედეგადაც კინემატოგრაფები დასავლეთ სანაპიროებს ითვისებენ და ახალ კომპანიებს აარსებენ.კალიფორნია, ლოს ანჯელესის გარეუბანი_ჰოლივუდი, რომელიც მომავალი კინო ინდუსტრიის ცენტრი ხდება.ჰოლივუდის მიწები(„წმინდა ტყე“) არჩეულ იქნა თბილი კლიმატისა და გამორჩეული ბუნების გამო.პირველი სწორედ ნიკოლას სილიგი ყიდულობს მიწებს ჰოლივუდში, სადაც აფუძნებს საკუთარი კომპანიის ფილიალს.აღსანიშნავია, რომ ლოს ანჯელესის ხსენებული ტერიტორიების გარეუბნებში მცხოვრებნი არ მიესალმებოდნენ უცხოთა დასახლებას, რის გამოც სიხარულით არ მიუღიათ შორეული სანაპიროდან ჩამოსული კინომწარმოებლები.

ამერიკული კინოინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს კარლ ლემლი, გერმანელი ებრაელი, რომლის დამსახურებაც მსოფლიო კინოს განვითარებაში უდიდესია.ამერიკაში ჩასული ემიგრანტი განსაკუთრებით დაინტერესდა „ნიკელოდიენებით“, განსაზღრა დიდი ფინანსური შემოსავალი, რომელსაც ამ მცირე კინოთეატრების საშუალებით მიიღებდა.ამიტომაც ჩიკაგოში ჩასულმა ყოფილმა ბუღალტერმა გახსნა პირველი „ნიკელოდიენი“, სადაც პირველად „პატე ფრერის“ ვესტერნი გაუშვა.მისი ბიზნესი წარმატებით აეწყო და ფილიალების დაარსებაც წამოიწყო.შესაბამისად, საქმიანობის საწყის ეტაპზე იგი მხოლოდ ნიკელოდიენების მფლობელია და სხვათა ფილმების გაქირავებითა და გაშვებითაა დაკავებული, თუმცაღა მალევე გადაწყვეტს, რომ თავადაც აწარმოოს კინოსურათები და გახსნას თავისი კინოკომპანია.ლემლის კინოსტუდია და კინოკომპანია იწოდება „ იანკი“-ს სახელით, რომელსაც შემდგომ დაარქმევენ „ ინდეფენდენთ მუვინგ ფიქჩერზ ქომფანი ოფ ამერიქა“-ს.კარლ ლემლი 1909 წელს უშვებს პირველ ფილმს. კინო მწარმოებელი შემდგომ წლებში რამდენიმე კინოკომპანიას აერთიანებს და არქმევს „უნივერსალ ფიქჩერზს“, უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც დღემდე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული კინოკომპანიაა.image
დროთა განმავლობაში მსახიობთა სახელები ცნობილი ხდება მაყურებლისთვის, მზარდი ინტერესის გამო მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა გაზეთების საშუალებით.აღსანიშნავია, რომ ლემილი ახერხებს „ბაიოგრაფის“ გოგონას_ფლორენს ლორენსის საკუთარ სტუდიაში გადაყვანას.აღსანიშნავია, რომ კარლი განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა თავისი მსახიობების მიმართ(მისი უზადო კეთილშობილება გამოიხატება მრავალი გადარჩენილი ებრაელის სიცოცხლეშიც, მან ნაცისტური მთავრობის მიერ დევნილი ბევრი ებრაელი იხსნა და ამერიკაში ჩაიყვანა, სადაც ბევრ მათგანს სამსახურიც დააწყებინა. გააქტიურებას იწყებს “კინოვარსკვლავთა“ სისტემა, ცნობილი მსახიობების გულშემატკივრები ფანების სახელებით იწოდებიან.ყველა კინოკომპანიას უკვე ჰყავს თავისი „კინოვარსკვლავთა“ გაერთიანება.იმის გამო, რომ კინოში მსახიობებს ბევრად მეტ ანაზღაურებას სთავაზობნენ, თეატრის მსახიოებები მასიურად იწყებენ კინოში გადასვლას.

image
ამ პერიოდიდან ყალიბდება მსახიობისა და კინოსტუდიას შორის ხელშეკრუებათა სპეციფიკური ფორმები, რომელთან მიხედვით რთულ სამუშაო პირობებში არსებობა უწევთ არტისტებს.მათ არც აგებინებდნენ, არც ეკითხებოდნენ რა როლი უნდა შეესრულებინათ, არ ინტერესდებოდნენ, არტისტები თანახმა იყვნენ თუ არა, ეთამაშათ აღნიშნული როლი, მთავარი იყო წელიწადზე გაწერილი როლების რაოდენობა ზუსტად შეესრულებინათ და არ განერისხებინათ კინორეჟისორები.არსებული სისტემიდან თავის დაღწევა ძალზედ რთული იყო, ვინაიდან მსახიობთა ჰონორარს პროექტთა რაოდენობა განსაზღვრავდა, ისინი ემორჩილებოდნენ კინომწარმოებელთა ნებას.თუმცა მალევე კინოვარსკვალავებმა დაიწყეს კინოკომპანიებს ხშირი ცვლა.უკვე მაყურებელი ფილმებს საყავრელი მსახიობების მიხედვით ირჩევდა, აქედან გამომდინარე კინოვარსკვლავთა მონაწილეობით გადაღებულ კინოსურათებზე ბევრად უფრო მზარდი მოთხოვნა იყო, ვიდრე სხვა დანარჩენებზე.

ამ პერიოდში ვითარდება სხვადასხვა კინო ჟანრები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული პოპულარობით „ვესტერნები“ სარგებლობენ, აგრეთვე იღებენ სამოქალაქო ომთან დაკავშირებულ სურათებს და კომედიებს.

მნიშვნელოვანია „კომიკური კინოს“ ფუძემდებლის მაკ სენეტის წვლილი ამერიკულ და მსოფლიო კინო ინდუსტრიაში.იგი გახდა კომპანია „ კისტოუნის“ მთავარი რეჟისორი.იმ პერიოდის კინოკომედიების მიმართ ინტერესი იკლებს, აღარაა ძველებურად მოთხოვნადი, ამიტომაც სენეტი ცდილობს ამ ჟანრის გამოცოცხლებას, ხელახალ აყავებას.იგი იწყებს სლეპსტიკების _თაეტრალური კომედიისა და საცირკო ელემენტების შერწყმის შედეგად შექმნილი ახლებური კომედიური კინოსურათების გადაღებას. სენეტი წინასწარი სცენარის გარეშე ქმნიდა ფილმებს, ადგილზევე იგონებდა სცენათა სიუჟეტებს.ხშირად იყენებდა კრემიანი ტორტების სროლის სცენას, ასევე „გეგების“ _თავბრუდამხვევი ტრიუკების სცენებს, რომლებიც ერთი მხრივ ართობდა მაყურებელს, მეორე მხრივ კი აშინებდა კიდეც, რომ არაფერი დამართნოდათ მთავარ პერსონაჟებს.ამ ელემენტების დამკვიდრების გამო სენეტმა კომედია კვლავ ერთ-ერთ მთავარ ჟანრად აქცია ამერიკულ კინოწარმოებაში.აღნიშნული დამსახურებისათვის მას “ ამერიკული ექსცენტრიული კომედიის მამაც“ შეარქვეს. სენეტის სახელთანაა დაკავშირებული „სიცილის ბიუროს“ ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ სასაცილო ამბების, ანეგდოტების მოსაყოლად.

image
სენეტი უპირატესობას გამორჩეული ტიპაჟის მქონე ადამიანებს ანიჭებდა, რის გამოც ძირითადად ირჩევდა ძალიან მაღლ, ან დაბალ, ან მსუქან ან ზედმეტად გამხდარ მსახიობებს.მაკ სენეტის ხელწერას გამოარჩევს შუქის ეფექტების გამოყენება, კადრის აჩქარება. სენეტი მეტად უბრალო ადამაინი იყო, ბევრსაც არ ლაპარაკობდა, მისი თავმდაბლობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ნებისმიერი პროფესიის მქონე ადმიანის აზრს ითვალისწინებდა.მის ერთ-ერთ ნამუშევარს წარმოადგენს"Law and Order", რომელშიც მრავალჯერ ხვდებიან გასულელებულ მდგომარეობაში ქალქის პოლიციელები.მილიციელები სასაცილო თავგადასავლებში ეხვევიან.ვფიქრობ, ეს კინოსურათი დღესაც ისეთივე სიხალისით აავსებს მაყურებელს, როგორც ათეული წლების წინ. აღნიშნულ ფილმში მსახიობები გამოირჩევიან თავიანთი ვიზუალით, ფიზიკური მახასიათებლებით.საოცრად შესფერისი ტიპაჟები არიან შერჩეულნი თითოეული განსაზღვრული როლისათვის.მონტაჟის საშუალებით ერთმანეთს მოსდევს და ენაცველბა გადაღება როგორც პლენერზე, ისე ინტერიერში.რაც მთავარია ცალკეულ ეპიზოდებში თვალნათლივ ვხედავთ, რომ კამერა ამოძრავებულია, და დაძლეულია აპარატის სტატიკურობა.ოფიცრების ჟესტ-მიმიკა რეალისტური და ბუნებრივია, არ ბადებს ხელოვნურობის განცდას, მათი ემოციები გარდა ხელებისა, გამოიხატება გამომეტყველებისა და საუბრის საშუალებითაც.მიუხედავად იმისა, რომ მუნჯია კინოსურათი, ვხედავთ, რომ პერსონაჟები როლის შესრულების პროცესში პირის აპარატსაც რთავენ.გამოყენებულია როგორც ახლო, საშუალო, ისე საერთო ხედები.

ამერიკული კინოინდუსტრიის ერთ-ერთ პოპულარულ და ახალ ჟანრს ვესტერნები წარმოადგენს.თომას ინსი „ვესტერნის დიდოსტატადაა აღიარებული“, იგი შთამბეჭდავად გადმოსცემდა ველური დასავლეთის ყოფას, თავისი განსხვავებული პრინციპებითა და კანონებით, რომ იარაღი და რევოლვერი უპირატესი ფასეულობაა საზოგადოებისა.ინსიმ ჩამოაყალიბა სასცენარო ბიურო, რომლის მიზანი იყო ლიტერატურული ტექსტის ღრმა ანალიზი და სცენარის დაწერა.ინსი აფასებდა დეტალურად ორგანიზებულ, განსაზღვრულ სცენარს.იგი მოითხოვდა, რომ ზუსტად სცენარის მიხედვით, უცვლელად გადაეღოთ ფილმები.ინსის სახელთან დაკავშირებულია კინოინდუსტრიაში ახალი პროფესიის_სუპერვაიზორის ჩამოყალიბება, რომელიც აკონტროლებდა კინოსურათზე მუშაობის პროცესს, ფინანსებსა და ტექნიკურ საკითხებს.

ვესტერნის ერთ-ერთ სანიმუშო ფილმს წარმოადგენს“მატარებლის დიდი ძარცვა“.13 წუთიანი ქრონომეტრაჟის მქონე ფილმი გადაღებულია 1903 წელს რეჟისრორ ედვინ პორტერის მიერ.ვესტერნი, ამერიკული კინოს კლასიკური ჟანრი, ასახავს ველური დასავლეთის ექსპანსიასა და ათვისებას.ეს უკანასკნელი ამერიკული კულტურისა და ამერიკელი ერის ფორმირება-ჩამოყალიბების არსებით ეტაპს წარმოადგენს.აღნიშნულ კინოსურათში ვხვდებით ველური დასავლეთისთვის სახასიათო თავიებურებებს, ვესტერნში გაბატონებულ კანონებს, რომლის მიხედვითაც ადამიანურობის უმაღლეს გამოხატულებას იარაღის მოხმარების, სროლის ტექნიკის ცოდნა განსაზღვრავს.ფილმში ნაჩვენებია როგორ აყაჩაღებს სამი ხულიგანი ქურდი რკინიგზის სადგურის მოლარეს, როგორ ესხმიან თავს სამგაზვრო მატარებელს, სძალავენ ხალხს ძვირფასეულობას, როგორ იგდებენ ხელთ ფულით სავსე შავ ყუთს.კინოსურათი იწყება რკინიგზის სადგურის სალაროში მომუშავეზე თავდასხმით, ორი მძარცველი იჭრება მუშაკის სამუშაო სივრცეში და იარაღით ემუქრება მას.აღნიშნული სცენა საერთო ხედითაა გადაღებული, მთლიანად ვხედავთ ყველა პერსონაჟს, აქ კამერა ფიქსირებულია, ხედვის მხოლოდ ერთი წერტილი გვაქვს მოცემული, სარკმლიდან ჩანს სადგურში ჩამომდგარი მატარებელი.მას შემდეგ რაც მძარცველები მოლარეს გაკოჭავენ, სიუჟეტი გრძელდება ღია ცის ქვეშ, შესაბამისად, პავილიონში გადაღებას მონტაჟის საშუალებით ენაცვლება ღია ცის ქვეშ გადაღებული კადრები . მატარებელში ასვლის შემდეგ ვაგონში მყოფ ხალხს თავს ესხმიან ყაჩაღები და ფულით სავსე ყუთს იგდებენ ხელთ. კინოსურათში კინოკამერა იწყებს მოძრაობას.მას შემდეგ, რაც ყაჩაღები ჩახსნიან პირველ ვაგონს, ერთ-ერთი მათგანი მატარებლის წინ ამწკრივებს მგზავრებს და აიძულებს, ჩააბარონ ძვირფასეულობა, ნადავლის ხელთ ჩაგდების შემდეგ კი მძარცველები გარბიან.აქ კამერა ჯერ ჰორიზონტალურად მარცხნივ, შემდეგ კი ვერტიკალურად ქვემოთ იხრება, რომ გვაჩვენონ დამნაშავეთა მარშრუტი.პორტერი იყენებს ჯვარედინ მონტაჟს, რაც გულისხმობს სხვადასხვა დამოუკიდებელი კადრების, სცენების, ჩვენებას, რომლებიც დროში ერთმანეთის პარალელურად, ერთდროულად მიმდინარეობს.იმ დროს, როდესაც დამნაშავენი მიმალვას ლამობენ, გაკოჭილ მოლარეს პატარა გოგონა იპოვის და გაათავისუფლებს. ფილმის დასასრულ გაქცეულ ყაჩაღებს პოულობენ ტყეში და სიცოცხლეს ასალმებენ.საფინალო სცენა კინოსურათისა ყველაზე შთამბეჭდავია.ამ უკანაკსნელმა უდიდესი გადატრიალება მოახდინა კინემატოგრაფიაში.მთავარი მძარცველი მსხვილი პლანით, ახლო ხედით ჩანს, პირდაპირ უმზერს კამერის ობიექტივს, იღებს თოფს, უშუალოდ უმიზნებს კინოაპარატს და ისვრის რამდენჯერმე. 1903 წელს გადაღებული „მატარებლის დიდი ძარცვა“ ვესტერნის ჟანრის პირველი კინოსურათია, რომელშიც მსხვილი პლანით ცხოველხატულად და ბუნებრივადაა გადაღებული ადამიანის ფიგურა, რომელიც პირდაპირ მაყურებელს უმიზნებს იარაღს.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0