x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
კინოს დაბადება–ძმები ლუმიერები

ძმები ლუმიერების  სკულპტურა,  ეკაეტრინბურგი,  რუსეთი, კოსმოს თეატრი (ძმები ლუმიერების სკულპტურა, ეკატერინბურგი, რუსეთი, კოსომოს თეატრი)

კინოს განვითარება დასაბამს ფრანგი ძმების, ლუმიერების, სახელიდან იღებს.ლუი და ოგიუსტ ლუმიერები იყვნენ მსოფლიოში პირველნი, რომელთაც შეძლეს კინოჩვენება მასობრივი გაეხადათ.სწორედ მათ უკავშირდებათ იმ დროის ყველაზე სრულყოფილი კინოაპარატის „სინემატოგრაფის“ შექმნა.მიღწეულ წარმატებაში დიდია მამა ლუმიერის როლიც.ანტუანი ფოტოგრაფი და მხატვარ-პორტრეტისტი იყო.თავდაპირველად, შვილის დახმარებით შეძლო უკეთესი, მგრძნობიარე ფოტოფირფიტების შექმნა, რომელთა საწარმოებლადაც ლიონის გარეუბანში, მონპლეზირში, ფაბრიკა გახსნა.ამ უკანასკნელმა, სასტარტო წარმატების მიუხედავად, მხოლოდ ორ წელიწადს იფუნქციონირა, რის შედეგდაც 1882 წელს გაკოტრებულმა მამამ ქარხანა შვილებს გადასცა. განათლებით ქიმიკოსმა ლუიმ და ფიზიკოს-ბიოლოგმა ოგიუსტმა საქმეს ალღო აუღეს და წარმატებით აამუშავეს ქარხანა.1894 წელს პარიზში გაიმართა ამერიკელი მეცნიერ-გამომგონებლის თომას ედისონის „კინეტოსკოპის“ ჩვენება, რომელსაც ანტუანიც ესწრებოდა.კინეტოსკოპის მუშაობის მექანიზმი საშუალებას მხოლოდ ერთ ადამიანს აძლევდა, ეყურებინა მოკლემეტრაჟანი კინოსურათებისთვის.დიდი ყუთის მსგავს აპარატს ჰქონდა პატარა ნახვრეტი, რომელშიც მოძრავ „ფოტოგრაფიებს“დაინახავდით.

image

ამერიკელი თომას ედისონის "კინეტოსკოპი"

image

ნანახი გამოგონებით აღფრთოვანებულმა ანტუანმა ჩაიფიქრა, კონკურენცია გაეწია ედისონისთვის და მის ვაჟებს უკეთესი აპარატი შეექმნათ, რომელიც სიბრტყეზე გადაიტანდა და მასობრივს გახდიდა მოძრავ ფოტოსურათებს. სწორედ მამას დამსახურებაა, რომ ძმებმა ფიქრი დაიწყეს უკეთესი აპარატის შექმნაზე.ანტუანმა შეისყიდა „კინეტოსკოპი“, რათა ძმებს აპარატის მუშაობის მექანიზმი ზედმიწევნით შეესწავლათ.ხანგრძლივი ფიქრის შედეგად, ლუიმ ძმას წარუდგინა მათი მექანიზმის სტრუქტურა და სქემა, რომელიც ეფუძნებოდა სამი აპარატის:კინეტოსკოპის, ლატერნა მაჯიკასა და გრეიფერის გაერთიანებას.ლუმიერების ეს უნიკალური აპარატი საკერავი მანქანის მსგავსად სახელურის ტრიალის საშუალებით ფუნქციონირებდა.იგი ერთდროულად წარმოადგენდა კამერას, პროექტორსა და ასლების -დამამზადებელს.1895 წელს ახალ გამოგონებას ეწოდა „ლუმიერების სინემატოგრაფი“, რომელიც ძმებმა მალევე დააპატენტეს უცხოეთში, რომ მათი იდეა სხვას არ მოეპარა და კონკურენცია არ გაეწია.image

ლუმიერები 17 მეტრის ცელულოიდის ფირს იყენებდნენ და თითოეული კინოსურათის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთ წუთს აღწევდა. ამავე წელს ლუიმ გადაიღო პირველი კინოსურათი „მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან“ .აღსანიშნავია, რომ ლუმიერმა აუკრძალა თანამშრომლებს კამერისკენ გახედვა.როგორც ცნობილია, ლუიმ ამ ფილმის კიდევ ორი ვერსია გადაიღო.ეს მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი ასახავს ყოფიერების ერთ ცალკეულ, ჩვეულებრივ მომენტს, ყოველდღიური ცხოვრების ერთ ფრაგმენტს. სწორედ ამის გამოა, რომ ლუმიერები კინოს ისტროიაში დოკუმენტალისტებად, დოკუმენტური ჟანრის გამომგონებლებად მიიჩნევიან. მათი კინოსურათები ხალხთა ყოველდღიურობას, საქმიანობას, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ასახავს. ლუმიერები თავიანთ კინოკამერას ღია ცის ქვეშ დგამდნენ და იღებდნენ ცალკეულ ცხოვრებისეულ სცენებს, უბრალო მომენტებს:მატარებლის ჩამოდგომას, ბავშვების თამაშს, ტრიუკებს და სხვ. აქედან გამომდინარე, ძმები მსახიობს არ ქირაობდნენ, არ სჭირდებოდათ არტისტის აყვანა კინოსურათების გადასაღებლად, ვინაიდან შესაბამის „როლს“ ქუჩაში მოსიარულე თავიანთი სოციალური როლის შემსრულებელი გამვლელები ასრულებდნენ.აღსანიშნავია, რომ ლუმიერები უმეტესად იღებდნენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს. ამისი მაგალითია, „ბავშვის საუზმე“, რომელშიც ლუი და მისი მეუღლე თავიანთ პატარას აჭმევენ(ესეც მორიგი კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან).

ლუმიერების შემოქმედებაში, გარდა დოკუმენტალური კინოსურათებისა, მნიშვნელოვან ადგილს კომედია იკავებს.მსოფლიოში პირველი კინოკომედია სწორედ ლუი ლუმიერის სახელს უკავშრდება.1895 წელს მან გადაიღო „გაწუწული მრწყველი“, რომლის სიუჟეტის თანახმად, პატარა ბიჭი ზურგიდან მიეპარება ბაღის მრწყველს, ფეხს დაადგამს სარწყავ შლანგს და მოულოდნელად გაწუწავს მებაღეს.ეს უკანასკნელი ონავარ ბიჭუნას იქვე დაიჭერს და უთავაზებს კიდეც ჩადენილისთვის.აღსანიშნავია, რომ ეს კომიკური კინოსურათი წინასწარ განსაზღვრული და დადგმულია.

ლუმიერების სახელთანაა დაკავშირებული კადრის უკუგადახვევა. 1896 წელს მათ თავიანთ ზღვისპირა აგარაკზე, ლა სიოტაში გადაუღეს მუშებს, რომლებიც კედელს ანგრევდნენ.შემთხვევით ძმებმა აპარატის სახელური უკუღმა დაატრიალეს და ფირზე აღბეჭდილი კადრი ბოლოდან საწყის სცენას დაუბრუნდა, რის შედეგადაც აღდგა კედლის თავდაპირველი ფორმა.

ძმები „სინემატოგრაფის“ კერძო ჩვენებებს აწარმოებდნენ, იგი წარუდგინეს საფრანგეთის ფოტოგრაფთა კონგრესის წევრებსაც.ლუმიერებმა თავიანთი აპარატი ნავსადგურზე დადგეს, რათა აღებეჭდათ სტუმრების ჩამოსვლა გემიდან ბორტზე.ამ კინოსურათში კონგრესის მონაწილეთა ბუნებრივი რეაქციებია აღბეჭდილი, თითქმის ყველა პირდაპირ კამერას უმზერს, როგორც კი ხმელეთზე დგამენ ფეხს.ზოგი „სინემატოგრაფს“ ყურადღებით აკვირდება, ზოგიც იღიმის და მისალმების ნიშნად ქუდს იხდის...

1895 წლის მიწურულს, როცა მთელი საფრანგეთისთვის გახდა ცნობილი უნიკალური „სინემატოგრაფის“ შექმნის შესახებ, ანტუან ლუმიერის გადაწყვეტილებით დაიგეგმა პირველი სახალხო ჩვენება.პარიზში, კაპუცინების ბულვარზე, “გრან კაფეს“ სარდაფში 1895 წლის 28 დეკემბერს შედგა პირველი სეანსი.სინემატოგრაფის მექანიკოსის სამსახურს, როგორც ყოველთვის, შარლს მუასონი ასრულებდა.ანტუანმა რეკლამირებაზედაც იზრუნა, “გაწუწული მრწყველის“ გამოსახულებით აფიშები სარეკლამო ბანერებზე გააკვრევინა.image
საპრემიერო ადგილი სპეციალურად იქნა შერჩეული, ვინაიდან აქ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ. მამას ეშინოდა საფრთხისა, რომ არავინ მისულიყო ჩვენებაზე, ამიტომაც სპეციალურად მიიწვია ილუზიონისტი ჟორჟ მელიესი და „კომედი ფრანსეზის“ დირექტორი. პრემიერაზე დარბაზი ნახევრამდეც არ შევსებულა , თითო ბილეთი 1 ფრანკი ღირდა.ეკრანი კედელზე გადაჭიმული დიდი თეთრი ზეწრის სახით იყო წარმოდგენილი. ჩვენება დაიწყო ქალაქ ლიონის ხედების სურათებით, რაც აუდიტორიისათვის სიახლე სულაც არ ყოფილა, მოგვიანებით კი, როცა ნელნელა „მოძრავი ფოტოგრაფიები“ გამოჩნდა ეკრანზე, მაყურებელი სრულიად მოინუსხა. კინოსურათებით აღფრთოვანებულმა პუბლიკამ სეანსის დამთავრებისთანავე დიდი დაინტერესება გამოხატა სინემატოგრაფის მიმართ, ყველას სურდა, შეეძინა ლუმიერების აპარატი და თავადაც გადაეღო მსგავსი ფილმები. შეთავაზებული საკმაოდ სოლიდური თანხების მიუხედავად, ანტუან ლუმიერი უარს აცხადებდა სინემატოგრაფის გაყიდვაზე, ვინაიდან თავად აპირებდა ამ მექანიზმის ფართო წარმოებასა და შემოსავლის გაზრდას. აღშანიშნავია, რომ აპარატის პირველ სეანსს ძმები არ ესწრებოდნენ, ისინი ფერადი ფოტოგრაფიების პრობლემების გადაწყვეტით იყვენენ დაკავებული.

ძმების გამოგონების წყალობით კინო მასობრივი გახდა, ახლა მთელ დარბაზს ერთად შეეძლო ეყურებინა კინოსურათისათვის, განსხვავებით ედისონის „კინეტოსკოპისა“, რომელიც მხოლოდ ერთ მაყურებელზე იყო გათვლილი.დროთა განმავლობაში სეანსები პარიზის სხვადასხვა ადგილას დაიწყეს და ბილეთებიც უფრო გააიაფეს, რამაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცა საშუალება, დასწრებოდა ლუმიერების კინოსურათებს.აღსანიშნავია, რომ ნელნელა მუნჯი კინოსურათების აკომპანირება დაიწყო საქსაფონისა და ფორტეპიანოს საშუალებით.ამ მუსიკოსებს ტაპიორებს უწოდებნენ(ცნობილია, რომ შოსტაკოვიჩიც ერთ დროს ტაპიორად მუშაობდა).image

პრემიერის შემდეგ ლუმიერების აპარატისა და კინოსურათების მხილველი უამრავი მსურველი გამოჩნდა.სულ მოკლე ხანში სინემატოგრაფმა უდიდესი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა საზოგადოების მხრიდან, დღეში ათასობით ადამიანი ესწრებოდა სეანსებს.1896 წელს შედგა ყველასათვის ცნობილი კინოსურათის „მატარებლის ჩამოდგომა ლა სიოტას სადგურში“პრემიერა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.კინოსურათში ჩანს, როგორ მოემართება მატარებელი პირდაპირ აუდიტორიის მიმართულებით და როგორ ჩერდება სადგურში.ამ უბრალო სცენამ გააგიჟა ხალხი, ზოგი დარბაზიდან გარბოდა, ზოგი ადგილზე გაქვავდა, ზოგიც ეკრანის უკან არსებულ სივცრეს ამოწმებდა, რომ გაეგო, როგორ გამოჩნდა ამხელა მატარებელი ამ პატარა დარბაზში.ხსენებულ კინოსურათში კარგად ჩანს ლუის განსაკუთრებული ფოტოგრაფიული ხედვა, მან კამერას კარგი ადგილი შეურჩია.კინოსურათში ლუმიერბის დედა, შვილები და ორი მოსამსახურეც ჩანს, რომლებიც რეალურად სტუმრების დასახევდრად მივიდნენ სადგურზე.

მნიშვნელოვანია, რომ კინოს გამომგონებლებ ძმებ ლუმიერებს, ეგონათ სინემატოგრაფი და მოძრავი ფოტოგრაფიები განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ვეღარ გადავიდოდნენ.მათ არ დაუნახავთ კინოსურათების კომერციული პერსპექტივები, ვერ განსაზღვრეს მისი მომავალი.ლუმიერებისთვის მთავარი, ხალხის გართობა, განწყობის ამაღლება და გახალისება იყო. იმითაც კმაყოფილდებოდნენ, რომ საზოგადოების საუკეთესო გასართობი საშუალება შექმნეს.ამიტომაც აღარ უფიქრიათ, დაესახათ აპარატის სამომავლო პერსპექტივები, განევითარებინათ და სხვადასხვა რაკურსით დაენახათ მისი პროგრესის გზა.

„სინემატოგრაფის“ პირველი საზღვარგარეთული სეანსი, პრემიერა შედგა დიდი ბრიტანეთში, ლონდონში, 1986 წლის 20 თებერვალს.ამავე წელს წარუდგინეს ლუმიერების აპარატი პირველად ამერიკელ პუბლიკას, რომელმაც დიდი აჟიოტაჟით მიიღო ახალი გამოგონება.მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებს ადგილობრივი კინოსურათების დონე არ აკმაყოფილებდათ და მეტ მოწონებასა და ინტერესს ლუმიერების რეალიზმით სავსე მოძრავი ფოტოგრაფიების მიმართ იჩენდნენ. 1896 წლის გაზაფხულზე ლუმიერების კინოსურათები აჩვენეს სანკტ ბეტერბურგში, თბილისში კი – 16 ნოემბერს.

მალევე ლუმიერებმა თავიანთი კომპანიის წარმომადგენლობები დააარსეს როგორც საზღვარგარეთ, ისე სამშობლოში.წარმომადგენლობების ხელმძღვანელების პატრონობის ქვეშ იყვნენ კინომექანიკოსები. ლუმიერებმა შექმნეს კინოოპერატორობისა და კინომექანიკოსობის შემსწავლელი კურსები. სპეციალურად ამ პროექტისთვის მოიწვიეს მათი ერთგული კინომექანკოსი შარლ მუსაონი და ოპერატორი ალექსანდრ პრომიო.ეს უკანასნკენლი სწორედ ძმების სინემატოგრაფით დააინტერესებამ აქცია ლუმიერების კომპანიის გუნდის წევრად:იგი კინოოპერატორი გახდა.რაც შეეხება კურსებს, სწავლების გავლისა და კვალიფიკაციის მიღების შემდეგ კადრებს გააგზავნიდნენ საზღვარგარეთ, რათა „ სინემატოგრაფის“ პროგრამა ფართო აუდიტორიისათვის გაეცნოთ და ახალი მასალა, კინოსურათები გადაეღოთ.

დროთა განმავლობაში, თომას ედისონის აქტიური მოქმედების შედეგად, ამერიკის საზოგადოება უარყოფითად განეწყო ფრანგი ძმების მიმართ, ვინაიდან აშშ-ს ტერიტორიაზე დაარსებული ლუმიერების სააგნეტო ყიდდა თავის კინოსურათებს.საქმე იმდენად გართულდა, რომ ამერიკის კონგრესმა კანონიც მიიღო, რომლის თანახმად უცხოელ კინომწარმოებლებს აშშ-ს ტერიტორიაზე კინოსურათების შემოსატანად ძალიან დიდი თანხა ეკისრებოდათ.შედეგად ლუმიერების წარმომადგენლები სრულად გამოაძევეს ოკეანისპირეთიდან.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, რომელიც გამოარჩევს ლუმიერებს, პანორამული გადაღების დამკვიდრებაა.ეს აღმოჩენა და სიახლე ალექსანდრ პრომიოს სახელთანაა და კავშირებული.ვენეციაში მოგზაურობისას, მან კამერა გონდოლაზე მოათავსა და მისი მოძრაობის შესაბამისად ირგვლივ არსებული სივრცე, ხედი მოძრაობაში, დინამიკაში გადაიღო.ეს იყო პირველი შეთხვევა, როცა კამერა სტატიკური მდგომარეობიდან გამოვიდა და ამოძრავდა.გადაღების ამ მეთოდს „ტრეველინგიც“ ( იგივე პანორამა) ეწოდება.როდესაც ეს მასალა იტალიიდან გამოუგზავნა პრომიუმ ლუის, შიშობდა, რომ უფროსის უკმაყოფილებას დაიმსახურებდა, თუმცა ლუმიერი იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, ყველა სხვა საზღვარგარეთ გაგაზავნილ ოპერატორს სთხოვა, მსგავსი ნამუშევრები გადაეღოთ.

ნელ-ნელა ძმები კინოწამოებას ჩამოცილდნენ.კინოკომპანიის აქტივი და „სინემატოგრაფზე“ უფლება ლუმიერებმა შარლ პატეს მიჰყიდეს(დაახლოებით 1902-3 წლებში)...ლიონში მდებარეობს ლუმიერების ინსტიტუტი, მუზეუმი და ბიბლიოთეკა, სადაც ძმების ფილმების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ინახება.საფრანგეთში არსებობს ძმები ლუმიერების სახელობის პრიზი, რომელსაც გადასცემენ საუკეთესო ფარნგულ ფილმს.

image

ძმები ლუმიერების პირველი კინოსურათები იხილეთ აქ:

0
349
შეფასება არ არის
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0