x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვიდეო:ფეხბურთელი ერიკსენი გულშემატკივრებს პირველად მიმართავს გულის ინფარქტის შემდეგ
image



დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა, რომელსაც გული გაუჩერდა ევრო- 2020-ის მატჩზე ფინურ გუნდის წინააღმდეგ თამაშისას, პირველად მიმართა ფანებს. მან მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის და ისაუბრა თავის ჯანმრთელობაზე.





"დიდი მადლობა თქვენი მშვენიერი გზავნილებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე კარგად ვარ, რამდენიმე გამოკვლევის ჩატარება მომიწევს საავადმყოფოში, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. მე ახლა ვდარდობ დანიის ეროვნული გუნდის ახაგაზრდა მოთამაშეებზე, ვისურვებდი, რომ მათ ითამაშონ მთელი ქვეყნისთვის."- წერს ერიკსენი ინსტაგრამის საკუთარ აქაუნტზე.






შეგახსენებთ, რომ დანია - ფინეთის მატჩი შედგა შაბათს. პირველი ტაიმის ბოლოს კრისტიან ერიკსენი წაიქცა გაზონზე და ვერ წამოდგა. ფეხბურთელს ექსტრენალური დახმარება თითქმის 15 წუთის განმავლობაში ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთელს ჰქონდა ინფარქტი მოედანზე. ახლა ის საავადმყოფოში რჩება, მდგომარეობა სტაბილურია.






მატჩი შეწყდა ინციდენტის გამო, იგი განახლდა იმავე დღეს, მისი შედეგების თანახმად, დანია დამარცხდა ფინეთთან ანგარიშით 0: 1.




კრისტიან ერიკსენი 29 წლისაა და "ინტერში" თამაშობს. კლუბის შემადგენლობაში 2020/21 წლების სეზონში ფეხბურთელი გახდა იტალიის ჩემპიონი.







0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0