x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ჰეპატიტი B

image

ჰეპატიტი (ბერძნ. hepar, ნათ. ბრ. hepatos „ღვიძლი“) — ღვიძლის ანთებითი დაავადებების საერთო სახელწოდება. ჰეპატიტი შეიძლება გამოიწვიოს მიკრობის ტოქსინმა, ამებიაზმა, ალკოჰოლმა, შხამიანმა სოკომ, დარიშხანმა, დიქლორეთანით ან სხვა ქიმიური ნივთიერებითმოწამვლამ, ზოგიერთმა წამალმა და სხვა. ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე დაქრონიკული.ადრე მიჩნეული იყო, რომ ჰეპატიტი ვრცელდებოდა მარტო სისხლით ანარასტერილური კანქვეშა ინსტრუმენტებით.

ჰეპატიტი B შეიძლება გავრცელდეს სისხლისა დასხეულის სითხეების საშუალებით, როგორიცაა სპერმა და საშოს სითხე, ასე რომ ის შეიძლებადაგვემართოს:

  • დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს, ასევე ანალური და ორალური
  • სქესობრივიკავშირისას
  • ნემსის გაზიარებით ისეთი წამლის გასაკეთებლად, როგორიცაა ნარკოტიკულისაშუალებები.

ჰეპატიტი B არის ვირუსის ტიპი, რომელსაც შეუძლია ღვიძლის ინფიცირება.

ღვიძლი წარმოადგენს ორგანიზმისქარხანას”, რომელიც ასრულებს სასიცოცხლოდმნიშვნელოვან ასეულობით საქმეს, მათ შორის:

  • ინახავს გლიკოგენს, ნახშირწყალს რომელიც გამოყოფს მოკლე-ვადიან ენერგიას
  • წარმოქმნის ნაღველს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ცხიმების მონელებაში
  • წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც ადედებს სისხლს
  • ამუშავებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ალკოჰოლი, ტოქსინები და წამლები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში B ჰეპატიტის გავრცელება სხვადასხვანაირია – 0.7%-დან 6.2%-მდე. ევროპის რეგიონში, რომელშიც, ჯანმოს კლასიფიკაციით, საქართველოც შედის, ის მოსახლეობის 1.6% -აღენიშნება.B ჰეპატიტი ანთროპონოზული ვირუსული ინფექციაა, მაშასადამე, მხოლოდადამიანს ხვდება. მისი გამომწვევია დნმ-შემცველი ჰეპადნავირუსი. B ვირუსს სამი ვირუსსპეციფიკური ანტიგენი აქვს: ზედაპირული HbsAg და ორი ნუკლეოკაფსიდისა – HbeAg დაHbcorAg.B ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მიმდინარეობისას თითოეულიანტიგენის მიმართ ცალკე ანტისხეულები წარმოიქმნება: anti-Hbc, anti-He და anti-Hbcor.

B ვირუსი საკმაოდ გამძლეა გარე ფაქტორების მიმართ. 150 გრადუსზე მშრალი ორთქლითსტერილიზაციის დროს ის 60 წუთში კვდება, ხოლო დუღილისას – 45 წუთში.

B ჰეპატიტი ან მწვავე, ან ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. შემთხვევათა 90% მწვავეა, 10% – ქრონიკული.

სიმპტომები შესაძლოა იყოს:


თუმცა, ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ არიან დაინფიცირებულები, რადგან სიმპტომებიშეიძლება არ გამოვლინდეს მაშინვე, ან შესაძლოა საერთოდ არ გამოიხატოს.

ამ დაავადების სიმპტომების განვითარებას, ვირუსით დაინფიცირების შემდეგ 40-დან 160 დღემდე სჭირდება, გამოსავლენად.

ინფექციის სტადიები

შემთხვევათა უმეტესობაში, ჰეპატიტი B- ვირუსი დარჩება მხოლოდ ერთიდან სამ თვემდე. ესპერიოდი ცნობილია, როგორც მწვავე ჰეპატიტი B.

ზრდასრულებში, 20-დან დაახლოებით 1 შემთხვევაში ვირუსი დარჩება ექვსი თვის, ან მეტიდროის განმავლობაში, შეუმჩნეველი სიმპტომებით. ამ მდგომარეობას უწოდებენ ქრონიკულჰეპატიტ B-.

ქრონიკული ჰეპატიტი B განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვილებში და პატარა ბავშვებში: 10-დან 9 ბავშვს, რომელიც დაინფიცირებულია დაბადებისას, და 5-დან 1 ბავშვს, რომელიცადრეულ ბავშვობაში დაინფიცირდა, დიდი ალბათობაა განუვითარდეს ხანგრძლივი ტიპის, ანუქრონიკული ინფექცია.

ქრონიკული ჰეპატიტი B- მქონე ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლებაარ ჰქონდეთ გამოხატული, მაინც შეუძლიათ ვირუსის სხვებისთვის გადადება.

ქრონიკული ჰეპატიტი B- მქონეთა დაახლოებით 20%- განუვითარდება ღვიძლისდანაწევრება (ციროზი), რომლის განვითარებასაც 10-დან 20 წლამდე დასჭირდება, და 10-დან 1 ადამიანს, რომელსაც აქვს ციროზი, განუვითარდება ღვიძლის სიმსივნე.

ორსულებთან B ჰეპატიტს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. მაგალითად, დაავადებისმძიმე მიმდინარეობა უფრო ხშირია ორსულობის მეორე ნახევარში. ამ ვადაზე ხელოვნურიაბორტი არ არის მიზანშეწონილი. პირველ ნახევარში B ჰეპატიტი შესაძლოა ნაყოფისთანდაყოლილი სიმახინჯის ან ანტენატალური სიკვდილის მიზეზად იქცეს. მეან-გინეკოლოგებსდიდი სიფრთხილე მართებთ, რომ ჰეპატიტის გართულებები თავიდან აიცილონ. ასეთიორსულის მართვაში მათ აუცილებლად უნდა ჩართონ ინფექციონისტ-ჰეპატოლოგიც, რათაორსულობა, მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა მინიმალური რისკით წარიმართოს.

როგორ ხდება დიაგნოზირება?

image

ჰეპატიტი B- დიაგნოზირება ხდება სისხლის ანალიზის საშუალებით, რომელიც აჩვენებს ამვირუსის ზედაპირულ ანტიგენზე პოზიტიურ ტესტს (ვირუსის გარეთა ზედაპირი, რომელიცჩართავს იმუნური სისტემის რეაქციას).

პოზიტიური ტესტი მიგვანიშნებს იმას, რომ ღვიძლი გამოყოფს B ჰეპატიტის ცილას სისხლში, რომელიც ნიშნავს ქრონიკულ ინფექციას.

ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებელი ტესტიც. ის არის სისხლისანალიზი, რომელიც ზომავს სისხლის მიმოქცევაში არსებულ ფერმენტებსა და ცილებს, ეს კიმიანიშნებს არის თუ არა ღვიძლი დაზიანებული. B ჰეპატიტით დაინფიცირების შემთხვევაში ესტესტი ხშირად მომატებულ რაოდენობას აჩვენებს.

როგორ ხდება მკურნალობა?

ჩვეულებრივ, B ჰეპატიტი თავად გადის. დაავადება ორ სტადიად იყოფა: მწვავე დაქრონიკული. 95%-ზე მეტი ზრდასრულის ორგანიზმი ვირუსს დამოუკიდებლად უმკლავდება დადაავადება არ გადადის ქრონიკულ ფორმაში. B ჰეპატიტის სპეციალური მკურნალობა არარსებობს. სამედიცინო დახმარება ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ პაციენტსდისკომფორტი არ ჰქონდეს.

ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პაციენტებსურჩევს ტენოფოვირის ან ენტეკავირის გამოყენებას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობასგანსაზღვრავს ექიმი-ინფექციონისტი.

არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა მწვავე ჰეპატიტი B-სი, მაგრამ სიმპტომებისმოსახსნელად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები.

ქრონიკული ჰეპატიტი B- მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა დაზიანებულიღვიძლი. მისი მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტების საშუალებით, რომლებიცშეანელებენ ვირუსის გამრავლებას და აგვაცილებენ თავიდან ღვიძლის დაზიანებას.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0