x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ასეთი რა გაგიჭირდა, შვილო?!… ვერ ხვდები, რომ ეს ქათამი გეკაიფება?!"- ნახეთ, ვის მიმართავს ხათუნა ხოფერია

image


პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია გუშინ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, გიორგი გაბუნიასთვის მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უმრავლესობის ლიდერს საჯაროდ მიმართავს: "აი, გაბუნიას რომ დაუჯდები და გახარიას "დანაშაულზე" ილაპარაკებ, თან სულ იმეორებ, რომ ფაქტები არ გაქვს და მხოლოდ "გონივრული ეჭვით" ხელმძღვანელობ… მხოლოდ ლოგიკას ეყრდნობი… ასეთი რა გაგიჭირდა, შვილო?!… ვერ ხვდები, რომ ეს ქათამი გეკაიფება?! თქვენ რა გჭირთ, ჩემო მეგობრებო, ამ უნამუსოს რომ აპრავებთ?… თქვენ ხომ სულ სახეში აფურთხებდით იმ ადამიანებს, ვინც გრიგოლიასთან და ამ მტრის არხის ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს…………" - წერს ხათუნა ხოფერია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი კობახიძე "მთავარ არხზე, გადაცემა "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" სტუმრობდა სადაც უმრავლესობის ლიდერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას შესახებაც, რომელსაც მესტიის, "ბასიანისა" და პანკისის სპეცოპერაციებზე პასუხისმგებლობა დააკისრა. კობახიძემ ყოფილი პრემიერი ასევე 20 ივნისს პარლამენტის წინ, არასწორად დაგეგმილი და შესრულებული სპეცოპერაციისთვისაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 20 ივნისს რბილი საშუალებების გამოყენება სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა.





















0
495
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
495