x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
შოკისმომგვრელი აღმოჩენა: როგორ უზიარებდნენ იტალიის ქალაქის მკვიდრნი პურსა და მარილს მუმიებს საუკუნეების განმავლობაში 
image


იტალიის ქალაქ ვენცონში, უდინეს პროვინციაში, ადამიანები მუმიების გვერდიგვერდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათთან ერთად ჩაის სვამდნენ, ვახშმობდნენ, ეკლესიაში დადიოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ გვერდითაც კი ეძინათ. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს უცნაურად სულაც არ გამოიყურებოდა. ასე ინახავდნენ წინაპრების ნეშტებს და უზიარებდნენ მათ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას. გაინტერესებთ რას უკავშირდებოდა ეს უჩვეულო ტრადიცია?


image


XIV საუკუნეში ევროპაში გამძვინვარებულმა შავმა ჭირმა სოფელ ვენცონამდეც მიაღწია, რამაც უდინეს პროვინციის ამ პატარა ქალაქის ბევრი მკვიდრი შეიწირა, იმდენად ბევრი რომ სასაფლაოზე ცხედრებისთვის საკმარისი ადგილებიც კი არ იყო, ამიტომ იტალიელებმა გადაწყვიტეს 42 ცხედარი წმინდა მიქაელის სამლოცველოს სარდაფში გადაეტანათ.


image


300 წლის შემდეგ, 1647 წელს ძველი სამლოცველოს აღდგენა გადაწყდა. კუბოები სარდაფიდან გამოიტანეს, ხოლო როდესაც გახსნეს აღმოჩნდა, რომ 42 სხეული მუმიფიცირებული იყო. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ღვთის ნიშანი იყო და უფალმა მათ წინაპრების ნეშტი დაუტოვა, რათა მათ სოფელი დაეცვათ.


image


მას შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებლები მუმიებს რთულ სიტუაციებში ყოველთვის დახმარების თხოვნით მიმართავდნენ, ხოლო ნეშტებს ისეთივე პატივისცემით ეპყრობოდნენ როგორც ხანდაზმულებს. ეს ტრადიცია სოფელში 1950 წლამდე გაგრძელდა.


image


დიდი ხნის განმავლობაში ვენცონაში არსებული ამ უცნაური ტრადიციის შესახებ არავინ იცოდა, ვინაიდან ქალაქი განაპირას მდებარეობდა.


image


ერთხელ ამერიკელი ფოტოგრაფი ჯეკ ბირნსი ალპებში დაიკარგა და ღამის გასათევი ადგილის ძებნა დაიწყო. ის სრულიად შემთხვევით სოფელ ვენცონში მოხვდა, სადაც უცნაური სცენა იხილა - ოჯახი ჩაის მუმიასთან ერთად სვამდა.


image


ამერიკელმა ხელოვანმა ფოტოების მთელი სერია გადაიღო სოფლის მოსახლეობის მუმიებთან გვერდიგვერდ ცხოვრების შესახებ და ჟურნალ "The Time"- ში გამოაქვეყნა. ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა.


image


მას შემდეგ, რაც მუმიების შესახებ ცნობილი გახდა, ხალხი დაინტერესდა თუ როგორ მოხდა გარდაცვლილთა ნეშტების ბუნებრივი გზით მუმიფიცირება. იმისთვის, რომ გვამი მუმიად იქცეს, მას ყველა შინაგან ორგანოს უღებენ და ბალზამით ამუშავებენ რათა რბილი ქსოვილების გახრწნა არ მოხდეს. იშვიათ შემთხვევებში, ბუნებრივი პირობების წყალობით - ცივ ან მშრალ კლიმატურ პირობებში ნეშტები შეიძლება რომ გადარჩეს.


image


მიუხედავად იმისა, რომ მუმიები არ დამუშავებულა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ნესტიან სარდაფში ინახებოდა, ისინი მაინც კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს სპეციალური ტიპის ბაქტერიების გამო მოხდა, თუმცა ადგილობრივებს ღვთიური განგების მტკიცედ სჯერათ. 1976 წლის მიწისძვრის შედეგად მხოლოდ 15 მუმია გადარჩა, რომელთა ნახვაც ახლა უკვე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე, წმინდა მიქაელის სამლოცველოშია (XIII საუკუნე) შესაძლებელი.













0
380
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380