x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კულტურა და დეპრესია

image

იი, აშშ – ში დაბადებული ახალგაზრდა ჰონგ ქალბატონი, სერიოზულად არის შეწუხებული. მას უჭირს დაძინება; აქვს დაქვეითებული მადა და აკლია სწავლისადმი ინტერესი. იი ასევე ამბობს, რომ მას მცირე ენერგია აქვს და უჭირს სკოლისა და ოჯახის ვალდებულებების დაბალანსება. მიუხედავად იმისა, რომ ის სპონტანურად არ იყენებს ემოციურ ტერმინებს იმის აღსაწერად, თუ როგორ გრძნობს თავს, კითხვაზე იგი ეთანხმება, რომ ის უბედურია და შფოთავს. ყველა ეს სიმპტომი შეესაბამება ძირითადი დეპრესიული აშლილობის dsm კრიტერიუმებს (ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია, 2013). ამის მიუხედავად იი-ს ამბობს სხვა ისეთ სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული დიდ დეპრესიასთან. იგი აღწერს სხეულის ტკივილებს, განსაკუთრებით მუცლის არეში და ღვიძლში. განსაკუთრებით აშოთებს ის, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები, რაც მას ურთულებს ოჯახთან ურთიერთობას.

ისეთი შემთხვევები, როგორიცაა იი, წამოჭრიან კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებს კულტურა დეპრესიის გამოცდილებას და გამოხატვას, შეფასებისა და მკურნალობის მკაფიო შედეგებით. ერთი მხრივ, დიაგნოზირებადი ძირითადი დეპრესია შეიმჩნევა კულტურული კონტექსტების მასშტაბით, თუმცა განსხვავებული გავრცელების მაჩვენებლებით.ეს არღვევს სიცოცხლეს მსოფლიოში, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ხალხის პროდუქტიულობასა და კეთილდღეობას. ცნობილია, რომ დეპრესია 2030 წლისთვის უამრავი დაავადების წინაპირობა გახდება. მაცდურია დავეყრდნოთ დასავლეთის დომინანტურ მოდელებს ამ აშლილობის კონცეპტუალიზაციის, შეფასებისა და მკურნალობის კულტურულ კონტექსტებში, რომლებიც ჰმონგის კონტექსტების მსგავსად, არ გამოხატავენ მის სიმპტომებს ანალოგიურად. მართლაც, ამ გადმოსახედიდან, იის სიმპტომების დიაგნოზირებამ, როგორც დეპრესიამ, შეიძლება შეაჩეროს მკურნალობა და გახანგრძლივოს მისი ტანჯვა.

ამ მიზეზის გამო, გასაკვირი არ არის, რომ მრავალი კვლევისა და კლინიკური მუშაობის თანახმად, დასავლეთში ძირითადი დეპრესიის კრიტერიუმები ასახავს აშლილობის ძირითად, კულტურულად უნივერსალურ პათოლოგიას. ნაწილობრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ ეს კვლევა პირველ რიგში დასავლურ სამყაროში მოხდა. ამიტომ, დეპრესიის შესახებ მრავალი კროსკულტურული კვლევები მოიცავს იმის შემოწმებას, აღიარებულია თუ არა დასავლეთის მიერ განსაზღვრული დეპრესიული სიმპტომები არადასავლურ კულტურულ კონტექსტებში. ამ მიდგომის თანახმად, დეპრესია მსგავსია სამედიცინო პირობებისა, რომლებსაც აქვთ ძვირფასი ეტიოლოგია და პათოლოგია, რაც იწვევს სპეციფიკურ სიმპტომებს, რომლებიც აღემატება კულტურას.

ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დეპრესია განსხვავდება მრავალი სხვა სამედიცინო მდგომარეობისგან, რადგან იგი არა მხოლოდ ნევროლოგიური ფენომენია, არამედ ფსიქოლოგიური და კულტურულიცაა და ამიტომ მისი ახსნა შეუძლებელია ყველა ამ დონის მითითების გარეშე. ავიღოთ დეპრესიის მხრივ გენდერული განსხვავებები.მრავალ კულტურულ კონტექსტში ქალი უფრო ხშირად განიცდის დეპრესიას, ვიდრე მამაკაცი. ამ ნიმუშს შეიძლება მიეკუთვნოს ბიოლოგიური მოწყვლადობის ნაკრები. ამასთან, მისი სრულად ახსნა შეუძლებელია ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. მართლაც, ამ ნიმუშის გამონაკლისები დაფიქსირდა ზოგიერთ კულტურულ ჯგუფში, მაგალითად, ამიშები ან მართლმადიდებელი ებრაელები. ამ ერთგვაროვან და სტაბილურ კონტექსტებში, რომლებიც განამტკიცებენ ძალიან მკაფიო გენდერულ როლებს, დეპრესიის გავრცელების მაჩვენებლები მსგავსია ქალებისა და მამაკაცებისათვის. ასეთი დასკვნები აჩვენებს, თუ როგორ მოითხოვს კულტურისა და დეპრესიის შესწავლა კულტურული კონტექსტისა და ბიოლოგიური და სოციოკულტურული ფაქტორების ურთიერთქმედების ყურადღებას.

კულტურულ კონტექსტებში დეპრესიის შესახებ მრავალი გამოკვლევა დაეყრდნო ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოს, რომელიც მეხუთე გამოცემაა. dsm-5 -ში, ძირითადი დეპრესია აღწერილია, როგორც ხანგრძლივი დისფუნქციის პერიოდი, რომელსაც ახასიათებს დეპრესიული განწყობისა და ანჰედონიის ძირითადი სიმპტომები. როგორც ბევრი ანთროპოლოგი და კულტურული ფსიქოლოგი ამტკიცებს ეს კრიტერიუმები არ არიან კულტურის გავლენისაგან თავისუფლები: dsm-ის დეპრესიის განმარტება წარმოიშობა და გაგებულია კულტურული კონტექსტიდან, რომელიც ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის უნიკალურობას და ავტონომიურობას, პირადი გამოცდილების, მიზნების, ღირებულებების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ჯანსაღი ფუნქციონირების ძირითადი ნიშნებია ინდივიდუალური თვითშემოქმედება, პოზიტიური გრძნობების კულტივაცია და ემოციების ღია გამოხატვა სურვილისამებრ. შესაბამისად, ძირითადი დეპრესიის dsm განმარტება ხაზს უსვამს ამ კულტურული ნორმებიდან და იდეალებიდან გადახრას. გარდა ამისა, მართალია დეპრესიის კრიტერიუმებში შედის ფსიქოლოგიური და სომატური სიმპტომები, მაგრამ დეპრესიული განწყობისა და ანჰედონიის ემოციური სიმპტომები განიხილება როგორც ”კარდინალური” სიმპტომები, რაც ასახავს დასავლეთის მიერ ფსიქიკურ (vs ფიზიკურ) მდგომარეობებზე ყურადღების გამახვილებას.

დაბოლოს, dsm კრიტერიუმებში დეპრესია ძირითადად ინტრაპერსონალურია.ინტერპერსონალური სიმპტომების საოცარი არარსებობაა, მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიასთან დაკავშირებული სოციალური დეფიციტი და დისფუნქციური კომუნიკაციის ნიმუშები კარგად არის დაფიქსირებული ლიტერატურაში. მართლაც, თავიდან განხილული შემთხვევის შესწავლისას, dsm დიაგნოზში არ ჩაითვლება ფიზიკური პრობლემები, როგორიცაა მუცლისა და ღვიძლის ტკივილი და ურთიერთობების პრობლემები, როგორიცაა ოჯახთან კარგი ურთიერთობის ქონის შეუძლებლობა. ყველა ეს ვარაუდი ასახავს კულტურულად სპეციფიკურ ღირებულებებს, ნორმებსა და იდეალებს. იმის გამო, რომ ტერმინი დეპრესია შეიცავს კულტურული დაშვებების ამ წყაროს, გვირჩევნია უფრო ფართო და ნაკლებად სპეციფიკური კულტურის ტერმინი, სერიოზული დისტრესი, რომ აღვწეროთ, რაც გამოიხატება პრობლემური და ხშირად გახანგრძლივებული რეაგირებით რეალურ ან აღქმულ ჩავარდნებზე ან პიროვნულ დანაკარგებზე.

იმისათის, რომ იის ვუმკურნალოდ აუცილებელია კულტურული კონტექსტის გაგეება. კულტურულად ინფორმირებული კლინიკური კვლევა უნდა ეხებოდეს იმ გზების განსაზღვრას, თუ როგორ ხდება კულტურული ნორმატიული და დევიანტური სკრიპტების ფორმირება იი-ს გამოცდილების შესახებ. ჩვენ აუცილებელია გავიგოთ, არის თუ არა კონკრეტული სიმპტომი ფართოდ გავრცელებული ჰმონგის კულტურაში და არის თუ არა იი-ს სიმპტომები კონსისტენტური ჰმონგის და ამერიკიული სკრიპტებთან. ამ სკრიპტების გაგება დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ თუ როგორ გაუმკლავდება იი თავის სიმპტომებს და რა შედეგებს მოუტანეს ეს მის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას. იი-ს შსემთხვევა მიგვანიშნებს თუ რამდენად მნიშველოვანია კულტურული ასპექტის შემოტანა კლინიკურ ფსიოლოგიაში. ძირითადად კლინიკურ ფსიოლოგიაში არსებობს მოსაზრება რომ კულტურა მხოლოდ უმცირესობებისა და მიგრანტებისთვისაა, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კულტურა არის მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის ქცევის ნებისმიერი ასპექტის, მათ შორის დეპრესიის და დისტრესის გამოცდილების.

გამოყენებული ლიტერატურა:

Chentsova-Dutton, Y. E., Ryder, A. G., & Tsai, J. (2014). Understanding depression across cultural contexts. In I. H. Gotlib & C. L. Hammen (Eds.), Handbook of depression (p. 337–354). The Guilford Press


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცხოვრებაშვილი
მარიამ ცხოვრებაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0